კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ანტიგმირი!

 

მამაკაცები გმირები არ არიან; არც თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდების სიჭარბეა... მაგრამ, კიდევ არსებობენ ანტიგმირები  – მაგალითად, ისეთები, რომლებიც ვერაფრით ეგუებიან ქალის საზოგადოებას – უბრალოდ, ვერ იტანენ და მორჩა!

მამაკაცს, შეიძლება, ახასიათებდეს დესპოტიზმი – მიდრეკილი იყოს ტირანიისკენ. ამ ტიპის მამაკაცების უმრავლესობა თავის ხასიათს ხშირად ერთბაშად არ ავლენს, ანუ, „ფუთავს“ მას მანამდე, სანამ სასურველ ქალთან მიზანს მიაღწევს. დიდი ყურადღება და დაკვირვებაა საჭირო, რომ ასეთ „რაინდში“ ანტიგმირი ამოიცნო.

ანტიგმირია ძუნწი, შურიანი და ბოღმა მამაკაცი – ის, ვისაც არ უხარია პარტნიორის წარმატება და წინსვლა, ყველა საშუალებით ბლოკავს მას და ხდის საკუთარ თავზე ფინანსურად დამოკიდებულს.

უცნაურია, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენი ქალბატონებისგან განსხვავებით, ევროპელი ქალები ანტიგმირად მიიჩნევენ კაცს, რომელსაც უნარი არ შესწევს, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება; არ შეუძლია ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა და ფულთან სწორი ურთიერთობა. ასევე, ურთიერთობაზე უარს ეუბნებიან უნებისყოფო და მატყუარა მამაკაცებს.

P. S. საინტერესოა, ქართველ ქალებს რატომ გვაქვს ნაკლები მოთხოვნები და რატომ ვართ უფრო შემწყნარებლები ანტიგმირების მიმართ?!

 

სიყვარულის ასაკი

 

სიყვარულს არა აქვს ასაკი, არა აქვს ეროვნება, საზღვრები და ჩარჩოები... სიყვარული მოდის თავისით, მაგრამ, მიდის ჩვენი ხელშეწყობით. სამწუხაროა, თუმცა, ფაქტია, რომ „განეიტრალებაში“ მას ყოველთვის თავად „ვეხმარებით“.

რამდენი წლისას უნდა შეგიყვარდეს, რომ გრძნობა სტაბილური იყოს?! სასაცილო შეკითხვაა. სრული უგუნურებაა, ამტკიცო ის, რასაც „მტკიცებითი ფორმა“ საერთოდ არ გააჩნია.

არავითარი მოდელი და სტერეოტიპი, ვმოქმედებთ მხოლოდ გრძნობის კარნახით! – შეყვარებულები სწორედ ასე იქცევიან. მთავარია არა სხვისი აზრი, არამედ ის, თუ რას გრძნობთ თავად. მოერიდეთ ზედმეტ, უსარგებლო განცდებსა და ემოციებს. არანაირი ჩარჩოები და სტერეოტიპები – ნუ აჰყვებით მათ. სიყვარული დროში გამოიცდება – აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. საერთოდ არაფერ შუაშია მამაკაცის ასაკი, როცა საუბარია ერთგულებაზე. ის ან არის ერთგული, ან – არა. ეს მისი ხასიათის თვისებაა, რომელსაც ნებისმიერ ასაკში გამოავლენს. უბრალოდ, მას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. უნდა უყვარდეთ და პატივს გცემდეთ. მისთვის უნდა იყოთ ქალი და არა დედა ან დაიკო. დააკვირდით, გაიცანით და მერე გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცეთ, თუკი ერთბაშად და ბრმად არ შეგიყვარდებათ. ჰარმონია სიყვარულსა და ურთიერთობაში ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუკი თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი.

 

ჭეშმარიტება დეტალებშია

 

არიან ქალები, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ, დარჩნენ მომხიბვლელნი და მამაკაცებისთვის სასურველნი. მარტო სილამაზით ფონს ვერავინ გავა, თუკი არ ჩასწვდება მთავარს – ჭეშმარიტებას, რომელიც დეტალებშია.

* ნუ ინატრებთ მშვიდ ცხოვრებას. უბრალოდ, ყოველთვის უყურეთ ბედისწერას თვალებში და მიიღეთ რეალობა ისეთი, როგორიც არის. არ დაუხუჭოთ თვალი საკუთარ შეცდომებსაც.

* ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მამაკაცები ნაძირლები და უსინდისოები არიან, თუმცა, საკმარისია, ამ „ნაძირალამ“ მათი შემცველელი იპოვოს, რომ ყველაფერი იცვლება.

* წლები მოთმინებას გვასწავლის: რაც უფრო ნაკლები დრო გვრჩება სიყვარულისთვის, მით უკეთ გვესმის მისი ფასი.

* ჩადენილი შეცდომების გამო სინანული ნორმალურია, თუმცა, შეიძლება, ინანოთ იმაზეც, რაც არ ჩაგიდენიათ.

* არასოდეს არავისთან ამტკიცოთ, რომ რაღაცას არ გააკეთებთ. ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი მოსალოდნელია.

* ნებისმიერ ქალს უხდება „სტერვას“ როლი. მთავარია, ის საჭირო დროს და, რაც მთავარია, კარგად ითამაშო.

* სიყვარული ძალიან უცნაური რამაა: შეიძლება, ცოლად გაჰყვე კაცს, რომელსაც, სხვა შემთხვევაში, სახლში სადილზეც კი არ დაპატიჟებდით.

* ქალი აუცილებლად იბატონებს ყველაზე – საკუთარ ასაკზეც კი, თუკი უკუაგდებს შიშს, აღიჭურვება ირონიით და ისწავლის, როგორ არ უნდა ინერვიულოს იმაზე, რაზე ნერვიულობაც არ ღირს.

* თუ ჯერაც ბავშვივით გწყინთ, თუ ისევ  გახარებთ წვრილმანი საჩუქრები და ყვავილები, ნუ შეშფოთდებით. 50 წლის ასაკში მაინც აუცილებლად გაიზრდებით. დაგვიანებული არ არის.

 

ზღაპრული ფინალი

 

„ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად... ერთ დღეს დაიხოცნენ...“ ერთი შეხედვით, სანატრელი ფინალია, მაგრამ, მხოლოდ ერთი შეხედვით. ყველა ზღაპრის დასასრული რომ რეალობად იქცეს, ცხოვრება ძალიან უინტერესო გახდებოდა. თუმცა, ზღაპრებშიც კი, გმირები სერიოზულ ძალისხმევას ხარჯავენ, რომ სასურველ მიზანს მიაღწიონ. არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით გინდოდეს მთელი ცხოვრების გატარება, მაგრამ, სურვილი ერთია, მზაობა – მეორე!

სიყვარულისა და ლტოლვის, ასევე, ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებას ყოველდღიური შრომა და ძალისხმევა სჭირდება, თანაც, ორივე პარტნიორის მხრიდან. მთავარია, შენი მეორე ნახევარი ზუსტად ისე მიიღო, როგორც შენი საკუთარი ნაწილი.

პირადი მაგალითი წახალისების საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ, თქვენი პარტნიორის „აღზრდაც“ ამით დაიწყეთ – ნათქვამია, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.

ოჯახური ტრადიციები სერიოზული ფასეულობა და განძია. ჯერ თქვენ უნდა ისწავლოთ ამის დანახვა და გაფრთხილება და მერე ასწავლოთ პარტნიორს. ზღაპრული ფინალი არ არის ბუნებრივი, მას ასეთს ქმნიან... ანუ, ცოტა ძალისხმევა და მეტი სიყვარული და სურვილი... იყავით საკუთარი ცხოვრების რეჟისორი და, მაშინ, ფინალსაც მხოლოდ თქვენ დაწერთ!

скачать dle 11.3