კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა კატეგორიის დავები თუ საკითხებია, საქართველოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სასამართლოების განსახილველი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის; საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ; უდავო წარმოების საქმეებს; რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს; შვილად აყვანის საქმეებს; ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის (შემდგომ - სამედიცინო მედიაციის სამსახური) მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საქმეებს.

კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ, მაცნობოთ, სამოქალაქო საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება თუ არა ეხებოდეს და იყოს სავალდებულო შესასრულებლად სახელმწიფო ორგანოს ან მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირისთვის?

პასუხი: კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისთვის და ისინი უპირობოდ უნდა შესრულდეს.

კითხვა: მაქვს სარჩელი შეტანილი სასამართლოში, იმავე საკითხზე სარჩელით სხვა სასამართლოს მიმართა მოპასუხემ ჩემს საქმეში. გთხოვთ, მაცნობოთ, შეიძლება თუ ერთი და იგივე დავაზე საქმეები განიხილოს სხვადასხვა სასამართლომ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ, მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. ამასთანავე, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.

კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ, განმიმარტოთ, იმ შემთხვევაში, როცა რამდენიმე მოპასუხეა და მათი მისამართები სხვადასხვა რაიონშია, სად და რომელ სასამართლოში ხდება სამოქალაქო სარჩელის შეტანა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ, სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა კრიტერიუმის მიხედვით და რომელ სასამართლოში უნდა შევიტანო სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო  სამოქალაქო სარჩელი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

კითხვა: ადამიანს, რომელმაც დიდი ოდენობით ზიანი მომაყენა, საქართველოში არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ერიცხება ქონება. ამასთან, აუცილებელია სარჩელში მივუთითო მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი, სხვა შემთხვევაში სარჩელს არ იღებს სასამართლო. როგორ მოვიქცე და სად შევიტანო სამოქალაქო სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სარჩელი იმ მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მოპასუხის ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით. ხოლო, თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რაიმე ნივთით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ამ ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ შემთხვევაში, თქვენ სარჩელი უნდა წარადგინოთ მოპასუხის ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით და სარჩელის წარდგენის ამგვარ წესს ეწოდება ქონებრივი განსჯადობა.

скачать dle 11.3