კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ჰყავს ათასობით მიმდევარი ალექსანდრ არუთინოვს და რა ჭორები ააგორა მისი და ქეთა თოფურიას ერთობლივმა ფოტომ

ალექსანდრ არუთინოვი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მოსკოვის მოდურ წრეებში. „ინსტაგრამზე“ ათასობით მიმდევარი ჰყავს და სოციალური მედიის საშუალებით, მისი გაყიდვები ყოველდღიურად იზრდება. ასევე, „ინსტაგრამზე“ დადებულმა ფოტომ, რომელზეც დიზაინერი მომღერალ ქეთა თოფურიასთან ერთად არის აღბეჭდილი ქორწილის დღეს, გააჩინა ეჭვი, რომ ქეთას ულამაზესი საქორწილო კაბა სწორედ მისი ფანტაზიის შედეგია. მართალია, ეს ეჭვი არ გამართლდა, მაგრამ როგორც თავად გვიყვება, არჩევნის გაკეთებაში ქეთას გვერდით იყო და მისი რჩევებიც იქნა გათვალისწინებული. 

 ალექსანდრ არუთინოვი: სასტუმროში გადაღებულმა ფოტომ გამოიწვია ალბათ ის ჭორები, რომ ქეთას საქორწილო კაბა მე მეკუთვნოდა. ამას დაემატა ისიც, რომ პარიზში ამ კაბის ასარჩევად ერთად ვიყავით. თან, ხშირად აცვია ჩემი გაკეთებული სამოსი. 

– სინამდვილეში ვისი კაბა ეცვა?

– ორი კაბა ეცვა – „სტეფან როლანდისა“ და „ლანვინის.“ ორივე საოცრად ლამაზი. „სტეფან როლანდის“ ბუმი დაიწყო ევროპაში, ძალიან მოდურ დიზაინერად იქცა, საოცარ საქორწილო კაბებს ქმნის. 

– ძალიან აქტიურად იყენებ სოციალურ ქსელს.

– კი და მინდა აღვნიშნო, რომ „ინსტაგრამი“ ამაში ძალიან დამეხმარა. დიდი ხანია, მოსკოვში ვმუშაობ, მაგრამ მაინც მიჭირდა ჩემს მომხმარებელზე გასვლა, პიარის გაკეთება. ახლა კი, ძალიან კარგად მიდის ჩემი საქმეები და ეს მხოლოდ „ინსტაგრამის“ დამსახურებაა. რაღაცას რომ გავაკეთებ და „ინსტაგრამზე“ გამოვდებ, ჩემი თხუთმეტი ათასი მიმდევარი ნახულობს, რაც ძალიან დიდი სეგმენტია. მით უმეტეს, რომ ამ თხუთმეტი ათასი მიმდევარიდან, დიდი ნაწილი ჩემი მომხმარებელია ან იმ წრეში ტრიალებს, რომელიც მე მაინტერესებს. ამის წყალობით სულ სხვადასხვა ქალაქიდან მომდის შეკვეთები. მიკავშირდებიან სარატოვიდან, პეტერბურგიდან, პარიზიდან, მილანიდან, ამერიკის სხვადასხვა ქალაქიდან, ნოვოსიბირსკიდან, კიევიდან და სხვა. სრულიად სხვადასხვა ტიპის ქალაქებია, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავ ადამიანზე გადის. ამდენი წელი რომ ვმუშაობდი და მეგონა, არაფერი გამომდიოდა, თურმე ასე არ ყოფილა და პრობლემა პრომოუშენში იყო. ამისთვის კი ხალხის აყვანა და მათთვის ფულის გადახდა სულ არ გახდა საჭირო, „ინსტაგრამმა“ ყველაფერი თვითონ გააკეთა. 

– შენც არ გეზარება, რომ იქ დაუღალავად გამოფინო შენი ნამუშევრები.

– არანაირად. დილა იწყება ყავით, სიგარეტით და „ინსტაგრამით.“ „ფეისბუქს“ მხოლოდ საქმისთვის ვიყენებ. 

– საშა, როგორია ვარსკვლავებთან მუშაობა? მაშინაც კი, როცა ვარსკვლავისა და დიზაინერის გემოვნება ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, მგონია, რომ ეს გარკვეულ უხერხულობას მაინც ქმნის. მათ უწევთ წითელ ხალიჩაზე დგომა, ამა თუ იმ სამოსის გამო კრიტიკის ატანა. 

– სტილისტი სხვაა და დიზაინერი კიდევ სხვა. სტილისტი ხშირად მთლიანად იმიჯზე ზრუნავს და დიზაინერთან ერთად მუშაობს. რაც შეეხება ქეთას, მასთან მუშაობა მიიოლდება, რადგან ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ, ვმეგობრობთ ოჯახებით. ზუსტად ვიცი, მას რა მოსწონს და რა მოეწონება. მან კი იცის, რისი გამკეთებელი ვარ მე. ქეთასთან არასდროს მქონია პრობლემა და არც სხვებთან. ქეთას გარდა, ჩემთან ბევრი ისეთი გოგო იცვამს, რომელთა ჩაცმულობას ბევრი აქცევს ყურადღებას და ითვალისწინებს. რადგან ჩემამდე მოვიდნენ, მენდობიან და მოსწონთ, იციან რომ მე არ ვთავაზობ უბრალოდ სამოსს, აქ მთელი ფილოსოფიაა – გაფორმებული ნახატებით და ხელით ნამუშევარი დეტალებით. სხვა დიზაინერებთან მიდიან, ერთ კაბას ყიდულობენ და წავლენ, ჩემთან მოსვლით კი, უფრო სხვა ურთიერთობა ყალიბდება, რაც უბრალოდ კაბის ყიდვას სცდება. თან, იციან, რომ თბილისიდან ვარ და ეს ხასიათი სამოსშიც იგრძნობა. ყველამ იცის, რომ ჩემი მთავარი შთაგონება თბილისია და ეს მოსკოვშიც ძალიან მოსწონთ. არც ერთი ინტერვიუ არ დაბეჭდილა ისეთი, სადაც არ ვამბობ, თუ საიდან ვარ, საიდან მოდის ინსპირაცია და როგორ მიყვარს ჩემი ქალაქი. მე შემეძლო მეთქვა, რომ ვარ „ფეშენ“ დიზაინერი და ვაკეთებ ევროპულ „პაკაზებს“, მაგრამ ასე არ არის. ჩემი თემები ყოველთვის საქართველოს უკავშირდება – გავაკეთე „ფარაჯანოვი“, „ქართველი მოცეკვავეები“ და ეს ბევრად მოსწონთ, რადგან ასეთ სამოსში ჩაცმულები თვითონაც ძალიან ინდივიდუალურად გამოიყურებიან და არავის ჰგვანან. ცნობილ „ფეშენ ივენთებზე“ ჩასულებს შეუძლიათ გარანტია ჰქონდეთ, რომ მათნაირად ჩაცმული იქ არავინ იქნება 

– დაუმსახურებია ვინმეს კრიტიკა შენი სამოსის გამო?

– ერთადერთი იყო ამ ზაფხულს, „იურმალაზე“, როდესაც ქეთას შავი, თეთრწინსაფრიანი კაბა ეცვა და თეთრი გვირგვინი ედგა. ამას დიდი ხმაური მოჰყვა, დამლაგებელს ჰგავდაო. თან, ეს კრიტიკა წამოვიდა ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებიც სოციალურ ქსელებში პოსტავდნენ. რეალურად, ეს იმ ადამიანებისგან მოდიოდა, ვისი აზრიც საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ ასეთი ლანძღვა, ძალიან მეწყინა. ულამაზესი კაბა ეცვა და რატომ უნდა დაგენახა მასში დამლაგებელი?! ქეთა გაგიჟდა, რა განერვიულებს, ვინც მნახა და ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველას მოეწონაო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ჩემამდეც მოვიდა. შეიძლება არის კრიტიკა, მაგრამ ჩემს ყურამდე არ მოსულა. საერთოდ, კრიტიკას კარგად ვიღებ, ოღონდ იმ ადამიანებისგან, ვისი აზრიც მაინტერესებს და მჯერა, რომ ამას არგუმენტირებულად აკეთებს. „უბრალოდ,“ ვილანძღები, ამას მოუსმინე და გაითვალისწინე, - არ მაინტერესებს. რუსული მოდური ჟურნალების თითქმის ყველა რედაქტორი ჩემთან იცვამს. „ჰარპერ ბაზრის“ რუსული გამოცემის რედაქტორი პარიზის მოდის კვირეულზე ჩემი ქვედაბოლოთი და პერანგით წარდგა. 

– რას იტყვი რუსულ ესტრადაზე, არ ფიქრობ, რომ არცთუ ისე კარგად იცვამენ?

– მე არ ვაცმევ რუს მომღერლებს, ქეთას თუ არ ჩავთვლით. არავინ მომწონს ჩვენს ესტრადაზე და ეს ყველამ იცის. უფრო იმ ქალებს ვაცმევ, ვინც მოდის ინდუსტრიაშია, შოუ-ბიზნესი საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არ არის ჩემი ხაზი და ჩემი მიმართულება. მათთან ვთანამშრომლობდი, როდესაც რუსეთში მუშაობას ვიწყებდი. ახლა ეს აღარ მაინტერესებს. თუ უნდათ, იყიდონ და ჩაიცვან. ის, რომ მათ ვიზუალზე ვიზრუნო, ვინერვიულო, ნერვები და ენერგია ვხარჯო – ეს არ მაინტერესებს. კატეგორიულად არ მომწონს, რა არის ამაში დასამალი. მოსკოვში, ინტერვიუებშიც ყოველთვის მეკითხებიან, თუ ვისი ჩაცმულობა მომწონს, რას ვფიქრობ მასაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იცვამს მასა, ნაკლებად დავდივარ ქუჩაში და არ ვხვდები ისეთ ადგილებში, სადაც ხალხს ცუდად აცვია. ბევრად მირჩევნია ჩვენი გოგოების ჩაცმულობა, პარიზის, მილანის მოდის კვირეულებზე რომ დადიან, იქაური მოდის მიმდევართა ჩაცმულობას. სხვანაირად აცვიათ, ეს არ არის არც „გუჩი“, არც „ჟივანში“. ისინი განსაკუთრებულად გამოიყურებიან. საერთოდ, რუს დიზაინერებზე ევროპაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, უამრავი ბაერია დაინტერესებული რუსი დიზაინერებით. 

– რამდენად ხელმისაწვდომია შენი სამოსი?

– საკმაოდ. მართალია, როცა თბილისიდან მწერენ, რომ რაიმე ნივთის შეძენა სურთ და ფასს იგებენ, უკვირთ, ძალიან ძვირიაო. მაგრამ, მე მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქალაქში ვცხოვრობ, სადაც ბინის ქირიდან დაწყებული ქსოვილით დამთავრებული, ყველაფერი ძალიან ძვირია და შესაბამისად, სამოსის ფასიც აქედან გამომდინარეობს. თხუთმეტი ათასი მანეთი, ანუ ხუთასი დოლარი ერთ პერანგში, თბილისისთვის ძვირია, მაგრამ მოსკოვში ძალიან მცირე თანხაა. მილიონერი ნამდვილად არ ვარ, ნორმალურად ვცხოვრობ.

– თბილისის მოდის კვირეულზე არ აპირებ მონაწილეობის მიღებას?

– თაკო ჩხეიძისგან ჯერ არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია, მაგრამ თუ შემომთავაზეს, სიამოვნებით ჩამოვალ. არ ვარ, როგორც სხვა დიზაინერები, რომლებიც ჩამოსვლასა და მონაწილეობაში ფულს ითხოვენ. ადრე მაკა მეტრეველმა რომ დამპატიჟა, საერთოდ არაფერი გამომირთმევია, ჩემი ქალაქია და ღამის გასათევი ნამდვილად არ მიჭირს-მეთქი. კოლექციაც მაქვს და ყველაფერი, ასე რომ ჩამოსვლა ჩემთვის მხოლოდ დიდი სიამოვნება იქნება. თბილისში ისედაც ჩამოვდივარ და ჩვენების გამართვა ძალიან გამიხარდება.

скачать dle 11.3