კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლუდი „მთიელისა“ და „შავფაროსნების“ ერთობლივი კლიპის პრემიერა

7 ოქტომბერს, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში, ლუდი „მთიელისა” და „შავფაროსნების” ერთობლივი სარეკლამო რგოლის პრემიერა გაიმართა. სარეკლამო რგოლის გაშვებამდე, სპეციალურად დამსწრე საზოგადოებისთვის, წარმოდგენილი იყო, „შავფაროსნების” შთამბეჭდავი ორთაბრძოლა. საღამო ასევე, გაალამაზა „ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის” მიერ შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა. 

თორნიკე ნიკოლაიშვილი (კომპანია „ნატახტარის” მარკეტინგის დირექტორი): ლუდი „მთიელი” როგორც ბრენდი, ემსახურება ქართული ტრადიციების აღორძინებას. ეს არის შენარჩუნებული მემკვიდრეობა. თავის დროზე ჩვენ მოვიძიეთ მთაში ლუდის ხარშვის რეცეპტები და მოვახდინეთ მისი ინდუსტიალიზაცია. „შავფაროსნებმა” კი მოიძიეს ქართული საბრძოლო ილეთები, რომელიც ააღორძინეს და მიიტანეს მომხმარებლამდე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობის დასაწყისია. სამომავლოდ კი იმედი მაქვს, ლუდი „მთიელი” და „შავფაროსნები” არაერთ ერთობლივ საინტერესო პროექტს განახორციელებენ.

აკა მელიქიძე (პროდიუსერი, სტუდია Cor-production):  უპირველესად, მთელი ჩვენი კომპანიის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხაო ლუდ „მთიელს” და „შავფაროსნებს,” რომლებმაც მართლაც რომ სისხლი დაღვარეს გადასაღებ მოედანზე. ჩვენ ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ იმისთვის, რომ ქართული საბრძოლო ხელოვნება გადმოგვეცა ახალი ხედვით, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ „შავფაროსნებს,” რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ. სარეკლამო რგოლზე ძალიან დიდი შრომა დაიხარჯა, გამოვიყენეთ თითქმის ყველა არსებული ტექნიკური საშუალება, რაც კი ამიერკავკასიაში არსებობს. იმედია, ეს რგოლი ყველას მოეწონება.

„შავფაროსნები” მიზნად ისახავენ, მთლიანად ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და მასში გაერთიანებული საბრძოლო სახეობების, საქართველოში საბრძოლო კულტურის, უძველესი საბრძოლო ტრადიციების შესწავლას, აღდგენას და სისტემატიზაციას. ასევე, მის გაცოცხლებას და კულტურის საკმაოდ მიმქრალი  ინფორმაციის აქტუალიზაციას და მიწოდებას ქართული საზოგადოებისთვის.

ყოველივეს გათვალისწინებით ლუდი „მთიელი,” „შავფაროსნების” პარტნიორი სიამაყით გახდა და თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა სარეკლამო რგოლი, რომელიც ფართო საზოგადოებასაც იმ აღტკინებას აჩვენებს, რომლითაც წარსულში ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ.

 

скачать dle 11.3