კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის გამოტოვებული ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ბიოგრაფიაში ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებში მუშაობის ფაქტები

ენერგეტიკის მინისტრის მეორე მოადგილე ირაკლი ხმალაძე 1982 წელსაა დაბადებული, განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო – საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია (2005 წელს დაასრულა სწავლა). მისი იურიდიული კარიერა 2003 წელს დაიწყო იურიდიულ ფირმა MJO-ში, სადაც იურისტად 2005 წლამდე იმუშავა; 2005 წლიდან ენერგეტიკის სამინისტროში დასაქმდა – თავდაპირველად, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვან სპეციალისტად, მოგვიანებით, მთავარ სპეციალისტად და სამმართველოს უფროსიც გახდა. 2008 წელს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო და 2013 წლამდე იურიდიული დეპარტამენტის უფროსადაც მუშაობდა, ვიდრე 2013 წლის 24 მაისიდან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არ გახდა. ამის პარალელურად, 2011 წლიდან „ჯიპას“ ლექტორიცაა.

ზემომოყვანილი ბიოგრაფია ენერგეტიკის სამინისტროს საიტზეა განთავსებული, თუმცა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გვერდზე ვკითხულობთ, რომ ბ-ნ ხმალაძეს ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციების შევსება 2004 წლიდან დაუწყია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმხანად ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა: სახაზინო სამსახურის უფროსად; 2006 წელს ის ჯანდაცვის სამინისტროში გადასულა – საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსად. ჩვენთვის უცნობია, რატომ ვერ მოხვდა ბ-ნი ხმალაძის საქმიანი ბიოგრაფიის ეს ნაწილი მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში. მაგრამ, რაკი პირველი დეკლარაცია შეავსო, როგორც ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკმა, ჩვენც იმ წლიდან დავიწყეთ აწ უკვე ენერგეტიკის  მინისტრის მოადგილის ქონების ჩხრეკა.

2004 წელს შევსებულ დეკლარაციაში ირაკლი ხმალაძე ოჯახის წევრებად მიუთითებდა: მამას – კონსტანტინე ხმალაძეს, დედას – ნათელა აბულაშვილს და დას – თამარს. ხმალაძეების საცხოვრებელი ბინა მუხიანში ქ-ნი ნათელას საკუთრება იყო (10 000 ლარად ღირებული), მამამისს, ბ-ნ კონსტანტინე ხმალაძეს კი ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა ბალანჩივაძის ქუჩაზე – 14 000 ლარად ღირებული. ბ-ნი ხმალაძის წლიურმა სახელფასო შემოსავალმა იმ ხანად 8 000 ლარი შეადგინა. 2008 წელს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც ბ-ნმა ხმალაძემ შეავსო, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ოჯახის წევრად მიუთითა მეუღლე – ვასილევა ვიქტორია. სწორედ ქ-ნი ვასილევა გახლდათ მფლობელი საცხოვრებელი ბინისა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომლის ღირებულებადაც 70 000 ლარია მითითებული. იმხანად ბ-ნი ხმალაძის წლიური სახელფასო შემოსავალი 11 500 ლარს შეადგენდა. იმ წელს მან სასწავლო გრანტიც მიიღო პრეზიდენტის განვითარების და რეფორმების ფონდიდან – 5 000 აშშ დოლარის ოდენობით. 

სულ ბოლო, 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში ბ-ნი ხმალაძე ოჯახის წევრებად მიუთითებს: მეუღლეს – თამარ მცხვეთაძეს და ორ შვილს: 2008 წელს დაბადებულ თეას და 2011 წელს დაბადებულ მაიას.

ცოლ-ქმრის ერთობლივი საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა დიდ დიღომში. 2012 წლის განმავლობაში ირაკლი ხმალაძემ, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, წლიურ ხელფასად 69 980 ლარი აიღო; როგორც „ჯიპას“ ლექტორმა – 2 475 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც საჯარო რეესტრის თანამშრომელმა, სექტორის ასისტენტმა – 16 500 ლარი.

2012 წლის განმავლობაში ირაკლი ხმალაძემ შეიძინა 1 800 ლარის ღირებულების ტელევიზორი, იმავე ღირებულების სარეცხი მანქანა, 20 000 ლარამდე კი სესხების მომსახურებისთვის დახარჯა. იმავე წელს 4 800 აშშ დოლარად გაყიდა თავისი ავტომანქანაც.

скачать dle 11.3