მხოლოდ ფაქტები
* ბანგკოკი ყველაზე ცხელი ქალაქია პლანეტაზე – მსოფლიოს მეტეოროლოგების მონაცემებით, საშუალო წლიური ტემპერატურა 28 გრადუსია. მას ყველაზე გრძელი ოფიციალური სახელი აქვს, რომელიც ლათინური ანბანის 147 ასოსგან შედგება. ბანგკოკშია, ასევე, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი – „ჩატუ ჩაკი“.
* ერთ-ერთ ენციკლოპედიაში რეკლამას „ტექნიკური პროგრესის ბორბლებს“ უწოდებენ. უფრო ცნობილი განსაზღვრება მისცა მას მეცხრამეტე საუკუნეში ლუდვიგ მეტცელმა, რომელმაც რუსეთში პირველი სააგენტო გახსნა: „რეკლამა – ვაჭრობის ძრავა“.
* საბედისწერო მხოლოდ ბერმუდის სამკუთხედი არ ყოფილა, ირკუტსკის აეროპორტს პილოტებმა „შავი სამკუთხედი“ უწოდეს, რადგან აქ მოკლე დროში 5 დიდი ავიაკატასტროფა მოხდა.
* ლათინურ ანბანში ასო W არ იყო...
* რაიხსტაგის აღებას 2 500 საბჭოთა მებრძოლი და დაახლოებით ამდენივე გერმანელი სამხედრო შეეწირა. ბრძოლა 13 აპრილიდან 2 მაისამდე მიმდინარეობდა.
* 1299 წელს ბურსას აღებით, რომელიც ბიზანტიას წაართვა, ოსმან გაზმა საფუძველი ჩაუყარა ოსმანთა იმპერიას, რომელმაც დაახლოებით ექვსი საუკუნე იარსება. 1922 წელს იმპერია ათა-თურქმა გააუქმა და თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა.
* ინტერნეტმაღაზიებში გამოჩნდა კომპანია „ჰასბროს“ მიერ შექმნილი მაღვიძარა... სამიზნით – გაგაღვიძათ?! ესროლეთ!
* გასული საუკუნის ბოლოს აერობიკის ახალი სახეობა გაჩნდა – აკვააერობიკით დაკავებული იყვნენ ის ადამიანებიც კი, ვისაც ხერხემლის ტრავმა ჰქონდათ გადატანილი. მოვარჯიშეები წყალში თავდაღმა დგებოდნენ და ცდილობდნენ, ხელები არ გაეშვათ ზემსუბუქი მასალის ჰანტელებისთვის.
* სოციოლოგების კვლევის გათვალისწინებით, ცოლ-ქმრის გაყრის ყველაზე ხშირი მიზეზი მადაგასკარზე არის ხანგრძლივი მივლინება, იტალიაში – ქალის სახლში იძულებით „ჩაჯდომა“, ჩინეთში – ჭორები...