ბრძნული აზრები
ჰეგელი: აი, უდიდესი სისულელე – მოხრილი შეხვიდე ცხოვრებაში. ცხოვრების დევიზი წინააღმდეგობაა. უნდა გაიმართო, რაც შეიძლება, გამაღლდე – ვიდრე ჭერს არ მიარტყამ თავს.
სანეკა: უკეთურია ადამიანი, რომელიც მისდევს თავის მიდრეკილებებს და ივიწყებს თავის მოვალეობებს.
ლოიდ ჯორჯი: არაფერია უფრო სახიფათო, ვიდრე უფსკრულის ორი ნახტომით გადალახვის მცდელობა.
ჯუან ძი: ჯუან ძი და „კეთილისმყოფელი“ ხიდზე შეჩერდნენ. ჯუან-ძიმ თქვა: როგორ მოსწონთ თევზებს წყალში დგაფუნი!
– შენ რომ თევზი არ ხარ, – თქვა „კეთილისმყოფელმა“, – რა იცი, რა მოსწონს თევზს და რა არ მოსწონს?
– შენ რომ მე არა ხარ, – თქვა ჯუან ძიმ, – რა იცი, რა ვიცი და რა არ ვიცი?
ჰაზმი: ხელიდან ნუ გაუშვებ ხელსაყრელ შემთხვევას და გახსოვდეს, რომ ის ისევე სწრაფად ქრება, როგორც ელვა გაკრთება ხოლმე.
ჰაინე: არც ერთ ხალხში უკვდავების რწმენა არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც კელტებში – მათგან შეგეძლო, იმ პირობით გესესხა ფული, რომ საიქიოს დაუბრუნებდი.
ჰალიფაქსი: კანონებს რომ ხმამაღლა ლაპარაკი შეეძლოთ, უწინარეს ყოვლისა, კანონმდებლებს უჩივლებდნენ.
ფროსტი: განათლება არის უნარი, მოისმინო ყველაფერი და სიმშვიდე შეინარჩუნო.
ჩომსკი: მთელი საგანმანათლებლო და პროფესიული ტრენინგის სისტემა ძალიან დახვეწილი ფილტრია იმ ადამიანთა გამოსახშირავად, ვინც ზედმეტად დამოუკიდებელია, ვინც საკუთარ თავზე ფიქრობს, ვინც არ იცის მორჩილება და ასე შემდეგ, რადგან, ისინი ინსტიტუციებისთვის გამოუსადეგარნი არიან.
კნიტელი: ბებერი მაშინ ხარ, როცა წარსულში მეტ სიხარულს ხედავ, ვიდრე მომავალში.
ციცერონი: სოკრატეს სიბრძნე ის იყო, რომ, იგი არ ფიქრობდა, რომ იცოდა ის, რაც არ იცოდა.
დემოკრიტე: არა სხეულის ძალა და ფული შეიქმს ადამიანებს ბედნიერად, არამედ, სიმართლე და მრავალმხრივი სიბრძნე.
რესკინი: კეთილი საქმე არ შეიძლება ჩაიდინო სიძულვილით, ან, მით უმეტეს, ანგარებით. მას მხოლოდ სიყვარული ჩაგადენინებს.
ბიორნე: სინანული არის გონიერება, რომელიც გვიან მოდის.
კანტი: კანონს, რომელიც ჩვენს არსებაში ცოცხლობს, სინდისი ეწოდება.
მიუსე: სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი – სიყვარულია. თუ გყვარებია, ესე იგი, გიცოცხლია.
ნიცშე: ქალში ძალიან დიდხანს იმალებოდა ტირანი და მონა. ამიტომ, მას არა მეგობრობა, არამედ, მხოლოდ სიყვარული შეუძლია.
შოუ: თუ ქალები, მორალური და ფიზიკური თვალსაზრისით, მამაკაცებივით პრეტენზიულები იქნებოდნენ, კაცობრიობა გადაშენდებოდა.