რატომ გადის ნელ-ნელა მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე „კამელინი“ და როგორ დაინტერესდა მისი სამკურნალო თვისებებით ძალიან ბევრი ქვეყანა
ჩვენი მკითხველი ქართული პრეპარატის – „კამელინის“ სამკურნალო თვისებებს უკვე დიდი ხანია, იცნობს. ბევრ მათგანს საკუთარ თავზე განუცდია ამ პრეპარატის გამოყენებით მიღებული განსაცვიფრებელი შედეგები. ამიტომაც არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი, რომ მათი დახმარებით „კამელინის“ შესახებ სხვებისთვისაც მიგვეწოდებინა ინფორმაცია. როგორც ცნობილია, დღეს უკვე არსებობს „კამელინის“ 5 ფორმა: ინიექცია, კაფსულები, მალამო, სანთლები და სპრეი, რომელთა გამოყენება არა მხოლოდ დაავადებების დროს, არამედ წელიწადში ორჯერ, პროფილაქტიკის მიზნითაც, ძალიან ბევრ დაავადებას აგაცილებთ თავიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია, საქართველოს ფარგლებს გასცდა. დღეს უკვე არაერთი ქვეყანიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც სურს, საკუთარ ქვეყანაში ქართული ბუნებრივი წარმოების პრეპარატის – „კამელინის“ დარეგისტრირება და შეტანა. თუმცა, ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი კობა გურიელიძე:
– ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი დელეგაცია ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 24 სექტემბერს – ავტორი) ვხვდებით პოლონეთის, ჩეხეთის დელეგაციებს. ერთი კვირის წინ უკრაინიდან იყო დელეგაცია ჩამოსული. ყველას ძალიან აინტერესებს „კამელინის“ ხუთივე ფორმა. ბელორუსიაში „კამელინის“ დარეგისტრირების შესახებ განხილვა ძალიან მალე იქნება. რამდენიმე კვირის წინ ყირგიზეთიდან მივიღეთ ოფიციალური დასტური „კამელინის“ 5 ფორმის ამ ქვეყანაში დარეგისტრირების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ კუთხით აქტიურობა არ გამოგვიჩენია.
– ანუ, როგორ მოხდა მათი დაინტერესება „კამელინით“?
– რამდენიმე ხნის წინ ბელორუსიის სამთავრობო დელეგაცია იყო ჩვენთან, მათ სხვადასხვა სფერო აინტერესებდათ. ფარმაცევტულ ბაზარზე კი „კამელინი“ შეარჩიეს და პირდაპირ განაცხადეს: „ეს პრეპარატი უნდა იყოს ბელორუსიაში“. როგორც შემდეგში გავიგეთ, ერთ-ერთი თანამდებობის პირის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონია და საქართველოდან ჩატანილი „კამელინით“ მკურნალობდა. მიღებული შედეგებით ძალიან კმაყოფილი იყო. ახლო მომავალში იმედი გვაქვს, რომ ბელორუსიაში „კამელინი“ წარმატებით დარეგისტრირდება, საბუთები უკვე მოვამზადეთ და გავაგზავნეთ. ასევე, ერთ მშვენიერ დღეს, ოფისში გამოგვეცხადა ყირგიზეთის წარმომადგენელი, ქალბატონი, რომელიც ექიმი-რადიოლოგია, ონკოლოგიურ პაციენტებს უტარებს გამოკვლევებს. როგორც გვითხრა, ჩვენი ვებ-გვერდიდან გაუგია „კამელინის“ შესახებ. შემდეგ ნაცნობს გაუგზავნია საქართველოდან „კამელნის“ ინიექციის ფორმები და უმკურნალია პაციენტებისთვის. მაგალითად, ერთ-ერთ ქალბატონს, რომელსაც ჰქონდა საშვილოსნოს ყელის კიბო, ჩაუტარა „კამელნით“ მკურნალობის რამდენიმე კურსი, რის შედეგადაც ყველა სიმპტომი ალაგდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა მან საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენთან შეხვედრა. ფაქტობრივად, მან დაიწყო ყირგიზეთში „კამელინის“ დარეგისტრირებაზე მუშაობა და ახლა უკვე ხუთივე ფორმა დარეგისტრირდა იქ. რამდენიმე დღეში მათ ბაზარზე დავიწყებთ „კამელინის“ ხუთივე ფორმის ექსპორტს. იმედი გვაქვს, უკრაინაშიც მალე მოხდება სახელმწიფო რეგისტრაციის გავლა. ყველა დოკუმენტაცია მზად არის. უკრაინის წარმომადგენელს, რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა, აფთიაქების დიდი ქსელი აქვს. არაოფიციალურად, მოსახლეობა ახლობლებს, ნათესავებს უგზავნიდა უკრაინაში „კამელინს“, ისინიც მკურნალობდნენ და შემდეგ უკვე აფთიაქში იწყებდნენ მის მოკითხვას. რადგან მას აფთიაქების ქსელი აქვს, კარგად იცის, რა პრეპარატს ითხოვს მოსახლეობა და ამიტომაც დაინტერესდა „კამელინით“. ჩამოვიდა საქართველოში, მოლაპარაკებები შედგა, დოკუმენტები მომზადდა. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოიყარა, „კამელინის“ კაფსულების საცდელი ფორმა, რომელსაც „კოლხური თაფლი“ დაარქვეს, ანუ, უფრო ეგზოტიკური სახელი შეურჩიეს. დარწმუნებული ვართ, ის ამერიკაში დიდ მასშტაბებს მიიღებს. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. მაგრამ, რაც მთავარია, „კამელინი“ მსოფლიო ბაზარზე ნელ-ნელა იკვლევს გზას.
– როგორც ვიცი, ძალიან კარგია „კამელინის“ გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით.
– ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ონკოლოგიური პაციენტები არიან. თუმცა, ეს უკვდავების წყალი არ არის, მაგრამ ძალიან კარგი პრეპარატია – ძლიერი იმუნომოდულატორი. ამიტომაც პროფილაქტიკისთვის, სხვადასხვა დაავადების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად ძალიან კარგი საშუალებაა. ანუ, პროფილაქტიკის მიზნით, შეუძლია, ჯანმრთელმა ადამიანმაც ჩაიტაროს წელიწადში ორჯერ მკურნალობის თითო კურსი ისე, რომ გვერდითი მოვლენები არ ექნება. „კამელინის“ ამ თვისებებით განსაკუთრებულად იხიბლებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამიტომაც, სურთ მათ ბაზარზე „კამელინი“ შევიდეს არა მხოლოდ დაავადების აღმოფხვრის, შეჩერების მიზნით, არამედ პრევენციის მიზნითაც.
– რას ავიცლებთ თავიდან „კამელინის“ პროფილაქტიკის მიზნით გამოყენების შემთხვევაში?
– როდესაც ადამიანის იმუნიტეტი გამოდის წყობიდან, მას არაფერი სტკივა, არაფერი აწუხებს. იმუნიტეტის მდგომარეობა კი განსაზღვრავს კიბოს უჯრედების გაზრდა-განვითარებას და ან შეჩერებას. როდესაც იმუნიტეტი მცირდება, ის კონტროლს კარგავს, ეს უჯრედები კი მრავლდება უსასრულოდ. ასე ყალიბდება პირველი სტადიის კიბო. ჩვეულებრივ შემთხვევაში, როცა იმუნიტეტი მწყობრში აქვს ადამიანს, ეს უჯრედები იზრდება, კვდება და ასე შემდეგ. მაგრამ, როცა იმუნიტეტი მცირდება, უჯრედების ზრდას ხელს ვერ უშლის, უჯრედები არ კვდება, კიბოს უჯრედების მასად ყალიბდება და ჭამს ორგანიზმს. კიბოს პირველი სტადიის ჩამოყალიბებას კი თითქმის 10-15 წელი სჭირდება. როდესაც ადამიანს იმუნიტეტი აქვს შემცირებული, ძალიან კარგია ამ დროს „კამელინის“ გამოყენება, რომელიც ზრდის იმუნიტეტს და ხელს უშლის დაავადების ჩამოყალიბებას.
– თუმცა, როგორც ცნობილია, „კამელინის“ პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება, არა მხოლოდ სიმსივნეს, არამედ სხვა დაავადებასაც აგვაცილებს თავიდან.
– რა თქმა უნდა, „კამელინის“ ხუთი ფორმა არსებობს და ყველა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, მალამო ძალიან კარგია დამწვრობაზე, ჭრილობების შესახორცებლად, სახსრებისთვის, როდესაც ის ელექტროფორეზითა და ფონოფორეზით შეჰყავთ უშუალო კერამდე. სანთელი ძალიან კარგია ბუასილის, ქალური დაავადების მკურნალობისას... ამ პრეპარატს არ აქვს უკუჩვენება და ორსულ ქალებსაც შეუძლიათ მისი გამოყენება. ნემსები კიბოს საწინააღმდეგოდ, მისი პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. რაც შეეხება კაფსულებს, ძალიან კარგი, მსუბუქი, მისაღები ფრომაა და ადამიანს მკურანლობისთვის დაჩხვლეტა აღარ დასჭირდება, რაც მთავარია, ეფექტურია მისი გამოყენება სიმსივნის დროს. სპრეი კი ძალიან კარგია ყელის დაავადების, სხვადასხვა დაზიანების დროს – ძალიან კარგ შედეგს იძლევა.
– წელიწადის რომელ დროს არის სასურველი პროფილაქტიკისთვის „კამელინის“ გამოყენება?
– კარგია გაზაფხულისა და ზამთრის დადგომის დროს, როდესაც ვიტამინების ნაკლებობას განიცდის ადამიანი, იმუნიტეტი თავისთავად ქვეითდება, ასევე, დაავადების გადატანის შემთხვევაში, როდესაც იმუნიტეტი მოშლილია. კარგია, თუ ამ დროს მივიღებთ კაფსულებს – ბრწყინვალე შედეგს მოგვცემს, მალე აღადგენს იმუნიტეტს. მინიმუმ, ერთი კურსი ძალიან კარგია, განსაკუთრებით მძიმე, გრიპოზული დაავადების გადატანის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან თვითონ „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს, მისი გამოყენება ხანგრძლივი დროითაც შეიძლება და, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალზე ეფექტურია პროფილაქტიკური დანიშნულებითაც.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ კონსულტაცია, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599-33-10-89; 599-58-09-07; 599-23-03-33; 2-98-62-25; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87.