კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გათხოვდა მარიამ დათუკიშვილი სანდრო ქოიავას „ლელოს“ მაისურით და რატომ ეცვა სიძეს საკუთარ ქორწილში შორტები და ბუცები

მკითხველი გადაჭარბებაში ნამდვილად ვერ ჩამითვლის, თუ ვიტყვი,  რომ „ლელოს“ მორაგბის – სანდრო ქოიავასა და მარიამ დათუკიშვილის, ანუ, „მისის და მისტერ ხაჭაპურას“ ქორწილი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ორიგინალური და ლამაზი იყო, რაშიც მათი ფოტოების ნახვისას დარწმუნდებით. „თბილისელები“ მათ კიდევ ერთხელ ულოცავს ოჯახის შექმნას და დიდ ბედნიერებას უსურვებს!

მარიამი: სანდროს „ხაჭაპურას“ იმიტომ ეძახიან, რომ ძალიან უყვარს ხაჭაპური, თამაშის წინაც კი მიირთმევს ხოლმე. 

– უკვე უცხობ ხაჭაპურს?

– დღეს ერთად ცხოვრების პირველი დღე გვაქვს (ინტერვიუ ჩაწერილია 24 სექტემბერს, – ავტორი) და ელოდება ახლა პირველ ხაჭაპურს. თუმცა, სანამ თქვენ დამირეკავდით, მანამდე ხაჭაპურის მაგივრად სენდვიჩი მომთხოვა. ახლა მარტოები ვიცხოვრებთ და საკუთარ თავზე ვიღებთ ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

– მომიყევი, როდის და როგორ  გაიცანით ერთმანეთი? 

– ჩვენი ურთიერთობა ცოტა უცნაურად დაიწყო. სანდროს დედამისისგან ვიცნობ. მერიაში ვიყავი სტაჟირებაზე, სადაც სანდროს დედა გავიცანი და დავმეგობრდით. მეხუმრებოდა, სარძლოდ მომწონხარო და მეც, ხუმრობით, „დედას“ ვეძახდი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, შესვენებაზე ერთად გავდიოდით. მისი დაქალიც, იაკო, ჩემი მეორე დედაა. მერე სანდროს ბებია გაუხდა ცუდად და საავადმყოფოში მივაკითხე. მორაგბეები ღამეს უთენებდნენ, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მე რომ მივედი, სანდრო ზუსტად მაშინ გავიდა. ბებიამ რომ დამინახა, თქვა: ვაიმე, სანდროს შესაფერისია, როგორ მოუხდება საქორწილო კაბა, რა გოგოაო. მე ეს იმ ხუმრობის გაგრძელებად მივიღე, რაზეც მე და თამუნა (სანდროს დედა) ვხუმრობდით ხოლმე. ბებო სახლში რომ გამოწერეს, სანახავად მივედი და იქ გავიცანი სანდრო. თუმცა, ნაკლებად იჩენდა ჩემ მიმართ ყურადღებას. შემდეგ სანდრომ ერთ-ერთ თამაშზე ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაუკეთეს. ნარკოზიდან რომ გამოვიდა, მე დამირეკა. მაშინ კარგად არ ვიცნობდი და სხვებს ვაჩეჩებდი ტელეფონს, მაგრამ, ყველას ისეთი სახე ჰქონდა – შენ უნდა უპასუხოო. მახარა: კარგად ვარ, დამთავრდა ოპერაციაო. სახლშიც მივაკითხეთ, ვნახეთ. ბოლოს ორივემ გადავწყვიტეთ, რომ სანდროს რეაბილიტაცია ჩემთან ერთად უნდა გაევლო. მთელი ერთი წელი ერთად ვმგზავრობდით ავტობუსებით, დავდიოდით ყველგან ფეხით, ვსეირნობდით, დავხეტიალობდით ქუჩებში. მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ ტრენაჟორებზე ევარჯიშა, სულ ჩემთან ერთად იყო. 

– მგონი, რეაბილიტაციაში შენ უკეთ დაეხმარე. 

– კი, კი, ყველაფერი ძალიან ბუნებრივად, ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა. გემოვნება, იუმორი, აზრები, მიზნები – თითქმის ერთნაირი გვაქვს, ბევრ რამეში ემთხვევა ჩვენი შეხედულება.  ჩვენი დაქორწინება სახლის დაგირავებაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ, ადვილი არ იყო ისეთი სახლის პოვნა, როგორიც ჩვენ გვინდოდა. ბოლოს, ერთი სახლი მოგვეწონა, მაგრამ, ბანკიდან სესხი რომ გამოგვეტანა, თანამსესხებლები, ანუ, მე და სანდრო, ოჯახის წევრები უნდა ვყოფილიყავით. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა მოგვეწერა ხელი. მახსოვს, მე და სანდრო მანქანაში ვისხედით, როცა ვკითხე: რა ვქნათ, ხელისმოწერაზე-მეთქი. სანდრომ მითხრა: არ ვიცი, მარიამ, შენ როგორც გინდაო. მოდი, სტადიონზე მოვაწეროთ ხელი-მეთქი. სიცილით მოკვდა. მერე, რომ ავუწერე, როგორ მოხდებოდა ყველაფერი, ანუ, ვიქნებოდით „ლელოს“ მაისურებში, შორტებში, ბიჭები – მაისურებში, ყელზე ბაბთებით, შორტებით, ფეხზე – ბუცებით, უკვე მოეწონა იდეა. პირველივე ვარჯიშზე გაუზიარა გუნდის წევრებს და, მოკლედ, ყველამ ერთად დავგეგმეთ. გუნდში დიზაინერი გვყავს, რომელმაც გაგვიკეთა სტადიონის დეკორაცია. ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. „ლელოს“ ბაზაზე მოვაწერეთ ხელი, სადაც სანდრო 5 წლიდან იზრდება თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც მისი ოჯახის წევრები არიან. 

– გაცვია „ლელოს“ მაისური, შორტები, ბუცები და თავზე გახურავს თეთრი ფატა – ყველაზე განსხვავებული და ლამაზი პატარძალი ხარ. 

– ფატაზე პრინცესას გვირგვინი მეკეთა, რადგან, სანდრო „პრინცესას“ მეძახის. მე სანდროს მაისური მეცვა, რომლითაც მოედანზე გამოდის, თვითონ სანდრო კი თეთრი მაისურით, ბაბთით, შორტებითა და ბუცებით იყო. სანდროს სამი მეჯვარე ჰყავდა: გიორგი ჭყოიძე, ზვიად ნავროზაშვილი და ვახტანგ ხმალაძე. ჩემი მეჯვარეები არიან: თინა მახარაძე, ანა გახოკიძე და ირაკლი ყიასაშვილი. ირაკლიმ გადაწყვიტა: რადგან გოგონას მეჯვარე ვარ, ამიტომ, შოტლანდიურ კაბას ჩავიცვამ – თან, ძალიან კაცურია, თან, გოგონას მეჯვარისთვის შესაფერისი კაბა მეცმევაო. თინას დიზაინით იყო მეჯვარეების ტანსაცმელი გაკეთებული, მაისურებზე ეწერათ: „მისტერ და მისის ხაჭაპურა“. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ წინა დღეს ყველა მირეკავდა და მეკითხებოდა: სანდრო ხომ არ გვეხუმრება, მართლა ასეთი ჩაცმულები უნდა მოვიდეთ – გამაშებით, ბუცებით და ბაფთებითო? ხელი სანდროს დამ მოგვაწერინა, რომელიც იუსტიციის სახლში მუშაობს.

– სტუმრებიც ასე იყვნენ ჩაცმულები?

– ბიჭებს ეცვათ შორტები, პერანგები, ეკეთათ ბაფთები და ასევე ეცვათ მორაგბეების პატარა შვილებს – ყველა იცავდა დრეს-კოდს. მორაგბეების ცოლებს უნდა სცმოდათ ქმრების მაისურები, ქვემოთ კი – რამე თავისუფალი. მაგრამ, ყველამ გადაწყვიტა, გამაშები და შორტები ჩაეცვა. სტადიონზე, ღია ცის ქვეშ  გადავიხადეთ ქორწილი, დავუკარით მორაგბეების საყვარელი სიმღერები, რომლებსაც ყველა თამაშზე ვუსმენთ. რაც ძალიან დასამახსოვრებელია, – ჩვენი სადღეგრძელო დალიეს რაგბის დაჩუტული ბურთით, რომელიც „ლელოს“ მუზეუმში შეინახება – ახლის დასაწყისი იქნება და, იმედია, ვინც გაიმეორებს ჩვენს ტრადიციას, სიმბოლურად, გამოიტანენ და იმავეს გააკეთებენ. 

скачать dle 11.3