კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, მოკლე ინფორმაცია მომაწოდეთ ტრიქოფიტოზზე.

პასუხი: ტრიქოფიტოზი ძაღლებში ხასიათდება კანზე მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქების გაჩენით, სადაც საერთოდ არ არის თმის საფარველი ან ძალიან უმნიშვნელოა. კლინიკური ნიშნებით მიკოსპოროზისგან იმით განსხვავდება, რომ ხასიათდება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ექსუდაციით, რისგანაც წარმოიშობა ფუფხის საკმაოდ სქელი შრე, რის გამოც ღრმად ზიანდება კანის საფარველი და გამოჯანმრთელების შემდეგ საერთიდ არ ამოდის ბეწვი ან რჩება დეპიგმენტირებული კანის ლაქები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლინების დროს, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ძაღლი ვეტერინართან, რომელიც კლინიკური ნიშნების დაავადების ეპიზოტიური მონაცემების მიხედვით და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. სამკურნალოდ გამოიყენება დერმატო ფიტოზების სამკურნალო და პროფილაქტიკური ვაქცინები; სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები; იმუნოსტიმულატორები და ვიტამინები. მკურნალობის სქემა აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მისივე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი, რადგან, აღნიშნული პრეპარატები გამოირჩევა მაღალი ტოქსიკურობით და ახასიათებს მთელი რიგი უკუჩვენებები. დერმატომიკოზების პროფილაქტიკისთვის, სასურველია, ძაღლს ყოველწლიურად ჩაუტაროთ დერმატომიკოზების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია; უზრუნველყოთ ის სრულფასოვანი, დაბალანსებული საკვებით, რომელიც მდიდარი იქნება ვიტამინებით; ასევე, მკაცრად უნდა დაიცვათ სანიტარული და ზოოოჰიგიენური წესები მოვლა-შენახვისას და მოარიდოთ თქვენი ძაღლი ქუჩის მაწანწალა ძაღლებთან და კატებთან კონტაქტს.

კითხვა: რომელი ცხოველები ავადდებიან ყველაზე ხშირად ცოფით?

პასუხი: გარეული ცხოველებიდან ცოფით ყველაზე ხშირად ავადდებიან მელიები და მგლები, ხოლო შინაური ცხოველებიდან – ძაღლები და კატები, რომლებიც ინფიცირდებიან გარეული ცხოველებისგან დაკბენით, ან, დაზიანებული კანის ნაწილზე ნერწყვის მოხვედრით. რამდენიმე ხნის განმავლობაში ვირუსი იმყოფება დასნებოვნების ადგილას, შემდეგ მიჰყვება ნერვულ დაბოლოებებს და ნერვული გზით ხვდება ჯერ ზურგის, შემდეგ კი თავის ტვინში. დაავადების სიმპტომები ვლინდება მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდება მთელ ორგანიზმში. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას წინ უსწრებს მისი ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი. ცხოველი აღნიშნულ პერიოდშიც საშიშია. ხშირად ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ადამიანში მისი ხანგრძლიობა, შეიძლება, ერთ წლამდეც კი გაგრძელდეს. მოხვდება რა ცოფის ვირუსი თავის ტვინში, იქიდან ისევ ნერვის გავლით ხვდება სანერწყვე ჯირკვალში, სადაც ხდება მისი აქტიური პროდუცირება და გამოყოფა ნერწყვთან ერთად.  დასნებოვნებულმა ცხოველმა ვირუსის გამოყოფა შეიძლება კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე 10 დღით ადრე დაიწყოს.

 

скачать dle 11.3