კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასიყვარულო სამკუთხედი მამაკაცის 8-წლიანი პატიმრობით დასრულდა

25 წლის ზაირა გ-ს გაუპატიურებისა და სასტიკი წამებისთვის მალხაზ ს-ს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. როგორც გამოძებით გაირკვა, ბრალდებული და დაზარალებული წარსულში, დაახლოებით ხუთი წლის წინ, საყვარლები იყვნენ, ანუ, მათი ურთიერთობა დასრულებული იყო მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ საყვარელზე შური დის გამო იძია...

ვიდრე გაირკვეოდა, რა მოხდა რეალურად, გამოძიება სრულიად სხვა მიმართულებით წარიმართა. სამართლადამცველებმა ჩათვალეს, რომ საქმე ეხებოდა ეჭვიანობას, კერძოდ იმას, რომ, ოჯახის შექმნის მიუხედავად, მალხაზ ს-ს ზაირა მაინც უყვარდა, სხვა კაცთან ურთიერთობის გამო კი ეჭვიანობდა და შური ამიტომ იძია.

აღსანიშნავია, რომ სამართლადამცველებს ამ ვერსიაზე თავად დაზარალებულმაც უბიძგა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, მან დუმილის უფლება გამოიყენა, რითაც გამოძიებას ვერსია გაუმყარა. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ მიზეზი არა სიყვარული, არამედ რევანში იყო და არა მხოლოდ ბრალდებულის, თვით დაზარალებულის მხრიდან: ქალმა მას წარსულში მიყენებული ტკივილი არ აპატია, კაცმა კი შური დის ოჯახის დანგრევის გამო იძია. 

4 წლით ადრე მომხდარი გაუმჟღავნებელი გაუპატიურება

მალხაზ ს-მ და ზაირა გ-მ რაიონში ერთი სკოლა დაამთავრეს. ზაირა მალხაზის უმცროსი დის – ხათუნას თანაკლასელი იყო და მათთან სახლში ხშირად დადიოდა სტუმრად. წლების განმავლობაში იმდენად დაახლოვდნენ, მათი ურთიერთობა თბილისში სტუდენტობის პერიოდშიც გაგრძელდა. მეტიც, მალხაზის დამ, ხათუნამ და  ზაირამ ერთად დაიქირავეს ბინა. სწორედ ამ წლებში, ჯარში მყოფი მალხაზი ხშირად აკითხავდა გოგონებს. ერთ ღამეს კი ყველაფერი შეიცვალა – მალხაზი ზაირასთან დარჩა და მათ შორის ინტიმური კავშირი დამყარდა...

როგორც ჩვენებებით ირკვევა, იმ დღეს ხათუნა ჯგუფელთან დარჩა, ღამით კი მასთან ძმა მივიდა, რომელსაც სახლში მხოლოდ ზაირა დახვდა. როგორც ბრალდებული ამბობს, ზაირამ მოატყუა, რომ ხათუნა მალე დაბრუნდებოდა და ამიტომ დარჩა დის სახლში, მაგრამ, ხათუნა არ დაბრუნდა. შესაბამისად, კაცი ამბობს, რომ, რაც იმ ღამეს მოხდა, მხოლოდ ზაირას ბრალი იყო...

ბრალდებულის თქმით, იმ ღამის შემდეგ მას ზაირა შეუყვარდა და მის ცოლად მოყვანაზეც ფიქრობდა, მაგრამ, არ უნდოდა, ეს ამბავი მათ ოჯახებს გაეგოთ და მომხდარი ორივემ დამალა. სიტუაცია კი ისე აეწყო, რომ თითქმის სამი წელი წყვილს ურთიერთობა არ შეუწყვეტია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზაირა დაფეხმძიმდა, მაგრამ, ვინაიდან სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, ორსულობა არა ქორწინებით, არამედ, აბორტით დასრულდა...

ზაირა გ-ს თქმით, აბორტის შემდეგ მათი შეხვედრები, ფაქტობრივად, დასრულდა. მალხაზი ყველანაირად ცდილობდა, თავიდან მოეშორებინა ის და გასაბრაზებლად მათთან სახლში უკვე სხვა გოგონებთან ერთად მოდიოდა. ამიტომ, ზაირა იძულებული გახდა, მომხდარის შესახებ მალხაზის დისთვის, ხათუნასთვის მოეთხრო, მაგრამ ხათუნამ ეს ამბავი თავიდან არ დაიჯერა, შემდეგ კი თავი შორს დაიჭირა და მეგობარს უთხრა, რომ მათ საქმეში ვერ ჩაერეოდა, რადგან, მის მშობლებს ეს ამბავი რომ გაეგოთ, მასაც და მის ძმასაც სოფელში წაიყვანდნენ. ამიტომ, მეგობარს ურჩია, მალხაზისთვის დრო მიეცა, რადგან, ის ცუდი ადამიანი არ იყო და აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

დაზარალებულის თქმით, რამდენიმე თვეში ხათუნა მისი ბინიდან გადავიდა, რადგან, მშობლებმა და-ძმას ბინა უყიდეს, თანაც, მათი ურთიერთობა გაფუჭდა  და ცალ-ცალკე ცხოვრება ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო. მისივე თქმით, ის და ხათუნა ზოგჯერ ხვდებოდნენ კიდეც, რადგან, საერთო მეგობრები ჰყავდათ და სხვანაირად არ გამოდიოდა. საბოლოოდ კი, სამი წლის ლოდინის შემდეგ მალხაზმა ცოლი მოიყვანა, რაც მისთვის უზარმაზარი დარტყმა იყო...

ზაირას ჩვენებით ირკვევა, რომ მასა და მალხაზს შორის მომხდარის შესახებ მხოლოდ ხათუნამ იცოდა და ძალიან ნანობდა, რომ მას უთხრა, რადგან, ამის გამო ზემოდან უყურებდა და ყველანაირად ცდილობდა, საკუთარი უპირატესობა დაემტკიცებინა...

 გაუპატიურებისა და წამების მიზეზი

როგორც ზაირა გ-ს, ასევე ხათუნა ს-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ორივე მათგანს მეგობრული და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ნიკოლოზ ბ-სთან. ბიჭი ორივესთან მეგობრობდა, მაგრამ, აშკარად ზაირა მოსწონდა და არც იყო გასაკვირი – ზაირა, ხათუნასგან განსხვავებით, გარეგნულად ლამაზი იყო. ნიკოლოზი დიდხანს ცდილობდა ზაირას ყუარდღების მიპყრობას, მაგრამ, ვინაიდან მას მალხაზი უყვარდა, ნიკოლოზთან ყოველგვარ ურთიერთობაზე უარი თქვა, რითაც ისარგებლა ხათუნა ს-მ და იმდენი მოახერხა, საბოლოოდ ყველაფერი ქორწინებით დასრულდა – ზაირას უარის შემდეგ ნიკოლოზმა ცოლად ხათუნა მოიყვანა.

ზაირას თქმით, პირველ ეტაპზე ის დარდს უმკლავდებოდა, მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ, დარდის გასაქარვებლად, ჯერ ერთი მეგობარი ბიჭი გაიჩინა, მერე – ცუდ გზას დაადგა. მამამისის ასაკის კაცი გაიცნო და მასთან გააბა რომანი, რომელმაც, მალხაზის მსგავსად, მიატოვა, რამაც ზაირა საბოლოოდ ჩააგდო დეპრესიაში, ცუდ წრეში მოხვდა და არც ნარკოტიკზე ამბობდა უარს. ზაირა გ-ს თქმით, ამ ყველაფერმა იმდენად გააბოროტა, გადაწყვიტა, და-ძმაზე შური ეძია, თუმცა, დაზარალებული თავად გახდა, რადგან მალხაზ ს-მ გაიგო მისი ჩანაფიქრი, გააუპატიურა და თან სასკიტად სცემა...

შურისძიების მოტივით ზაირა გ-მ შემდეგი მოიმოქმედა: მის ერთ-ერთ საყვარელს ხათუნას ქმართან, ნიკოლოზთან დაარეკინა და დაარწმუნა, რომ სტუდენტობისას ხათუნა მისი საყვარელი იყო; გარდა ამისა, ვინაიდან ზაირამ ზუსტად იცოდა, რომ ხათუნას ინტიმურ ადგილას დიდი ხალი ჰქონდა, ქმრისთვის ესეც ათქმევინა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახი დაინგრა და ხათუნა სახლში დაბრუნდა, თუმცა, სატელეფონო ზარები საბაბი იყო, სინამდვილეში, ნიკას ხათუნა არ უყვარდა...

სატელეფონი ზარის ავტორი რომ ზაირა იყო, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზაირა გ-მ ხათუნას თავად დაურეკა და ჯერ აგინა, შემდეგ კი ნიშნის მოგებით უთხრა, შენს ქმართან მე დავარეკინეო; ბოლოს კი დაემუქრა, რომ მასაც და მის ძმასაც ისე გაუმწარებდა ცხოვრებას, როგორც თავად გაუმწარეს.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ხათუნას ოჯახის დანგრევის მიზეზი ზაირა გახდა, მან ძმას მიუტანა ამბავი, რის შემდეგაც, მალხაზ ს-მ ზაირა ფაქტობრივად, მოიტაცა – მოტყუებით ჩაისვა მანქანაში და ტყეში წაიყვანა. როგორც ზაირა, აცხადებს ჩვენებაში, მალხაზმა ის ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი სასტიკად აწამა. როგორ გადაურჩა სიკვდილს, ეს თავადაც უკვირდა...

სასამართლოზე მალხაზ ს-მ ზაირა გ-ს მიერ მიცემული ჩვენება დაადასტურა, თუმცა, ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის წარსული მათმა ახლობლებმა პირველად პროცესზე შეიტყვეს...  რეალურად, მალხაზმა აღიარა, რომ 20 წლის ასაკში ზაირა გააუპატიურა და მიატოვა.

რაც შეეხება ხათუნა ს-ს, მანაც დაადასტურა, რომ ეს ამბავი იცოდა და მეგობარი განსაცდელში მიატოვა. მას არც ის დაუმალავს, რომ მის ქმარს, ნიკას, რეალურად ზაირა უყვარდა, მან კი ზაირას უარით ისარგებლა და თავად გაჰყვა ცოლად ნიკას.

რაც შეეხება თავად ნიკოლოზ ბ-ს, მან სასამართლოზე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ურეკავდნენ და მისი ცოლის შესახებ პერიოდულად უყვებოდნენ ინტიმურ დეტალებს, რაც მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. რაც შეეხება ზაირა გ-ს, ნიკოლოზმა მასზე განაცხადა, რომ ზაირა ძალიან უყვარდა და, რომ სცოდნოდა მისი უარის მიზეზი, ყველაფერს გააკეთებდა, რომ თავის სიყვარულში დაერწმუნებინა და ცოლად მოეყვანა...

ვინაიდან სახეზე იყო გაუპატიურება და ადამიანის სასტიკი წამება, რასაც თავად ბრალდებულიც არ უარყოფდა, სასამართლომ გაითვალისიწნა ყველა გარემოება და მალხაზ ს-ს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  

скачать dle 11.3