გამომცხვარი ქათამი
საჭირო ინგრედიენტები: 12 ცალი ქათმის ბარკალი, 3-4 სადილის კოვზი მაიონეზი, 1-2 ცალი პომიდორი, 100 გრამი მაგარი ყველი, 2-3 კბილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ქათმის ბარკლები მჭიდროდ ჩააწყვეთ გამოსაცხობ ფორმაში და მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი. მაიონეზში შეურიეთ დანაყილი ნიორი და გააჩერეთ ათი წუთი. პომიდორი დაჭერით თხელ რგოლებად და სათითაოდ დააწყვეთ ქათმის ბარკლებზე (თუ გიყვართ, შეგიძლიათ, სოკოს ფირფიტებიც დაუმატოთ, თუ არა, ისედაც კარგია).
კერძს ზემოდან წაუსვით ნივრიანი მაიონეზი, მოაყარეთ დაფხვნილი ყველი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 50-60 წუთის განმავლობაში.
ცალკე მოამზადეთ გარნირი – კარტოფილის პიურე ან ცოცხალი ბოსტნეულის სალათა.