კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2002 წლის 25 მარტს, ღამის 3 საათსა და 30 წუთზე, სავსემთვარეობას, ორშაბათ დღეს. რა არის მისი კარმული მისია, რა უნდა გააკეთოს მან პრობლემების დასაძლევად და რომელი პროფესიები მოუტანს წარმატებას?

პასუხი: სავსემთვარეობის დროს დაბადებულ ადამიანს ცხოვრებაში ყოველთვის აქვს გარკვეული პრობლემები და მიზნის მიღწევაც ცოტა ურთულდება, თუმცა, თუ გაითვალისწინებს რჩევებს და ზედმიწევნით შეასრულებს თავის კარმულ მისიას დედამიწაზე, ცხოვრებას გაცილებით გაიადვილებს. პირველ ყოვლისა, ის უნდა იყოს მომთმენი, სამშობლოს პატრიოტი, დაამყაროს სტაბილური საოჯახო-სანათესაო ურთიერთობები; ამასთან ერთად, უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, შემართული, კონტაქტური; შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება ადამიანებს  შორის; უნდა დაეყრდნოს ინტუიციას, ისწავლოს ენაზე კბილის დაჭერა და საიდუმლოს შენახვა. ასევე, მოქმედებისას, მეტად უნდა დაეყრდნოს დიპლომატიას – ეს მისი კოსმიური მისიაა. რაც შეეხება წარმატებულ პროფესიებს, ასეთებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი; ისტორიიის, ეთნოგრაფიის, არქიტექტურის სფეროები; პედაგოგიური მოღვაწეობა; მედიცინიდან – პედიატრია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საბავშვო ბაღების ბიზნესი, სასტუმროების ბიზნესი, კვების მრეწველობა, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სალომბარდე საქმიანობის ბიზნესი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 24 ივნისს, დილის 7-დან 8 საათამდე. რა არის მისი კოსმიური მისია დედამიწაზე და რომელი პროფესია უნდა აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოს?

პასუხი: დედამიწაზე თქვენი შვილის კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. უნდა შექმნას სტაბილური საოჯახო-სანათესაო კავშირი; სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია; უნდა დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო; უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, ემსახუროს მას; დაიცვას ტრადიციები და ადათ-წესები; უნდა შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შორის; დაეყრდნოს ოპტიმიზმს, აქტიურობას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო სფერო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია ან ტურიზმი.

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 20 თებერვალს, დილის საათებში. გთხოვთ, მიპასუხოთ, რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა, მუდმივი კავშირი გქონდეთ უცხოეთთან. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლებთ იქ ცხოვრებას, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ მომავალში. სამშობლოში კი, გირჩევთ, იმუშაოთ უცხოურ ფირმაში ან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი უცხოეთთან – ეს თქვენთვის წარმატების მომტანია. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი; შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება; გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, მებრძოლი სულისკვეთება. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, იყავით კომუნიკაბელური. ეს ყოველივე თქვენი კოსმიური მისიაც არის და ცხოვრებაში წარმატების მომტანიც.

скачать dle 11.3