კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ციყვი თუ ადამიანი?!

 

ქალები ხშირად იმაზე გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე ფიზიკურად შეუძლიათ და, ბუნებრივია, ძალიანაც იღლებიან. შვებულებიდან შვებულებამდე ამოსუნთქვის საშუალება არ გაქვთ, ცხოვრების ფერხულში ჩაბმული, წუთით ვერ ისვენებთ. იმის თავიც კი არ გაქვთ, რომ დაიღალოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ დასვენებაზე. ნერვიულობთ იმაზე, რომ რაღაცას ვერ მოასწრებთ; ან ამ გადარბენაში, რაღაც ისე არ გამოგივათ... მაგრამ, ამის მიუხედავად, ტემპი არ უნდა დააგდოთ არავითარ შემთხვევაში! ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელი, ფაქტობრივად, არ არსებობს.

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ქმარი ტელევიზორის წინ ნებივრობს, შვილი კომპიუტერს მისჯდომია, ანუ, ორივე „დაკავებულია“, თქვენ გაზქურასთან ფუსფუსებთ, თან სახლის დალაგებას ცდილობთ და, ამ დროს გესმით ფრაზები: „ვახშამი მალე იქნება?“, „ჩემი ჟურნალები მომიტანე?“, „ხომ არ გახსოვს, სათვალე სად დავდე!“, „ტელეფონი რეკავს, არ უპასუხებ?“, „დედა! ტუალეტში ქაღალდი გათავდა!“, „დღეს თევზებს აჭამე?“, „ჩემი ვარდისფერი პერანგი კიდევ არ დაგიუთოებია?“ – მოკლედ, ან ძალიან მშვიდი ნერვები უნდა გქონდეს, ამას რომ გაუძლო, ან, უნდა წაუყრუო, თორემ, ერთი აფეთქება განაღდებული გაქვს... ამბობენ, რომ, რაც მეტ პასუხისმგებლობას წამოიკიდებ, მით მეტს დაგავალებენ. ისწავლეთ, როგორ გახდეთ ეგოისტი და როგორ თქვათ „არა“. ჯობია თქვა, „ამას ვერ გავაკეთებ, ვერ შევძლებ“, ვიდრე მერე სკანდალი მოაწყო – ამდენ საქმეს მე რატომ მავალებთო. თქვენ ხომ ციყვი არ ხართ, რომ მბრუნავ რგოლში ირბინოთ. იზრუნეთ საკუთარ სიამოვნებაზეც და დაისვენეთ მაშინ, როცა იგრძნობთ, რომ დასვენება გჭირდებათ.

 

ის ასეთია...

 

რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ქალს ყველა მამაკაცი ცოლის როლში მოიაზრებს, ზოგიერთებს კი ძალიან უჭირთ გათხოვება? ამბობენ, მამაკაცი ან ძალიან უნდა იყოს შეყვარებული, რომ ქორწინების უღელში ნებაყოფლობით გაყოს თავი, ან ქალმა უნდა იაქტიუროსო. შეიძლება, არის ამაში სიმართლის მარცვალი, თუმცა, ყველაფერი ასე მარტივი მაინც არ არის.

მამაკაცს, ისევე, როგორც ქალს, აქვს სურვილი, გვერდით ერთგული მეგობარი ჰყავდეს, რომელთანაც მარტო ღამეს კი არ გაატარებს სიამოვნებით, არამედ დღესაც. მამაკაცების უმრავლესობას არ უყვარს ვულგარული და „ცარიელი“ ქალები. ტყუილია, თითქოს მათ ჭკვიანი ქალები აფრთხობდეთ... და, კიდევ: მამაკაცს სჭირდება ქალი, რომელიც მას საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნებს; დაეხმარება საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში და აგრძნობინებს, რომ ის განსაკუთრებულია.

ზუსტად იგივე უნდათ ქალებსაც, მთავარია, არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი, თორემ, ჩხუბი გარდაუვალია. ქალმა უნდა იგრძნოს, როდის არის მისი ჩრდილში გადასვლის დრო – ცოტა ხნით მაინც, რომ კაცი არ დაითრგუნოს, რადგან, მამაკაცებს ქალებზე ხშირად სჭირდებათ საკუთარ თავთან განმარტოება.

შეიძლება თქვათ, რომ მამაკაცები მეტისმეტად ბევრს ითხოვენ ჩვენგან, მაგრამ წუწუნით არაფერი შეიცვლება – უნდა ვიცოდეთ, რომ ის ასეთია და ჩვენ ის გვჭირდება...


სამსახოვანი მამრი

 

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები იცვლებიან. მათ ხასიათში სერიოზული გარდატეხა ხდება და, ცხადია, გარეგნობაშიც შეინიშნება ცვლილებები – პოზიტიურიც და ნეგატიურიც. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ქალთან დამოკიდებულებაში მამაკაცებს სამი ასაკობრივი ეტაპი აქვთ.

პირველი 20 წელი: ახალგაზრდაა და საკუთარ შესაძლებლობებზე უზარმაზარი წარმოდგენა აქვს. ქალები ძირითადად ერთი კონკრეტული მიზნისთვის აინტერესებს და ვერც გაამტყუნებ. უფრო მკერდზე მოგაშტერდებათ, ვიდრე თქვენი სულის სიღრმეზე დაიწყებს ფიქრს. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა უფრო თვითდამკვიდრებისთვის სჭირდება, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შეუძლია, იყოს ერთგულიც.

30 წელი: საკუთარი თავის შეცნობის პერიოდია. ცოტათი უჭირს, რადგან, უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა. თუმცა, ხვდება, რომ რაღაცით სხვებისგან განსხვავდება. ამიტომ, ზოგჯერ სიყვარულისთვის არც სცალია. ზოგჯერ რაღაც  განსაკუთრებული უნდა. თუ რამე არ გამოსდის, ბრაზობს და დეპრესიაშიც ვარდება. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ქალს, რომელიც მის გვერდით აღმოჩნდება. ნუ გაუბრაზდებით იმის გამო, რომ, ახლის შეცნობის სურვილმა, შეიძლება, ღალატამდეც მიიყვანოს. რას იზამთ, ასაკია დამნაშავე...

40 წელი და ზემოთ: მამაკაცი აკეთებს უდიდეს აღმოჩენას – ეს არის ქალი და მისი ფენომენი. ის ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს მის ცხოვრებაში ამ არსებას. ცდილობს, მაქსიმალურად გაუგოს მას, აამოს და გაიხაროს მისი სიხარულით. ისეთი ეგოისტიც აღარ არის, როგორც ათი წლის წინათ იყო, მაგრამ, ვნებაც ნაკლები აქვს, ვიდრე მაშინ; სამაგიეროდ, გაცილებით სტაბილური და მიზანდასახულია.


ქალური სისუსტე

 

გამოტყდით, რომ გიყვართ მაღაზიებში სიარული, თუნდაც ფული არ გქონდეთ. დადიხართ, დადიხართ, ათვალიერებთ ნივთებს, ბოლოს რაღაც „შემოგეყიდებათ“... არა უშავს, ამაში ტრაგედია არ უნდა დაინახოთ. თუ გაწუხებთ ის, რომ ზოგჯერ სრულიად გაუმართლებელი ხარჯი გაქვთ, შეეჩვიეთ თქვენი აუცილებელი საყიდლების სიის წინასწარ შედგენას, თუნდაც მაშინვე არ გარბოდეთ მაღაზიაში. არაფერია იმაში ცუდი, თუ გეცოდინებათ, რისი შეძენა მოგიწევთ უახლოეს მომავალში და რა თანხასთან იქნება ეს დაკავშირებული.

იყავით ყურადღებიანი კოსმეტიკის, ფეხსაცმელების ყიდვისას და, რაც მთავარია, არასოდეს იყიდოთ ნივთი, რომლის შეძენაც ეჭვს გიჩენთ, ანუ, თუ ყოყმანობთ, აჯობებს, წახვიდეთ სახლში და საბოლოო გადაწყვეტილება მეორე დღეს მიიღოთ.

ბიუჯეტი დაგეგმეთ და ხშირად დაითვალეთ სახარჯო თანხა. არაპრაგმატულობა ქალური სისუსტე არ არის – მოგონილია და მიწებებული. ყველაზე გონივრულია, თუკი, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ არ გაქვთ შესაძენი რამე, ერთ დღეს დაათვალიეროთ მაღაზიები, შეარჩიოთ რამდენიმე ვარიანტი, საყიდლად კი მეორე დღეს წახვიდეთ. დარწმუნებული იყავით, ჩანთა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ აღგაფრთოვანებდათ, დღეს უფერულად მოგეჩვენებათ და უაზრო დანახარჯსაც თავიდან აირიდებთ... ანუ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული...

скачать dle 11.3