კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის დათო ხუჯაძის ცხოვრებაში მთავარი მანდილოსანი და რა ასწავლა მას პირველი ქორწინების წარუმატებლობამ

რუსეთში მოღვაწე, ქართველი მომღერალი, დათო ხუჯაძე რამდენიმე დღით თბილისს ეწვია. მასთან საუბრისას ბევრი სიახლე შევიტყვეთ. სიახლეა მის პირად ცხოვრებასა და კარიერაში. ამ ყველაფრის შესახებ, რა თქმა უნდა, ინტერვიუდან თავად შეიტყობთ. ჩვენი რესპონდენტი ახალი კლიპის გადასაღებად ემზადება, რომელსაც ამჯერად ამერიკაში გადაიღებს. პარალელურ რეჟიმში კი, მუშაობს ორ ახალ სიმღერაზე.

– რამდენიმე დღეა თბილისში ხარ. ოჯახის წევრებისა და მეგობრების მოსანახულებლად ჩამოხვედი?

– არა მარტო ოჯახისა და მეგობრების მოსანახულებლად, სხვა მისიაც მაქვს. მე და დათო ფორჩხიძე ვხსნით საბავშვო ვოკალურ სტუდიას, „სახეს,” რომელიც ფუნქციონირებას ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყებს. 

– როდემდე დარჩები საქართველოში?

– რამდენიმე დღეში ანტალიაში მივდივარ, სადაც გამოსვლა მაქვს, იქიდან კი რუსეთში ვბრუნდები. ცოტა ხანში, 10 დღით ისევ ჩამოვალ, მერე კი ამერიკაში მივდივარ, სადაც 2 თვე ვიყავი და სწორედ იქიდან ჩამოვფრინდი საქართველოში. ამერიკაში კლიპს ვიღებთ და ორ ახალ სიმღერაზეც ვმუშაობ. მოკლედ, საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა ამ სტუდიის გახსნას ნამდვილად ვერ გამოვრჩებოდი, რადგან მე და დათო ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე. გვინდა, რაღაც ახალი და განსხვავებული შევქმნათ. გვინდა კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ის, რაც წლების წინ გავაკეთეთ. იმედია, ყველაფერი გამოგვივა.

– როგორც ყოველთვის, ძალიან აქტიური ხარ.

– სხვა რა გზა მაქვს, დასვენებას იქაც მოვასწრებ, რომ ჩავწვები. ამიტომ, დრო ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

– რაც შეეხება ალბომს?

– დაახლოებით, ორ თვეში უკვე უნდა გამოვიდეს ჩემი ახალი ალბომი. რატომღაც ძალიან გამეწელა მისი დასრულება. იმ დონეზე გამიჯანჯლდა, რომ უკვე ორი ალბომის მარაგი დამიგროვდა. ამიტომ, ახლა უნდა დავჯდეთ და იმაზე ვიფიქროთ, რომელი სიმღერა შევიდეს მათგან და რომელი – არა. ფოტოსესია უკვე გაკეთებული მაქვს ამ ალბომისთვის და სავარაუდოდ, 2 თვეში ალბომიც გამოვა. 

– უკვე მრავალი წელია, შოუ-ბიზნესში ხარ. ამ დროის განმავლობაში გქონდა ბევრი წარმატება, სიძნელე, წინსვლა, ასევე რთული პერიოდიც...

– ყველაფერს თავისი პეწი აქვს.

– ამ წლების განმავლობაში, შესაბამისად, ალბათ ბევრი რამ გადააფასე. დღევანდელი გადმოსახედიდან, რას მიხვდი, რა არის ყველაზე მთავარი?

– მივხვდი, რომ მთავარია, ვინც იქამდე იყავი, სანამ რაღაცას მიაღწევდი, მერეც ის დარჩე. შინაგანად თუ შეიცვალე, ჩათვალე, რომ შენს გარშემოც ძალიან ბევრი რამ შეიცვლება უარესობისკენ და არა უკეთესობისკენ. არ უნდა დაივიწყო ვინ ხარ, ვინ გყავდა მეგობრები, ვისი დახმარებით რას მიაღწიე. ასეთი რაღაცეების დავიწყება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ, საკმაოდ ბევრს ავიწყდება ეს ყველაფერი. აუცილებლად უნდა დააფასო და გახსოვდეს, რა ეროვნების ხარ. შენ თუ ამას დააფასებ, მერწმუნე, სხვებიც დაგაფასებენ.

– რაიმე სიახლე ხომ არ არის შენს პირად ცხოვრებაში, რომელიც ხშირად განხილვის საგანი ხდება ხოლმე.

– პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, ბუნებრივია, რაღაცეები ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში, რაც მთავარია, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ყველაფერი კარგი და საინტერესო ხდება. მეც გამაჩნია ადამიანური გრძნობები და მოთხოვნილებები, რაც ბუნებრივია, უნდა დაკმაყოფილდეს.

– ეს იმას ნიშნავს, რომ დათო ხუჯაძეს გვერდით ჰყავს მისთვის გამორჩეული მანდილოსანი?

– კი, არის.

– სერიოზული გრძნობებით?

– სერიოზული თუ ნაკლებად სერიოზული, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ჩემს ცხოვრებაში მანდილოსანი ნამდვილად არის.

– ანუ, პირველი ქორწინებიდან რაღაცეები გადააფასე, რასაც მორიგი ქორწინებისთვის აუცილებლად გაითვალისწინებ?

– გადავაფასე კი არა, ეს კიდევ ერთი სკოლაა ჩემთვის.

– და ამ სკოლაში, შენი აზრით, რა ნიშნებზე ისწავლე?

– სკოლაში ხომ არიან ოროსნები, სამოსნები და ასევე ბავშვები, რომლებსაც კლასში ტოვებენ. ასე რომ, ერთხელ უკვე ჩავრჩი და ახლა უკვე შემდეგ კლასში გადავედი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მისასალმებელი არ არის, რადგან რაღაცაში არ გამიმართლა, მაგრამ არა უშავს, ცხოვრება გრძელდება და წინ მიდის.

– სამაგიეროდ, იმაში ნამდვილად გაგიმართლა, რომ არაჩვეულებრივი ქალიშვილი გყავს.

– ქალბატონი მელანო ჩემს ცხოვრებაში ყველაფერია. ღმერთს მადლობა იმისთვის, რომ ასეთ ქალიშვილი მყავს.

– ხშირი ურთიერთობა გაქვს მელანოსთან?

– იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს. უკვე დიდი ხანია, არ მინახავს. აქ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე, რაც, ალბათ, თითქმის ყველა ოჯახში ხდება და ამაში გასაკვირიც არაფერია. ყველაფერს თავისი დრო აქვს რაღაც ეტაპამდე. 

– ქართულად, თუ ლაპარაკობს მელანო?

– სამწუხაროდ, არა. ერთად რომ ვცხოვრობდით, მაშინ თვლა იცოდა. ან ტელეფონი რომ უნდოდა და მეტყოდა „დაი,” ვეტყოდი, მითხარი მომე და მოგცემ-მეთქი. ჰოდა, ისიც მეტყოდა ქართულად „მომეს“ და მომთაფლავდა.

– რამდენი წლისაა?

– 4-ის გახდება.

– მამის ნიჭი თუ გამოჰყვა?

– მამა ენაცვალოს, სიმღერა უყვარს. სახლში ალბათ იმღერებს.

– რატომ მარტო სახლში?

– უბრალოდ, არ ვურჩევ და არც მივეხმარები. თუ თვითონ მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს. როგორც მე ვერ დამაკავა სამედიცინო ინსტიტუტმა და სიმღერა დავიწყე, თუ მელანოც ასე მოიქცევა, ღმერთმა გაუმარჯოს.

– სტომატოლოგი უნდა გამოსულიყავი, მაგრამ სიმღერა არჩიე.

– აბა, რას გადარჩით და როგორ გაგიმართლათ, სტომატოლოგი რომ არ გამოვედი.

– თეატრალურ ინსტიტუტშიც სწავლობდი, მაგრამ როგორც ვიცი, არ დაგიმთავრებია. 

– კი, ასეა. საბოლოოდ კი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, ისიც დაუსწრებელი იყო და იმიტომ.

– ესე იგი უდიპლომო სასიძო აღარ ხარ?

– დიპლომები სიმღერაში, იცოცხლე, იმდენი მაქვს, ყველა ზომის.

– საქართველოდან გამგზავრებამდე, რას ჰპირდები შენს ქართველ გულშემატკივარს?

– პენსიების მომატებას ნამდვილად ვერ დავპირდები, მაგრამ უბრალოდ იმას ვეტყვი, რომ თუ ვიქნებით ოპტიმისტები, ვიქნებით კარგ ხასიათზე და გვეყვარება ერთმანეთი, სამომავლოდ ყველაფერი კარგად იქნება ცხოვრებაში.

скачать dle 11.3