კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ქალი გამოჩნდა ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრებაში და როდის მიიღებს ის ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას

ოქტომბრიდან ნოდიკო ტატიშვილი ახლად გახსნილ სამუსიკო სტუდია It’s ok-ში ნიჭიერ ბავშვებს მიიღებს, რომლებიც შეისწავლიან სიმღერას, მეტყველებას, ცეკვას. ნოდიკოს სტუდიაში ვოკალის პედაგოგი ნანა დაუშვილი იქნება, თათული ედიშერაშვილი ასწავლის მეტყველებას, ხოლო ჯულიანა ბარ-გნარი – პლასტიკას, ცეკვას. ნოდიკო ნიჭიერ ბავშვებს აუცილებლად გაუშვებს საერთაშორისო კონკურსებზე და სხვადასხვა სატელევიზიო შოუში მოხვედრაში დაეხმარება. 

ნოდიკო ტატიშვილი: სულ მეუბნებოდნენ, ბავშვებს მოგიყვანთ, გახსენი სტუდიაო და ამანაც მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. მიხარია, რომ ჩემს სტუდიაში ისწავლიან ნიჭიერი ბავშვები. გარდა ამისა, ვიწყებ ახალ პროექტზე მუშაობას – ეს იქნება აკუსტიკური მუსიკალური პროგრამა, ცოტა განსხვავებული იმ მუსიკისგან, რასაც აქამდე ვმღეროდი. გვინდა, „ლაივი“ ჩავწეროთ და გავაკეთო სალონური ტიპის კონცერტი. ასევე, ვაპირებ ახალი სიმღერის ჩაწერას.  გარდა ამისა, მოსკოვიდან მაქვს ძალიან კარგი შემოთავაზება როგორც მატერიალური კუთხით, ისე სხვა მხრივაც. საქართველოში შოუ-ბიზნესი აქტიურად ვერ მუშაობს და ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, სხვა სამსახური არ არსებობს. მე მომღერალი ვარ და ჩემი შემოსავალი ყოველთვის ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მქონდა. მეორე ძალიან კარგი პროფესიაც მაქვს – სახელმწიფო მართვის მოხელე ვარ, წარჩინებით დავამთავრე და კარგად ვისწავლე. ამ კუთხითაც იყო შემოთავაზებები – არ გინდა, სახელმწიფო სტრუქტურაში იმუშაოო? მე უარს ვამბობდი, რადგან, არ მინდოდა და არც ახლა არ მინდა, რომ, თუნდაც, რამდენიმე საათი მოაკლდეს ჩემს მუსიკალურ კარიერას. მოკლედ, შეიძლება, რაღაც პერიოდი მომიწიოს მოსკოვში ჩასვლა, მექნება კორპორაციული საღამოები და ვიმღერებ ქართველებისთვის. მარტში ვაპირებდი ნიუ-იორკში წასვლას, იყო იმის საშუალება, რომ იქ ერთ-ერთ კლუბ-რესტორანში ბენდთან ერთად მემღერა და, თან, პარალელურად, მესწავლა. ნოემბერში ავიღე 10-წლიანი მულტი ვიზა, ვაპირებდი გამგზავრებას და, უცებ, მითხრეს, შენ და სოფო „ევროვიზიაზე“ უნდა წახვიდეთო. ასე რომ, ეს გეგმა ჩამეშალა, თუმცა, ერთი წუთითაც არ მინანია, რადგან, „ევროვიზიაზე“ წასვლა ყოველთვის მინდოდა, უბრალოდ, იმ პერიოდში ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. ახლა, შემოდგომაზე, ვაპირებ მოსკოვში წასვლას, ზამთარში – ნიუ-იორკში, მაგრამ, შეიძლება, მოულოდნელად ისეთი რაღაცეები გამოჩნდეს, რომ ვერსადაც ვერ წავიდე. თუმცა, ამერიკაში წასვლა ყოველთვის ძალაში იქნება. ერთხელ ვიყავი ნიუ-იორკში და, მგონია, რომ ეს არის ქალაქი, სადაც, თუ მოინდომებ და იშრომებ, აუცილებლად აგისრულდება ჩანაფიქრები. დღეს მივედი იმ დასკვნამდე, რომ თუ იქ ჩემი კარიერის აწყობით ჩემს ქვეყანას გავუთქვამ სახელს, რატომაც არ უნდა წავიდე! საერთაშორისო კონკურსებზეც ქვეყნის სახელით მივდიოდი და იმის ჟინი მქონდა, საქართველო ყოფილიყო პირველი. შეიძლება, ბევრისთვის არარეალური მიზნები და მისწრაფებები მაქვს, მაგრამ, მჯერა, რომ ბოლომდე მივიყვან.

– რას გულისხმობ?

– ის, რაც დღემდე ვინატრე, ყველაფერი ამიხდა: 6 წლის ვიყავი, როდესაც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ვიმღერე; ცოტა რომ წამოვიზარდე, ჩემი მიზანი იყო, ფილარმონიის დარბაზში მქონოდა დიდი კონცერტი ორკესტრთან ერთად. საერთოდ, მიყვარს ფილარმონიის სცენა – იქ რომ შევდივარ, ასე მგონია, ხელახლა ვიბადები. 25 წლის ასაკში ამისრულდა ეს ნატვრა; მინდოდა, ვყოფილიყავი ძალიან ცნობილი და ხალხისთვის საყვარელი მომღერალი – ესეც ამიხდა; მინდოდა, ჩემი ალბომი მქონოდა, ბევრი მეფრინა, სხვადასხვა ქვეყანაში მქონოდა კონცერტები და ესეც ამიხდა. 

– პირად ცხოვრებაშიც ასე გისრულდებოდა ყველაფერი?

– ვისაც თვალი დავადგი (კარგი გაგებით), მასთან ურთიერთობაში შორს თუ არ წავსულვარ, გამიცნია მაინც, რაღაც ურთიერთობა მქონია. ბავშვობიდან მოვდიოდი მარტო, ვსახავდი მიზნებს, მერე კი უკვე ვიცოდი, მიზნამდე როგორ უნდა მივსულიყავი. მადლობა ღმერთს, რომ მაქვს მუსიკალური ნიჭი – ამის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ: ჩემში ყველაზე მეტად მიყვარს ის, რომ, შემიძლია, თავდაუზოგავად ვიშრომო. როცა რესურსი გაქვს, მიზანი უნდა დაისახო და მერე შეარჩიო მისკენ მიმავალი გზები. თუმცა, მიზნისკენ მიმავალი ბევრი საშუალება შეიძლება იყოს, მაგრამ, ყველაფერს ვერ გააკეთებ. არ შემიძლია, ვინც მჭირდება, იმ ადამიანთან მივიდე, ტყუილად შევფიცო მეგობრობა, მისი დაფიცება დავიწყო, ვეპირფერო, გამოვიყენო. თუ ვინმე მჭირდება, პირდაპირ ვეუბნები: მე შენგან ეს მჭირდება. შეგიძლია, რომ გამიკეთო? შემოვლითი გზებითა და პირფერობით არაფერს ვაკეთებ, რადგან მაქვს პრინციპები, რომლებსაც ვერ გადავუხვევ. მირჩევნია, ვიწვალო, უფრო მეტად გავიჭირვო და სუფთად მივიდე, ვიდრე ვიღაცას ვეპირფერო. 

– ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში რთული პერიოდები და არც შენ იქნები გამონაკლისი.

– „ჯეოსტარამდე“ მქონდა პერიოდი, როდესაც, ფაქტობრივად, პარალიზებული ვიყავი. საერთაშორისო კონკურსებიც აღარ ტარდებოდა; რაც კარგი იყო, ყველაფერი მოგებული მქონდა, ყველგან მონაწილეობა მქონდა მიღებული. ძალიან ცუდად ვიყავი მორალურადაც, მატერიალურადაც, ყველანარად და სახლში ვიჯექი. ეს ის მომენტია, როდესაც ვერ ეტევი კანში, გინდა, ბევრი რამ აკეთო, მაგრამ ამის საშუალება არ გეძლევა. ეს ეტაპი დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა. ცუდად ვიყავი, მაგრამ, ვცდილობდი ეს ჩემი ოჯახის წევრებს არ ეგრძნოთ. მთელმა ამ პერიოდმა მიზნების დასახვაში გაიარა. მართალია, იმ რეალურ მომენტში ძალიან ცუდად ვიყავი, თუმცა, მეცხრე სართულიდან არ გადმოვმხტარვარ – ამის მცდელობა უფრო ადრე იყო. მერე მივხვდი, რომ ცხოვრებაში სულ ცუდი არ ხდება. გამოჩნდა „ჯეოსტარი“ და იმის მერე არც დამისვენია. მახსოვს კიდევ ერთი მომენტი – 2005 წელს „იურმალაზე“ მინდოდა წასვლა, რომელიც ყველაზე კორუმპირებული კონკურსი იყო და, იქ რომ წასულიყავი, უნდა ჩაგერია ხალხი, მატერიალური ბაზაც უნდა გქონოდა. ვერ მოვხვდი – ნახევარფინალიდან დავბრუნდი და ძალიან ვიყავი დათრგუნული. ჩემმა დამ მითხრა მაშინ: ეს იმიტომ მოხდა, რომ მერე უფრო კარგი რამ მოხდესო. მართლაც, ცოტა ხანში დამირეკა მამუკა სააკაშვილმა და მითხრა: კონკურს „აზიის ხმებზე“ თუ წახვალო – ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კონკურსია. წავედი, ავიღე გრან-პრი და დავიჯერე, რომ ცუდს ყოველთვის მოჰყვება კარგი. 

– რატომ აპირებდი მეცხრე სართულიდან გადმოხტომას? 

– მეცხრე კლასში რომ ვსწავლობდი, პარალელური კლასელი მიყვარდა. იმის მერე ასე არავინ მყვარებია. სკოლიდან მივდიოდი სახლში, გაკვეთილებს ვსწავლობდი და მერე მთელი საღამო მისი სახლის წინ ვიჯექი. ყველამ იცოდა, სად შეიძლებოდა ჩემი პოვნა – ანას სადარბაზოსთან იჯდებაო. ერთმანეთთან ხან კარგად ვიყავით, ხან – მეგობრები, ხან – არავინ, მოკლედ, ძალიან მაწვალებდა. ერთხელ რაღაცაზე ვიკამათეთ და მივხვდი, რომ ჩემი სიყვარული ცალმხრივი იყო. მოკლედ, ძალიან უბედური ვიყავი და გადავწყვიტე, თავი მომეკლა. ფანჯარასთან მივედი და გავიფიქრე: რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, თუ ის ჩემ გვერდით არ იქნება-მეთქი, მაგრამ, ბოლო მომენტში მივხვდი, რომ სისულელეს ვაკეთებდი. 

– გავიგე, ნოდიკო შეყვარებულიაო.

– რომ გითხრა, იმ კონდიციამდე ვარ მისული, რომ დაოჯახებას ვაპირებ ან ურთიერთობის გასერიოზულებას – მოგატყუებ. აღმოჩნდა, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო რაღაცეები ხდება კიდევ უფრო სერიოზულად, ვიდრე ეს აქამდე იყო. ახალი დაწყებული ურთიერთობაა, შეგნებულად არ მიგვყავს იქამდე, რომ სახელი დავარქვათ – ყველაფერს თავისი დრო სჭირდება. დიდი ხნის ურთიერთობაც არ არის, თან, ეს ყველაზე მაგარი ეტაპია. ადრე ძალიან სულსწრაფი ვიყავი – ვიღაც რომ მომეწონებოდა, ერთი სული მქონდა, გამეცნო. რომ გავიცნობდი, ან უფრო მეტად მინდოდა დაახლოება, ან აღარ მიჩნდებოდა მასთან ურთიერთობის სურვილი. ახლა მომწონს ჩვენი ურთიერთობა: თან ახლოს ხარ, თან ორივე მხრიდან რაღაც ზღვარია. ღიმილით რომ ეტყვი, გაგიგებს; შენც ხვდები, ისიც, მაგრამ, არ გინდათ, აღიაროთ და ეს გულში ძალიან გვსიამოვნებს. ჩემთვის ქალი მით უფრო საინტერესოა, რაც უფრო მეტად მიუწვდომელია. ბევრი დრო მჭირდება იმისთვის, რომ მასთან მივიდე. ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი: ძალიან კარგი მამა ვიქნები, მეუღლეს არაფერზე დავწყვეტ გულს და, რაც მთავარია, მინდა, 5 შვილი მყავდეს. ზუსტად მაქვს გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა და ამაში განსაკუთრებულად დამეხმარა ჩემი დეიდაშვილის შვილი – მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს, მე დავესწარი, თავთან ვეჯექი და რაც მნიშვნელოვანია, ყველაფერი ვიდეოზე გადავიღე – საოცარი კადრები შევუნახე ანდრიას. ჩემი შვილის დაბადებასაც აუცილებლად დავესწრები. მიუხედავად იმისა, რომ იმპულსური და სულსწრაფი ვარ, ოჯახთან მიმართებაში ძალიან ფრთხილი ვიქნები და ეს იქნება ბევრი ფიქრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება.

скачать dle 11.3