კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო აქვს ჩინეთის საზღვრის გადაკვეთა სამუდამოდ აკრძალული ბრედ პიტს და რომელი ორგანო დაიზიანა მან ფილმ „ტროას” გადაღებების დროს

2013 წლის 18 დეკემბერს მსოფლიოს ნომერ პირველ სექს-სიმბოლოს, მილიონობით ქალისთვის სასურველ მამაკაცს, ჰოლივუდის მეგავარსკვლავ ბრედ პიტს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდება. ასაკის მიუხედავად, პიტი თამამად უწევს კონკურენციას მასზე გაცილებით ახალგაზრდა მსახიობებს და თავისი დროის საუკეთესო მსახიობად ითვლება.

* უილიამ ბრედლი პიტი დაიბადა 1963 წლის 18 დეკემბერს ოკლაჰომის შტატში, ქალაქ შაუნიში. იგი რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა. მამა,  უილიამ პიტი, ტვირთების გადამზიდავ კომპანიაში მუშაობდა მენეჯერად, ხოლო დედა  ჯეინ ჰილჰაუსი, სკოლის მასწავლებელი იყო. ბრედს ჰყავს და-ძმა – დუგ და ჯულია პიტები. ბრედის დამადებიდან რამდენიმე ხანში ოჯახი სპრინგფილდში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლაში სწავლის პერიოდში ბრედი ჩართული იყო სკოლის თვითმმართველობის მუშაობაში, ჩაწერილი იყო მუსიკალურ სექციაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ბრედი მისურის შტატში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მოეწყო, სადაც ჟურნალისტიკასა და სარეკლამო საქმეზე სწავლობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ბრედმა ჰოლივუდში გამგზავრება და მსახიობობა გადაწყვიტა, რის გამოც მან ოფიციალურად შეიცვალა სახელი და გახდა ბრედ პიტი.

* სამსახიობო წარმატებამდე ბრედ პიტმა რამდენიმე პროფესია გამოიცვალა: ის მუშაობდა სატვირთო ავტომობილის მძღოლად; ავეჯის გადამზიდავად; რესტორანში მენეჯერად; ასევე, წიწილის ფორმაში გადაცმული იწვევდა სტუმრებს რესტორან „ელ პოლო ლოკოში“. მუშაობის პარალელურად, ბრედი სამსახიობო კურსებზე დადიოდა და თავდაპირველად მხოლოდ ტელესერიალებში თამაშს ახერხებდა, მაგალითად, „დალასში”. 1991 წელს რიდლი სკოტმა ბრედ პიტი გადაიღო გახმაურებულ ფილმში – „ტელმა და ლუიზა,” რასაც მოჰყვა მსახიობის წარმატებული კარიერის დაწყება. 

* 1995 წელს ჟურნალმა „ემფაირმა” ბრედ პიტი მსოფლიო კინოს ისტორიაში 25 ყველაზე სექსუალურ მსახიობს შორის მოიხსენია, ჟურნალმა „ფიფლმა” კი ის ორჯერ დაასახელა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. მსგავსი პატივი ჯერჯერობით არც ერთ მსახიობ მამაკაცს არ ხვდომია წილად.

* 1997 წელს ბრედ პიტმა მთავარი როლი შეასრულა ჟან-ჟაკ ანოს ფილმში – „შვიდი წელი ტიბეტში”, რომელშიც ასახულია ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაცია. ფილმის პრემიერიდან რამდენიმე ხანში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ბრედ პიტი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა და სამუდამოდ აუკრძალა ჩინეთის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთა.

* ბრედ პიტის ფილმოგრაფიაში სამი ფილმია, სადაც ფიგურირებს ციფრი „7”: „შვიდი”, „შვიდი წელი ტიბეტში” და ანიმაციური „სინდბადი: შვიდი ზღვის საიდუმლო”. მის ორ ფილმში კი ციფრი „12” ფიგურირებს: „12 მაიმუნი” და „ოუშენის 12 მეგობარი”.

* სკოლაში სწავლის პერიოდში ბრედ პიტი გატაცებული იყო სპორტით, კერძოდ – ცურვით, ჩოგბურთითა და გოლფით.

* ბრედ პიტი ნეოს როლზე ისინჯებოდა გახმაურებულ ბლოქბასტერში – „მატრიცა”, თუმცა, როლზე კიანუ რივზი დაამტკიცეს.

* ფილმ „ტროას” გადაღებების დროს, რომელშიც ბრედ პიტი ანტიკურ გმირს – აქილევსს ასახიერებდა, ბედის ირონიით, მან ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს „აქილევსის მყესი„ დაიზიანა.

* 1996 წელს ბრედ პიტმა მსახიობ კასანდრა პეტერსენისგან 1,6 მილიონ დოლარად შეიძინა უზარმაზარი სახლი, რომელიც გამვლელებს ვამპირის სახლს აგონებდა ფილმიდან „ინტერვიუ ვამპირთან”.

* 1982 წელს ბრედ პიტმა მონაწილეობა მიიღო ჩიფსების – „პრინგლსის” სარეკლამო რგოლის გადაღებაში.

* ფილმ „ტროას” გადაღებების დროს ბრედ პიტს სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება მოუხდა, რაც, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი მისია იყო. გარდა ამისა, გადაღებების დაწყებამდე, პიტი ერთი წელი ემზადებოდა სპორტულ დარბაზში, პირადი მწვრთნელის ზედამხედველობის ქვეშ.

* ბრედ პიტმა 100 მილიონი დოლარი გადარიცხა „დისქავერი ცენტრის” მუზეუმის დასახმარებლად. მუზეუმი მის მშობლიურ ქალაქ სპრინგფილდში მდებარეობს.

* მსახიობ ქეით ბლანშეტის კონტრაქტში ჩაწერილია პუნქტი, რომ ის არასდროს არ ითამაშებს ფილმში: ბრედ პიტთან ერთად. ბლანშეტის თქმით, მას არ შეუძლია ურთიერთობა იმ მამაკაცთან, რომელსაც უზომოდ უყვარს ანჯელინა ჯოლი.

* ტიმ ბარტონი ბრედ პიტს განიხილავდა მთავარი როლების შემსრულებლად ორ ფილმში „მძინარე ღრმული” და „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” – იკაბოდ კრეინისა და ვილი ვონკას როლებზე, რომლებიც, საბოლოოდ, ჯონი დეპმა ითამაშა.

* ბრედ პიტის საყვარელი ფილმებია: „მაიმუნების პლანეტა” და „ციებ-ცხელება შაბათ საღამოს”.

* სკოლაში სწავლის პერიოდში ბრედ პიტის მეტსახელი იყო „პიტბული”.

* წყალდიდობისგან დაზარალებულ ახალ ორლეანში ბერდ პიტმა 150-მდე სახლის მშენებლობა წამოიწყო საკუთარი ხარჯებით. პროექტზე მან 24 მილიონი დოლარი გამოყო და დაიქირავა დიზაინერებისა და არქიტექტორების ჯგუფი.

* ბრედ პიტი უპირატესობას ანიჭებდა „ქემელის” და „მარლბოროს” მარკის სიგარეტებს; საყვარელი მწერალია კორმაკ მაკარტი; აქვს ზვიგენებისა და ობობების შიში; უყვარს გაზიანი სასმელი „მაუნთინ დრიუ”, მუსიკოსებიდან კი ბობ მარლისა და ჯიმი ჰენდრიქსის შემოქმედებას ანიჭებს უპირატესობას.

* ფილმ „შვიდის” გადასაღებ მოედანზე 1995 წელს ბრედ პიტმა გვინეტ პელტროუ გაიცნო, რომელიც, სცენარის თანახმად, მისი მეუღლის როლს ასრულებდა. მსახიობებს შორის რომანი დაიწყო, რასაც 1996 წლის დეკემბერში ნიშნობა მოჰყვა, თუმცა, 1997 წელს, ყოველგვარი სკანდალისა და ურთიერთობების გაფუჭების გარეშე ბრედი და გვინეტი დაშორდნენ. 

* ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 2000 წლის 29 ივლისს დაქორწინდნენ და 2005 წლის 25 მარტს კი, ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. ამბობენ, რომ დაშორების მთავარი მიზეზი იყო ენისტონის უარი შვილების ყოლაზე. თუმცა, ბრედ პიტს ჯერ კიდევ ჯენიფერთან დაშორებამდე დაეწყო რომანი ანჯელინა ჯოლისთან, რომელიც ფილმ „მისტერ და მისის სმიტების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 2006 წელს წყვილს პირველი საერთო შვილი – შაილო ნუველი ეყოლა, ხოლო 2008 წელს – ტყუპები, ნოქს ლეონსი და ვივიენ მარშელინი. გარდა ამისა ბრედმა იშვილა ანჯელინას შვილები და ისინი ამჟამად ექვს შვილს ზრდიან: ბიჭებს – მედოქს შივანს, პაქს ტიენსა და ნოქს ლეონს და, ქალიშვილებს: ზახარი მარლის, შაილო ნუველს და ვივიენ მარშელინს. ექვსივე შვილი ჯოლი-პიტის გვარს ატარებს.

* ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის წყვილს ჰოლივუდში ხუმრობით „ბრენჯოლინას“ უწოდებენ.

* საინტერესოა, რომ თავდაპირველად ფილმში „მისტერ და მისის სმიტები” ქალის მთავარი როლი ნიკოლ კიდმანს უნდა ეთამაშა, თუმცა, საბოლოოდ, როლზე ანჯელინა ჯოლი დაამტკიცეს.

* 2013 წელს ჟურნალ „ესქუაიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბრედ პიტმა აღიარა, რომ იშვიათი დაავადება – პროზოპაგნოზიის მსუბუქი ფორმა სჭირს. პროზოპაგნოზია ტვინის იშვიათი დაავადებაა, რომლის თანახმად, ადამიანს უჭირს სახეების დამახსოვრება და მხოლოდ ხმით ან ქცევებით ცნობს ადამიანებს.

скачать dle 11.3