კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი ლექტორი მიყვარს

შარშან, მეთორმეტე კლასში რომ გადავედი, დედაჩემმა თავისი დაქალის რჩევით, მიმიყვანა მათემატიკისა და უნარების მასწავლებელთან, უმაღლესში ჩასაბარებლად რომ მოვმზადებულიყავი. ჩემი რეპეტიტორი აღმოჩნდა ახალგაზრდა კაცი, დაახლოებით 35 წლის, რომელიც პირველივე გაკვეთილის ჩატარებისთანავე შემიყვარდა, მაგრამ ეს არავისთვის გამიმხელია, რადგან, ვიცოდი, რომ ჩემს სიყვარულს მომავალი არ ჰქონდა რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი, გიორგი (სახელს შეგნებულად ვცვლი) 17-18 წლით უფროსი იყო ჩემზე; გარდა ამისა, ის აშკარად არ მიყურებდა „სხვანაირად“ და, რაც მთავარია, გიორგის ჰყავდა ახალშერთული ცოლი, რომელიც ფეხმძიმედ იყო (და, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან უყვარდა). ცხადია, ვხვდებოდი, რომ ყველაფერ ამის გამო, აზრი არ ჰქონდა სიყვარულის გამჟღავნებას და, იმის შიშით, რომ რამე არ ეგრძნო, დედაჩემს კატეგორიულად მოვთხოვე, მასწავლებელი შემიცვალე, კარგად ვერ მიხსნის-მეთქი. დედამ მართლაც შემიცვალა რეპეტიტორი. თითქმის მთელი წელი ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რომ გიორგი დამევიწყებინა და, ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ მასზე აღარ ვფიქრობდი და აღარ მენატრებოდა. ის კი არა, შემთხვევით ერთი ბიჭი გავიცანი და მასთან დავიწყე პაემნებზე სიარული. მაგრამ, წელს, ინსტიტუტში რომ მივედი, პირველივე ლექციაზე გიორგი შემოვიდა ჩვენს აუდიტორიაში და გვითხრა, ორი წელი ვიქნები თქვენი ლექტორიო. არ იცით, რა დამემართა მის დანახვაზე – ძალით მივიწყებულ-მიძინებულმა სიყვარულმა ახალი ძალით იფეთქა და, რომ იტყვიან, მთლიანად წამლეკა. კიდევ კარგი, ჯერჯერობით ვერ მიცნო, მაგრამ, მთავარი მაინც ისაა, რომ, არ ვიცი, როგორ მოვერიო თავს – ნამდვილად არ მინდა, ვინმემ რამე შემატყოს. არადა, ღამეები არ მძინავს მასზე ფიქრით. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, სხვა ფაკულტეტზე ან სხვა ინსტიტუტში ხომ არ გადავიდე?

ეთუნა, 18 წლის.

 

ყოფილ შეყვარებულს ვერ ვიშორებ

მყავდა შეყვარებული, რომელიც ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ – მთელი დღე ქუჩაში დგომის მეტს არაფერს აკეთებს და ცოლ-შვილი როგორ უნდა შეინახოსო; საკმაოდ გაჭირვებულად ცხოვრობენ, თანაც, ბევრნი არიან (ბებია-ბაბუა, დედ-მამა და სამი და-ძმა) და, ამდენი ხალხის პირობაზე, ბინაც პატარა აქვთ – სამოთახიანი „ხრუშჩოვკა“. დედაჩემი მეუბნება, მგონი, თვითონაც რიგრიგობით იძინებენ და თქვენ იქ სად უნდა დაეტიოთო. ჩვენი კარის მეზობელმა კი ისეთი ამბავი მოუტანა ჩემს მშობლებს, გელას სახელის გაგონებაც კი აღარ უნდათ: გელას დედას უთქვამს, მე მოვიყვანე ჩემი შვილი ჭკუაზე და ჩემი რჩევით დაიწყო სალომესთან შეხვედრები – მდიდარი ოჯახის შვილია, თან, დედისერთაა და, მაგას თუ შეირთვს ცოლად, მე ერთი სული სარჩენი მომაკლდება, ჩემს შვილს კი ცხოვრებაში თითის განძრევა არ დასჭირდება. ის კი არა, თუ მოინდომებს, ცოტას აქეთაც მოგვხედავსო. ჩემი მშობლები როგორ „აიჭრებოდნენ“?! თავიდან გავბრაზდი ჩემს მეზობელზე და არ დავიჯერე მისი ნათქვამი, მაგრამ ბოლო ხანებში გელამ „შეპარება“ რომ დამიწყო – ხომ არ ჯობია, თქვენებთან ვიცხოვროთო, – მივხვდი, რომ ჩემი მეზობელი არ ტყუოდა. კიდევ სხვა რაღაცეებმაც დამარწმუნა მისი სიტყვების სისწორეში და მაშინვე გადამიარა სიყვარულმა, გელას კი ჩემთან დარეკვაც კი ავუკრძალე, თუმცა, თვიდან ვერ ვიშორებ. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

სალომე, 21 წლის.

скачать dle 11.3