კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო იჯდა ციხეში ჩილეს ექსპრეზიდენტი სალვადორ ალიენდე და რამდენი მილიონი დოლარი დახარჯა ამერიკამ მისი სახელის დისკრედიტაციაზე

2013 წლის შემოდგომაზე ზუსტად 40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩილეში მოხდა სამხედრო გადატრიალება და დაიღუპა პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე – დაბადებიდან არისტოკრატი, ღარიბების უფლებების დამცველი, სოციალისტი და მასონი, ფიდელ კასტროსა და ერნესტო ჩე გევარას მეგობარი, ბრწყინვალე ორატორი და ძვირად ღირებული ტანსაცმლის მოყვარული. სალვადორ ალიენდე მეოცე საუკუნის სამხრეთ ამერიკის პოლიტიკური სამყაროს ლეგენდარული ლიდერი იყო, რომლის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს ამ ნომერში გთავაზობთ.

 

* სალვადორ ალიენდე გოსენსი 1908 წლის 6 ივნისს დაიბადა ვალპარაისოში, ჩილეს აღმოსავლეთ ნაწილში, ოჯახში, რომლის წინაპრები ესპანელი კოლონიზატორების წინააღმდეგ იბრძოდნენ. სალვადორის მამა წარმატებული ადვოკატი და ნოტარიუსი იყო; ასევე იგი იყო ჩილეს რადიკალური პარტიის ლიდერი. მშობლიურ ქალაქში უფროს კლასებში სწავლის პერიოდში სალვადორ ალიენდემ გაიცნო იტალიელი ანარქისტი ხუან დემარჩი. მოხუცმა ანარქისტმა, რომელიც ჩილეში ცხოვრობდა, ალიენდეს კარლ მარქსის ნაშრომები გააცნო, რამაც შემდგომში გავლენა იქონია ალიენდეს პოლიტიკური მრწამსის ჩამოყალიბებაზე. ლიცეუმში სწავლის პერიოდში ალიენდე წარმატებით სწავლობდა და  გატაცებული იყო სპორტით, კერძოდ, ცხენოსნობითა და სროლით.

* ლიცეუმის დასრულების შემდეგ, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, სალვადორ ალიენდემ გადაწყვიტა, აღარ გაეგრძელებინა სწავლა და მოხალისედ ჩაეწერა სამხედრო სამსახურში, „კირასიროვის” დანაყოფში, რომელიც ბაზირებული იყო ვინია-დელ-მარში, ვალპარაისოში. მოგვიანებით ალიენდე დანაყოფს იცვლის და „შუბის მტარებლების” დანაყოფში იწერება ტაკნუში, ჩრდილოური ანკლავის სამხედრო დანაყოფში, რომელიც პერუში გადაიხვეწა, თუმცა უკვე ალიენდეს გარეშე. სალვადორმა თადარიგის ოფიცრის წოდებით მიატოვა სამხედრო სამსახური და ჩილეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, აღსანიშნავია, რომ ის ღარიბებისთვის დახმარების გაწევის მიზნით მოეწყო სამედიცინოზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ალიენდემ დააარსა მარქსიზმისა და სოციალისტური იდეების შემსწავლელი წრე სტუდენტებისთვის. 1930 წელს ალიენდე ჩილეს სტუდენტთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

* 1933 წელს, 25 წლის სალვადორ ალიენდემ თანმოაზრეებთან ერთად დააარსა ჩილეს სოციალისტური პარტია, რის გამოც მან ნახევარი წელი გაატარა ციხეში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ალიენდეს სამედიცინო კარიერა წარმატებით ერწყმის მის პოლიტიკურ კარიერას: 29 წლის ასაკში ალიენდე ხდება ჩილეს პარლამენტის წევრი, 31 წლის ასაკში კი – ჩილეს ჯანდაცვის მინისტრი და მისი ხელშეწყობით, პირველად ისტორიაში, ჩილელი ღარიბები იღებენ მათთვის აუცილებელ სამედიცინო დახმარებას სახელწმიფოს ხარჯზე. 44 წლის ასაკში ალიენდე პირველად ცდის ბედს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მარცხდება. ალიენდე ზედიზედ სამჯერ იყრის კენჭს, მაგრამ სამივეჯერ უშედეგოდ. იმ პერიოდში ალიენდე ხუმრობდა: „ჩემი საფლავის ქვაზე ალბათ დაიწერება, აქ განისვენებს ჩილეს მომავალი პრეზიდენტი”.

* ალიენდე 32 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული ორტენსია ბუსი გახდა. ქორწინებაში მას სამი შვილი ჰყავდა: კარმენი, ბეატრისი და იზაბელი. ორტენსია ბუსმა მეუღლის გარდაცვალებიდან 36 წელი იცოცხლა; იგი 2009 წელს გარდაიცვალა – ერთი წლის შემდეგ, რაც ჩილეში გრანდიოზულად აღინიშნა ალიენდეს 100 წლის იუბილე.  ცნობილი ჩილელი მწერალი ისაბელ ალიენდე სალვადორის ნათესავი იყო – პრეზიდენტი მას ბიძად ეკუთვნოდა. ერთ-ერთ რომანში ისაბელს ალეგორიულ ფორმაში ჰყავს ნახსენები ბიძა და წიგნში მას „დიდ პრეზიდენტს“ უწოდებს. ცნობისთვის, დიქტატორი პინოჩეტი ალიენდეს მსგავსად, ვალპარაისოდან იყო, თუმცა, ისაბელი მას თავის რომანებში „პატარა დიქტატორად“ მოიხსენიებს. 

* ბევრისთვის გაუგებარი იყო, სალვადორ ალიენდე, თავისი არისტოკრატიული მანერებითა და ჩაცმის უნაკლო გემოვნებით, როგორ ახერხებდა ყველაზე ღარიბებისა და ღატაკების დახმარებას და მათ თვალში დადებით ადამიანად დარჩენას. ჩილეში ალიენდეს მისი ოპონენტები „პიჟონს” უწოდებდნენ, თუმცა, ის ნაკლებად „პიჟონობდა” – არისტოკრატიული წვეულებების ნაცვლად, იგი დიდ დროს ატარებდა ღატაკებთან, თავშესაფრებში.

* 1970 წლის არჩევნებში სალვადორ ალიენდემ მიიღო შეთავაზება, სათავეში ჩასდგომოდა ბლოკ „სახალხო ერთობას”. იმ პერიოდში ამერიკული სპეცსამსახურები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ალიენდეს პერსონა დისკრედიტირებული ყოფილიყო. 2004 წელს საიდუმლო დოკუმენტებისთვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელები ალიენდეს განეიტრალებაზე მილიონობით დოლარს ხარჯავდნენ. ამის მიუხედავად სალვადორ ალიენდე 1970 წლის 24 ოქტომბერს 62 წლის ასაკში ჩილეს პრეზიდენტი გახდა. ცნობილია, რომ მის გაპრეზიდენტებაში დიდი როლი ითამაშა საბჭოურმა სპეცსამსახურებმა, კერძოდ, „კაგებემ” 420 ათასი დოლარი დახარჯა საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე. 

* პრეზიდენტობის პირველ წელს ალიენდემ ეკონომიკური რეფორმები გაატარა, მათ შორის, ჩილეს ეკონომიკის მთავარი სფეროს – სამთომომპოვებელი საწარმოების ნაციონალიზაცია განახორციელა. 1971 წელს ალიენდეს მთავრობით უკმაყოფილება გამოხატეს ოლიგარქებმა და ლატიფუნდისტებმა, ამას მოჰყვა ამერიკული კაპიტალის გადინება ქვეყნიდან; გაიყინა ჩილეს ბანკების ანგარიშები, ხოლო ინფლაციის დონემ 1971 წლის ბოლოსთვის რვაჯერ მოიმატა. ქვეყანაში დაიწყო ქაოსი, სოციალისტების მხარდამჭერების დახოცვა, დივერსიების მოწყობა, დემონსტრაციები და მანიფესტაციები. ამის მიუხედავად ალიენდე უარს აცხადებს ქვეყანაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე. 

* ორატორი ალიენდე 1972 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლაა ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში. მან გაეროს ტრიბუნიდან დაადანაშაულა ჩილეს კრიზისში კაპიტალისტური ქვეყნები, ამერიკას კი ჩილეს საწინააღმდეგო პოლიტიკის წარმოებაში დასდო ბრალი. გამოსვლა იმდენად ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა, რომ დელეგატები ათი წუთის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს.

* 1972 წლის ნოემბერში ალიენდემ სამხედროებთან ერთად დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი, რაც მის ყველაზე მთავარ შეცდომად დასახელდა შემდგომ წლებში. წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონემ კვლავ მოიმატა და ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. ალიენდეს ბრალი დასდეს ბანდიტების მფარევლობასა და მარქსისტული იდეოლოგიის გატარებაში, საბოლოოდ კი ყველაფერი სამხედრო გადატრიალებით დასრულდა. სამხედრო პუტჩმა გენერალ აუგუსტო პინოჩეტის ხელმძარვენელობით, რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატები, სალვადორ ალიენდე თანამდებობიდან გადააყენა. დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ, იმ მიზეზით, რომ პუტჩისტების ხელში არ ჩავარდნილიყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ასე დაიწყო პინოჩეტის სისხლიანი დიქტატურა ჩილეში.

* სალვადორ ალიენდე მეგობრობდა კუბელ დიქტატორთან, ფიდელ კასტროსთან, რომელიც 1959 წელს გაიცნო. კასტრო სულ ურჩევდა ალიენდეს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ იარაღი გამოეყენებინა, რაზეც ალიენდე უარს აცხადებდა და საბოლოოდ იგი თავისი პრინციპების მსხვერპლი გახდა. ამბობდნენ, რომ ალიენდემ თავი იმ ავტომატიდან გასროლით მოიკლა, რომელიც მას ფიდელ კასტრომ აჩუქა. 

* 2011 წლის 23 მაისს ჩილეს ხელისუფლებამ სალვადორ ალიენდეს საფლავის ექსჰუმაცია ჩაატარა და გაირკვა, რომ ალიენდემ „კალაშნიკოვის” ავტომატიდან გასროლით მოიკლა თავი, უფრო ზუსტად კი, ალიენდემ ორი ტყვიის გაშვება მოასწრო. შემდგომში კი, უკვე გარდაცვლილ პრეზიდენტს, პინოჩეტის მომხრეებმა რამდენჯერმე გადაატარეს ავტომატის ტყვიების რიგი და გვამი საცრად აქციეს. 

* სალვადორ ალიენდე არ მალავდა, რომ ნამდვილი მასონი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ღიად განაცხადა, რომ იგი მასონთა ორდენის წევრი იყო.

скачать dle 11.3