კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა 2002 წელს სახელმწიფო ჩინოვნიკმა დავით ზალკალიანმა 40 000 ლარის დაგროვება საშემნახველო წიგნაკზე

დავით  ზალკალიანი 1968  წლის 27 თებერვალს დაიბადა თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო (საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია). მისი კარიერა 1992 წელს დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც 1996 წლამდე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში. 1996-2000 წლებში ავსტრიაში საქართველოს საელჩოში დაიწყო მუშაობა. 2000-2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი პირველ ევროპულ დეპარტამენტში. 2001-2002 წლებში კვლავ ვენაში გადავიდა, იქაც მრჩევლად. 2002 წელს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა 2004 წლამდე. 2004-2007 წლებში უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას ასრულებდა. 2007 წლის იანვრიდან დეკემბრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი გახდა. 2007  წლის  დეკემბრიდან  კი – 2008  წლის  იანვრამდე  -  საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩია. 2008-2009 წლებში ბელორუსიის რესპუბლიკაში იყო  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2009 წელს თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკურ სავანედ პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატები” აირჩია. 2012 წლის ოქტომბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.

იმ მარტივი მიზეზით, რომ ბ-ნი ზალკალიანი აგერ უკვე მესამე მთავრობის დიპლომატია, პირველი დეკლარაცია 2002 წელს შეავსო, როდესაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო, მისი მეუღლე კი იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა თარჯიმნად. ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე – თამარ ქემოკლიძე და ორი ქალიშვილი: ნინო და სოფიო.

ოჯახის ერთადერთი საკუთრება გახლდათ საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიღმის მასივში, 60 000 ლარად ღირებული, რომლის მეპატრონეც დავით ზალკალიანია მითითებული. ვენის ბანკში კი საშემნახველო წიგნაკზე 40 000 ლარს ინახავდა.

დეკლარაციის შევსების დროს დავით ზალკალიანს, ნაღდი ფულის სახით, 500 ევრო ჰქონდა, თამარ ქემოკლიძეს – 500 აშშ დოლარი.

იმ დროს მათი წლიური ანაზღაურება შემდეგი იყო: ბ-ნი ზალკალიანის – 14 200 აშშ დოლარი (28 420 ლარი), ქ-ნი ქემოკლიძის – 6 000 აშშ დოლარი (12 000 ლარი). ამას გარდა, ბ-ნ ზალკალიანს სახელმწიფო უხდიდა ბინის ქირას (7 600 ლარი), კომუნალურ გადასახადებს (9 960 ლარი) და სამედიცინო დაზღვევის (730 ლარი) თანხას, მისმა სამივლინებო ხარჯმა კი 3 680 ლარი შეადგინა.

ბოლო, 2012 წელს შევსებული დეკლარაციით, ბ-ნი ზალკალიანის ოჯახის წევრთა რაოდენობა იგივე და უცვლელია, თუმცა გაიზარდა ქონება: კერძოდ, აწ უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა წყნეთში, 130 კვადრატული მეტრი ფართობის; აგარაკი მუხათწყაროში – 180 კვადრატული მეტრი ფართობის; მიწის ნაკვეთი ლილოში – 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის და, ასევე, მიწის ნაკვეთი მუხათწყაროში – 1 200 კვადრატული მეტრი ფართობის.

2011 წლის განმავლობაში ბ-ნ ზალკალიანს არანაირი შემოსავალი არ მიუღია, რადგან  უმუშევარი იყო. ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მასწავლებელმა, 5 500 ლარი აიღო.

სულ ბოლოს სახელფასო შემოსავალი ბ-ნმა ზალკალიანმა 2008 წლის განმავლობაში აიღო, როგორც ბელორუსიაში საქართველოს ელჩმა – 47 683 ლარი.

скачать dle 11.3