კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლაყაფის ფასი

ანუ, სიყვარული მათრახით

იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართული ენის ნორმებს მხოლოდ აბიტურიენტები თუ იცავენ მისაღებ გამოცდებზე, დანარჩენები კი, უკეთეს შემთხვევაში, თავის მიერ დაწესებული ნორმებით მეტყველებენ, უარესში კი – საერთოდაც, ვერ გაიგებ, რა ენაზე ლაპარაკობენ, ცხადია, მეტად დროულია განათლების კომიტეტში ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიზანიც ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვაა.

თუმცა, კანონმდებელმა მათრახის პოლიტიკა არჩია და ქართული ენის სალიტერატურო ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება გადაწყვიტა, რასაც ამ ეტაპზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და თანამდებობის პირები დაექვემდებარებიან (ოღონდ, ამთავითვე გეტყვით, რომ ეს უკანასკნელები ფრიად „ლაითად“).

სახელდობრ, მედიის წარმომადგენლები ქართული ენის სრულყოფილად არცოდნისთვის, პირველ ჯერზე, 1 000-დან 5 000 ლარამდე დაჯარიმდებიან (როგორც ჩანს, კანონმდებლები მოქმედებენ პრინციპით: მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო), ხოლო, თანამდებობის პირები სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, 200 ლარიდან 500 ლარამდე ჯარიმას გაინაღდებენ.

თუ გავითვალისწინებთ, რა ჩიქორთულად მეტყველებს ჩვენი არაერთი ჩინოვნიკი, გაუგებარია, რატომ მათაც არ დააკისრა კანონმდებელმა სანქციები (სავარაუდოდ, იმოქმედა მეფური პრინციპით: აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვაჭრი თავსო).

თუმცა, მე რომ მკითხოთ, ჩვენებური პოლიტიკოს-ჩინოვნიკები, კანონით, მათ მიერ ნათქვამის შეუსრულებლობის გამოც მსხვილ-მსხვილი თანხით უნდა დაჯარიმდნენ – იქნებ მაშინ მაინც მიხვდნენ, რომ დუმილი ოქროა და მათ ლაყაფს არა მხოლოდ ჩალის ფასი აქვს, ჯიბესაც გვარიანად შეუთხელებს. 

скачать dle 11.3