კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აყადაღებს სასამართლო დიმიტრი რიბოლოვლიევის ქონებას და რამდენ მილიარდს ითხოვს ქმრისგან მისი ყოფილი ცოლი

დიმიტრი რიბოლოვლიევი ახალი სახეა ევროპის საფეხბურთო სამყაროსთვის. რუსმა ოლიგარქმა 2011 წელს ფრანგული „მონაკო” შეიძინა და მისგან, რომან აბრამოვიჩის მსგავსად, სუპერკლუბის შექმნა დაიწყო. რიბოლოვლიევმა უკვე შეიძინა რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი, მათ შორის კოლუმბიელი – რადამელ ფალკაო და წლევანდელ სეზონში გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. ფეხბურთის გარდა, რიბოლოვლიევი ბიზნესშიც ცნობილი პიროვნებაა და ჟურნალ „ფორბსის” 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. რომელსაც ამავე ჟურნალის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, 9,1 მილიარდი დოლარის კაპიტალი გააჩნია.

 

დიმიტრი ევგენის ძე რიბოლოვლიევი 1966 წელს დაიბადა ქალაქ პერმში. მომავალი მილიარდერი ექიმების ოჯახში იზრდებოდა – მისი მშობლები პერმის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრაზე მუშაობდნენ. დიმიტრიმ პატარაობიდანვე გადაწყვიტა ექიმობა და სკოლის დამთავრების შემდეგ, პერმის სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყო. მეორე კურსიდან ის კარდიოლოგიურ რეანიმაციაში სანიტარად, ხოლო შემდგომში მედძმად მუშაობდა. 1990 წელს რიბოლოვლიევმა წარჩინებით დაამთავრა სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში კარდიორეანიმაციის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო კარდიოლოგიურ რეანიმაციაში ექიმად, პერმის მე-2 კლინიკურ საავადმყოფოში. იმ დროს ექიმი-ინტერნის შემოსავალი ძალზე მწირი იყო და ოჯახის შენახვის მიზნით (რიბოლოვლიევი ჯერ კიდევ მე-3 კურსზე დაქორწინდა და ბავშვიც ეყოლა), მან მეწარმეობას მიჰყო ხელი. დააფუძნა მცირე საწარმო „მაგნეტიქსი”, რომელიც ხელშეკრულებებს დებდა მსხვილ საწარმოებთან მათი მომსახურე პერსონალის ახალი მეთოდით მკურნალობაზე. ამ მეთოდის არსი, რომელიც დიმიტრის მამის, ევგენი რიბოლოვლიევის გამოგონება იყო, გახლდათ შემდეგი: ორგანიზმის გარკვეულ წერტილებზე ზემოქმედებას ახდენდნენ მაგნიტური ველის მეშვეობით. 

1992 წელს რიბოლოვლიევმა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროსგან ფასიან ქაღალდებთან მუშაობის უფლების ატესტატი მიიღო. იმავე წელს დააფუძნა საბროკერო-საინვესტიციო კომპანია „ინკომბროკი” და საინვესტიციო ფონდი „კამენნი პოიას”. პარალელურად  რიბოლოვლიევი საინვესტიციო კომპანია „ფინანსოვი დომის” ხელმძღვანელიც გახდა. დროთა განმავლობაში რიბოლოვლიევი კონცენტრაციას ქიმიური მრეწველობის სფეროზე ახდენდა და ინვესტიციებს დებდა საწარმოებში, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა ნედლეულთან, ნავთობისა და გაზის გარდა. რიბოლოვლიევის თქმით, სანამ ის მოვიდოდა ბიზნესში, ეს ორი სეგმენტი უკვე სხვების მიერ იყო ათვისებული. თავის პარტნიორთან, ვლადიმირ შევცოვთან ერთად, დიმიტრი ინვესტიციას ახორციელებდა პერმის მხარის საწარმოებში და მათი უმეტესობის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახლდათ. 1994 წელს რიბოლოვლიევი რუსეთში უმსხვილესი, კალიუმის სასუქის მწარმოებელი,  სააქციო საზოგადოება „ურალკალიუმის” დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, 1996 წელს კი, ამავე საწარმოს საბჭოს – თავმჯდომარე. გარდა ამისა, რიბოლოვლიევი რიგი საწარმოების („სილვინიტი”, „ნეფტეხიმიკი”) აქციათა საკონტროლო პაკეტების მფლობელიც იყო. იმავე წელს რიბოლოვლიევი და მისი პარტნიორი შევცოვი სკანდალური ბრალდებით დააპატიმრეს, ტექნიკური სპირტის მწარმოებელი საწარმოს „ნეფტეხიმიკის” გენერალური დირექტორის ევგენი პანტელეიმონოვის მკვლელობის გამო. საგამომძიებო სტრუქტურები რიბოლოვლიევს პანტელეიმონოვის მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ. რიბოლოვლიევის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მკვლელობის უშუალო შემსრულებელმა ოლეგ ლომკინმა. მისი თქმით, რიბოლოვლიევმა და პანტელეიმონოვმა ვერ გაიყვეს მოგება, თუმცა მოგვიანებით, მან შეცვალა ჩვენება და უარყო რიბოლოვლიევის მონაწილეობა ამ მკვლელობის ორგანიზებაში. ძიების მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ რიბოლოვლიევის გარდა, „ნეფტეხიმიკის” მიმართ ინტერესი პერმის კრიმინალურ სტრუქტურებსაც ჰქონდათ და მკვლელობა მათ დაბრალდათ. 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რიბოლოვლიევს ერთი  მილიარდი რუბლი გადაახდევინეს და თავდებით გაათავისუფლეს. თუმცა, პანტელეიმონოვის მკვლელობის ორგანიზატორის დადგენა გამოძიებამ დღემდე ვერ შეძლო. ამბობენ, პატიმრობაში მყოფ რიბოლოვლიევს გათავისუფლების სანაცვლოდ, „ურალკალიუმის” აქციების საბაზო პაკეტის დათმობას სთხოვდნენ. განთავისუფლების შემდეგ რიბოლოვლიევმა  განაგრძო მუშაობა ქიმიური ნედლეულის სფეროში. არსებობს ვერსია, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში მისი ბიზნესის დაპატრონებას პრიკამიეს გუბერნატორი ვლადიმირ იგუმნოვი ცდილობდა. ის აიძულებდა, რომ დიმიტრის „ურალკალიუმის” აქციები თავის შვილზე, ელენა არზუმანოვაზე გადაეფორმებინა. თუმცა, სამთავრობო რეკეტმა რიბოლოვლიევზე ვერ გაჭრა. ბოლო ცნობებით, დიმიტრი რიბოლოვლიევს კომაპნიების – „ურალკალიუმის” 63 პროცენტი და „სილვინიტას” 25 პროიცენტი გაყიდული აქვს. 

2005 წელს დიმიტრი რიბოლოვლიევის „ურალკალიუმსა” და ბელარუსის რესპუბლიკის უმსხვილეს კალიუმის სასუქის მწარმოებელ კომპანია „ბელარუსკალიუმს” შორის თანამშრომლობის პაქტი გაფორმდა, რის შედეგადაც შეიქმნა მსოფლიოში უდიდესი, კალიუმის სასუქის იმპორტიორი კავშირი. ამბობენ, ამ კავშირის ჩამოყალიბების შექმნაზე რიბოლოვლიევი პირადად ახორციელებდა მოლაპარაკებებს ბელარუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან.

2008 წელს დიმიტრი რიბოლოვლიევმა ამერიკელი მილიარდერისგან, დონალდ ტრამპისგან 100 მილიონ დოლარად პალმ-ბიჩში, გვიანდელი შუასაუკუნეების ფრანგულ სტილში ნაგები ციხესიმაგრე – „მეისონ დელ’ამიტე” შეიძინა. იმ დროისთვის, ეს იყო ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სახლი, რომელიც სარეკორდო ფასად გაიყიდა. ვილა 1990 წელს არის აშენებული. ციხესიმაგრის ფართი 3 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო მიწის ნაკვეთი 2,5 ჰექტარია. ვილას ეკუთვნის საკუთარი 145-მეტრიანი „პლაჟი”. ციხესიმაგრეში 18 საძინებელია, რამდენიმე „ზალა“, ზამთრის ბაღი და დახურული აუზი. თავის დროზე დონალდ ტრამპს „მეისონ დელ’ამიტეს” რემონტზე 25 მილიონი დოლარი დაეხარჯა. დიმიტრი რიბოლოვლიევი ასევე ფლობს უილ სმიტის ყოფილ აპარტამენტებს ჰავაის კუნძულებზე, რაც მას 20 მილიონი დოლარი დაუჯდა.

დიმიტრი რიბოლოვლიევს ორი შვილი ჰყავს და ისინი შვეიცარიაში ცხოვრობენ. რაც შეეხება მეუღლეს, 2008 წელს ელენა რიბოლოვლიევამ განქორწინებაზე შეიტანა საბუთები და ქმრისგან ქონების გაყოფა მოითხოვა. საუბარი დაახლოებით 3-4 მილიარდ ამერიკულ დოლარს ეხება. განქორწინების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა და რამდენჯერმე სასამართლომ ელენას მოთხოვნით დიმიტრის ქონებას ყადაღაც კი დაადო. თუმცა, რიბოლოვლიევის ადვოკატები ჯერჯერობით ახერხებენ ყადაღის მოხსნისთვის საჭირო ოპერაციების ჩატარებას. 

დიმიტრი რიბოლოვლიევის პირადი გატაცებების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ამბობენ, რომ ის ზამთრის მთიანი კურორტების ხშირი სტუმარია და თხილამურებზე სრიალი უყვარს. პრესასთან თითქმის არ აქვს ურთიერთობა, რის გამოც ჟურნალისტებმა მას „დიადი ჩუმჩუმელა” უწოდეს.

скачать dle 11.3