კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა განათლების მინისტრის მეუღლე და რატომ ჯაბნის მას ხელფასის ოდენობით ჩინოვნიკი ცოლი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე, 1978 წლის 30 აგვისტოსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო 1995-1999 წლებში, სადაც დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2000 წელს „ჯიპაში“ ეუფლებოდა ცოდნას და მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში მიიღო,  2003-2007 წლებში გლაზგოს უნივერსიტეტის პროგრამა გაიარა სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციაში. 

ქ-ნი მინისტრის პროფესიული ბიოგრაფია კი შემდეგნაირია: მისი კარიერა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო დეპარტამენტში დაიწყო 1998 წელს, სადაც 1999 წლის ივლისამდე წამყვან სპეციალისტად იმუშავა; შემდეგ, 2000-2001 წლებში, თბილისის გამრიცხველიანების პროექტში საქმიანობდა სამშენებლო სამუშაოების შემფასებლად; 2001-2003 წლებში კი თბილისის გამრიცხველიანების პროექტის ფინანსური დირექტორის მოადგილეც გახდა;  2003-ში „თელასში“ გადავიდა, სადაც 2005 წლამდე ეკონომისტად იმუშავა; 2005 წელს ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობაში გადაინაცვლა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროექტში – რესურსების მართვის პროგრამის კოორდინატორად, მოგვიანებით კი – შესყიდვების მენეჯერად; 2006 წელს ფინანსური დირექტორიც გახდა და ამ თანამდებობაზე 2009 წლამდე იმუშავა; 2008 წლიდან დღემდე „სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოცოაციის“ ლექტორია კორპორაციულ და ბიზნესსამართალში;  2010 წლამდე „ჯიპას“ აგრარული განვითარების პროგრამის ფინანსური მენეჯერი იყო; 2010 წლის მარტში „ჯიპას“ ფინანსურ დირექტორად დაინიშნა; 2012 წლის ივლისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს, 2013 წლის ივლისში კი მინისტრიც გახდა.

ქ-ნი მინისტრის მეუღლე, დავით ბარძიმაშვილი, 1973 წელსაა დაბადებული. მათ ორი შვილი ჰყავთ: 2004 წელს დაბადებული ანასტასია და 2011 წელს დაბადებული სესილი.

თამარ სანიკიძის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა ბათუმში (91 კვადრატული მეტრი ფართობის), დავით ბარძიმაშვილს კი ეკუთვნის მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში, კერძოდ, კოტორაანთკარში (1 000 კვადრატული მეტრი ფართობის). დავით ბარძიმაშვილს სამი ავტომანქანა ჰყავს: 1993 წლის Toyota Landcruiser, 1996 წლის Mitsumishi Lancer და 2005 წლის Nissan Patrol. ქ-ნ მინისტრს კი, სულ რაღაც ერთი ავტომანქანა – 2007 წლის BMW X5, ოღონდ, დეკლარაციაში მითითებულია, რომ ავტომანქანა სხვა პიროვნებაზეა გაფორმებული.

თამარ სანიკიძეს დეკლარაციის შევსების მომენტში, 2013 წელს, „თი ბი სი“ ბანკის სადებეტო ანგარიშზე 4 771 აშშ დოლარი ერიცხებოდა; ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 10 000 ლარი.

დავით ბარძიმაშვილი სს „საქორგაზის“ დირექტორია (2007 წლიდან) და მისმა ანაზღაურებამ 2012 წლის განმავლობაში 16 000 ლარი შეადგინა; აგრეთვე, არის შპს „საქზაპროექტის“ დირექტორიც (ასევე, 2007 წლიდან) და მისმა შემოსავალმა გასული წლის განმავლობაში 21 000 ლარი შეადგინა.

ქ-ნმა მინისტრმა კი, 2012 წლის განმავლობაში, როგორც „ჯიპას“ ფინანსურმა დირექტორმა, 48 060 ლარი მიიღო; ხოლო, როგორც ურბანიზაციის ინსტიტუტის წარმომადგენლობის კონსულტანტმა ფინანსურ საკითხებში – 4 837 ლარი. გასულ წელს ქ-ნმა სანიკიძემ ავეჯიც შეიძინა, რაც მას 1 800 ლარი დაუჯდა.

 

ჩასწორება

„თბილისელების“ 38-ე ნომერში დაიბეჭდა ინფორმაცია ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის ბიოგრაფიისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის ელექტრონული საიტის სისტემური შეცდომის გამო (იმ მიზეზით, რომ ამავე სახელისა და გვარის სხვა ჩინოვნიკიც არის), ენერგეტიკის მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს მიეწერა მისი სეხნიისა და მოგვარის მონაცემებიც. ამიტომ, მოგახსენებთ, რომ ზემოხსენებული ბ-ნი ხმალაძე 2005 წლიდან  მუშაობს საჯარო სამსახურში (კერძოდ, ენერგეტიკის სამინისტროში) და არასდროს უმუშავია არც ფინანსთა და არც ჯანდაცვის სამინისტროებში. მეუღლეც მხოლოდ ერთი ჰყავს. იმედია, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის ბიურო აღმოფხვრის ხარვეზს და სრულყოფს მონაცემებს დეკლარანტების შესახებ.

скачать dle 11.3