კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიგრძე-სიგანით მოსახმარი

ანუ, ვის სჭირდება მეტყველების კულტურის კურსები

რაკი ისევ გვიჭირს, სავსებით ბუნებრივია, რომ გარე მოვაჭრეებსაც უჭირთ: ანუ, ისევ ქუჩაში ვაჭრობა ურჩევნიათ სავაჭრო ცენტრებში განთავსებას (და არა იმიტომ, რომ კომფორტი არ უყვართ, ფრიად პროზაული მიზეზების გამო) და არა მხოლოდ თბილისში.

მაგალითად, გასულ კვირას, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარე მოვაჭრეები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან (ბ-ნ ლომიძესთან) შეხვედრას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც გზა გადაკეტეს, ბ-ნი ლომიძე მათ შეხვდა (ესეც პროგრესია, რადგან, მაგალითად, აქამომდე ქუჩის გადამკეტავ მოვაჭრეებს სულ წიწილებივით დაიფრენდა პოლიცია).

გარე მოვაჭრეებს კვლავ გარეთ უნდათ ვაჭრობა, თუმცა, ბ-ნ ლომიძეს დათანხმდნენ, რომ სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ შევიდოდნენ მერის მოვალეობის შემსრულებლის დაპირების საპასუხოდ, რომ 2 თვეს გადასახადის გარეშე იმუშავებენ.

ფაქტია, რომ ჩინოვნიკსა და გარე მოვაჭრეებს შორის კოაბიტაცია ფრიად მისასალმებელია (ისიც, რომ პოლიცია აღარ ვგევლინება დამწიოკებლის როლში) და ისიც, რომ გარე ვაჭრობა, ადრე თუ გვიან, უნდა აიკრძალოს, სულ მცირე, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანიტარული თვალსაზრისით. თუმცა, ამ მშვიდობიანად დასრულებულ ინციდენტში არანაკლებ საიტერესოა მერის მოვალეობის შემსრულებლის სამეტყველო ლექსიკა (თუმცა, ეს, ზოგადად, ყოველთვის იყო ჩვენს ჩინოვნიკთა აქილევსის ქუსლი, რისი კლასიკური მაგალითი ჩვენივე პრეზიდენტია).

კერძოდ, ბ-ნმა ლომიძეს კოაბიტაციური შეხვედრის შემდეგ უბრძანებია: „სხვა დანარჩენი რაც შემიძლია, კანონის ფარგლებში აქ ვარ და ჩემი სიგრძე-სიგანით მომიხმარეთ.“ ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რას ელის ბ-ნი მერის მოვალეობის შემსრულებელი „სიგრძე-სიგანით მოხმარებისგან“, თუმცა, თუ გავიხსენებთ ქუთაისის ახლახან გადამდგარი მერის განცხადებას, ფაქტია, ურიგო არ იქნებოდა, თუკი თანამდებობებზე დანიშვნამდე ამ ჩვენს სკამზე დასხდომის მსურველებს წერისა და მეტყველების კულტურის კურსებს გაატარებდნენ. 

скачать dle 11.3