კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქმარმა ცოლის ქალიშვილობის აღიარებას 6 თვე ციხეში ჯდომა არჩია

სამკვირიანი თანაცხოვრების შემდეგ, 35 წლის რძალს ქმარმა და დედამთილმა თაღლითობისა და ქურდობისთვის უჩივლეს. ჩივილის ინიციატორი დედამთილი გახდა. მან შვილი დაარწმუნა, რომ მისმა ცოლმა „ქალწულობა გაითამაშა”, რადგან წარსულში გათხოვილი იყო. საჩივარზე მოკვლევა მართლაც დაიწყო, მაგრამ სახელგამტეხი ცნობების გავრცელების ბრალდებით, განსასჯელი თავად დედამთილი გახდა.

ხმაურიანი საქმის განხილვა თითქმის სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ექსპერტების ძალისხმევით, საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. 35 წლის თამარ მ. ქალწული აღმოჩნდა და ვინაიდან მის პატიოსნებას ჩრდილი მიაყენეს, პასუხი ნამდვილ დამნაშავეს, ანუ დედამთილს აგებინეს. თუმცა, დედამთილი, ვენერა შ-ს. ნათქვამიდან ერთი დეტალი სიმართლე იყო – მისი რძალი სულ რაღაც ორი დღით, მაგრამ წარსულში მართლაც გათხოვილი იყო... მთავარი და დაუჯერებელი კი ის არის, რომ თამარ მ-ს პირველმა ქმარმაც ზუსტად იგივე ბრალდება წაუყენა, რომ ქალწული არ იყო... 

დედამთილის ინიციატივის მიუხედავად, პოლიციაში შეტანილ განცხადებას ხელს თამარის მეუღლე არჩილ შ. აწერდა. მასში დაფიქსირებული იყო, რომ 35 თამარ მ-მ თაღლითური გზით ოჯახი შეურაცხყო. კერძოდ, დამალა, რომ წარსულში გათხოვილი იყო და  თავი ცოლად მოტყუებით მოაყვანინა. განცხადების თანახმად, მას თანამზრახველიც ჰყავდა. თამარს მათი თანასოფლელი – ელიზა ზ. ეხმარებოდა, რომელიც წარსულში თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. დედამთილის ვერსიით, აღნიშნულ პიროვნებას სურდა, თამარ მ-ს დახმარებით მათი ქონება გაეზიდა.     

საქმის „განსაკუთრებულობიდან” გამომდინარე, საჩივარზე მოკვლევა მეორე დღესვე დაიწყო. შესაბამისად, დაიკითხა როგორც თამარ მ-ს ქმარი, ასევე დედამთილი. ვენერა შ-მ განმარტა, რომ მას ყველაზე მეტად ოჯახის შეურაცხყოფა მიაჩნდა დანაშაულად, რადგან უტყუარად იცოდა, რომ მათი რძალი გათხოვილი იყო და ეს დამალა, რაც მათ გვარს ღირსებას ულახავდა. დედამთილი ირწმუნებოდა, რომ მან მთელი ყურადღებით დაათვალიერა შვილის თეთრეული და აქედან გამომდინარეც, ზუსტად იცის, მისი რძალი ქალწული რომ არ იყო: ასე რომ ყოფილიყო, სამი კვირის განმავლობაში კვალს დატოვებდაო, – ამბობს დედამთილი. მისივე მტკიცებით, არჩილს თამროს სახლში წამოყვანა გაცილებით ადრეც უნდოდა, მაგრამ გოგომ თბილისში წასვლა მოიმიზეზა. დედამთილის აზრით, რძალმა „სწორედ თბილისში წაშალა პირველი ქორწინების კვალი”. დედამთილისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქონებაც. მისი თქმით, თვეც არ იყო გასული, რომ რძალმა სახლიდან მაცივარი და გაზქურა ბაბუამისის სახლში წაიღო, რაც აშკარად ქონების ხელში ჩაგდებაზე მიუთითებს... (რეალურად, ვენერა შ-მ სახლში ავეჯი გამოცვალა და ძველი ნივთები რძლის ბაბუას ძალით გაატანა). 

რაც შეეხება დადანაშაულებულის ქმარს, ჩევენებაში ის დედას ეთანხმება. კითხვაზე – იყო თუ არა მისი ცოლი ქალწული, არჩილ შ. პასუხობს, რომ დარწმუნებული არ არის, მაგრამ დედის ჩვენებას ეთანხმება...

არანაკლებ საინტერესოა ის გარემოება, რომ გამომძიებელმა თამარ მ. სახლში დაკითხა. გამომძიებლის დანახვაზე ქალი შოკში ჩავარდა. მან ჩივილის შესახებ არაფერი იცოდა და იმდენად ცუდად გახდა, ძლივს მოაბრუნეს. შემდეგში, როცა მან ჩვენება მისცა, განაცხადა, რომ გამომძიებლის დანახვაზე, ეგონა, მის ქმარს რამე შეემთხვა. აზრად არ მოსვლია, რომ ქმარი მას დამნაშავედ გამოაცხადებდა. თუ რატომ დაუკავშირა გამომძიებლის დანახვა ქმარს, თამარ მ-მ. ამ კითხვაზე ქალი პასუხობს, რომ ბოლო დღეები მისი ქმარი სახლიდან გაუჩინარდა და ეშინოდა, რამე ცუდი არ შემთხვეოდა. რეალურად, არჩილ შ. ღამეებს დედასთან ერთად ბებიის სახლში ათევდა. უფრო ზუსტად, დედა შვილს სახლში არ უშვებდა, რადგან, მისი თქმით, არ უნდოდა, მის შვილს უწესო ქალთან ეცხოვრა. დროთა განმავლობაში კი, მისი ცოლი სახლიდან  წავიდოდა, რადგან თაღლითობისთვის პასუხსაც მოსთოვდნენ...

ორი უიღბლო ქორწინება    

მას შემდეგ, რაც საქმეზე გამოძიება დაიწყო, შეურაცხყოფილი თამარ მ. საცხოვრებლად ელიზა ზ-სთან გადავიდა, პიროვნებასთან, რომელმაც არჩილ შ. გაურიგა.  როგორც თამარი ამბობს, ის ოჯახში დაბრუნებას მოერიდა, რადგან მშობლები ამ ამბავს ვეღარ გადაიტანდნენ. მსგავსი სიტუაცია ხომ მათ უკვე გამოვლილი ჰქონდათ. შესაბამისად, საკითხის გარკვევამდე, მან ქმრის სოფელში დარჩენა არჩია.  დარწმუნებული იყო, რომ სიმართლე გაირკვეოდა და ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. მით უმეტეს, საკუთარ პატიოსნებაში დარწმუნებული იყო, რადგან მისი განმარტებით, იმ მომენტისთვის მასსა და მის ქმარს შორის არაფერი მომხდარა. ის ისევ ქალწული იყო, ამის მიზეზი კი  ქმარი გახლდათ...

რაც შეეხება მის პირველ ქორწინებას, ეს ფაქტი თამარ მ-მ ნამდვილად დამალა. თუმცა, როგორც ამბობს, – ეს მისი პირადი ცხოვრებაა და უიღბლო ქორიწინებაზე საუბარი აღარ სურდა. მაშინაც სწორედ იგივე დააბრალეს, თითქოს ქალწული არ იყო, მაგრამ დამტკიცდა, რომ მისი პატიოსნება ეჭვქვეშ სულ ტყუილად დააყენეს. სწორედ ამიტომ, როგორც თამარ მ. ამბობს, ამ ამბის გახმაურებისგან თავი შეიკავა. მით უმეტეს, რომ მას შემდეგ მრავალი წელი იყო გასული. თანაც, გაარკვია, რომ არჩილსაც  ორი ცოლი ჰყავდა გამოცვლილი და დაქორწინებამდე ამის თქმა არც მან ისურვა. ზოგადად, თამარი დარწმუნებულია, რომ არჩილი ცოლებს დედამისის გამო სცილდებოდა, რადგან ეგოისტ ქალს არ სურდა, მის შვილს ცოლი ჰყოლოდა.

დიდი ძალისხმევის მიუხედავად, თამარ მ-მ პირველ ქორწინებაზე საუბარს თავი ვერ აარიდა. გამოძიების ხელთ აღმოჩნდა მასალები, რომლის თანახმად, მისი პირველი ქმარი ცილისწამებისთვის გაასამართლეს. 

საქმის ვითარება ასეთი იყო. ახალგაზრდა კაცმა ცოლად შეირთო იმ პერიოდში 22 წლის თამარ მ., რომელსაც უზარმაზარი ქორწილიც კი გადაუხადეს, მაგრამ მეორე დღესვე ოჯახში აურზაური ატყდა. გოგოს ქმარმა უთხრა, რომ ქალწული არ ხარ და აიღე შენი ნივთები და სახლში წადიო. გოგო სახლიდან არ მიდოდა, მაგრამ ქმარმა მაინც გააგდო. ქალის უკან გაბრუნება, მით უმეტეს სოფელში, დიდი შეურაცხყოფა იყო და ქმარს გოგოს ნათესავები მიუვარდნენ. ისინი თამარის წესიერებაში დარწმუნებულნი იყვნენ და ამიტომ დახმარებისთვის ექსპერტს მიმართეს. თამარმა შელახული ღირსება აღიდგინა – ის ქალიშვილი აღმოჩნდა... ამის მიუხედავად, გოგონა სიძემ ცოლად მაინც აღარ მოიყვანა. საბუთის აღების შემდეგ კი, ოჯახმა სიძეს ცილისწამებისთვის უჩივლა. სხდომას ორივე მხარე ესწრებოდა. როგორც ყოველთვის, საზოგადოების ინტერესიც დიდი იყო. ნაწილი გოგოს გულშემატკივრობდა, ნაწილი ბიჭს. პროცესზე პოლიციაც კი იყო მობილიზებული, რომ საჭიროების შემთხვევაში, სიტუაცია განემუხტა. ცხადია, დასაკითხად ექსპერტიც იყო მოწვეული, რომელმაც დასკვნა გასცა და სასამართლოზეც დაადასტურა, რომ გოგონა ქალწული იყო. ამის მიუხედავად, სიძემ თავი დამნაშავედ არ ცნო. არ იყო ქალიშვილი და მორჩაო, – განაცხადა მან, რომელმაც თამარის ცოლად მოყვანას სასჯელი არჩია. ის დამნაშავედ სცნეს თუმცა, მხოლოდ 6 თვით ჩასვეს, დანარჩენი 6 თვე გამასწორებელი სამუშაო შეუფარდეს.

შესაბამისად, თამარ მ-მ გამოძიებას ყველა ამ მასალის შესახებ მიუთითა, რითაც დადგინდა, რომ სიმართლეს ამბობდა და ელიზა ზ-ს დახმარებით, დედამთილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა. საქმე ისაა, რომ ექსპერტიზა მეორე შემთხვევაშიც დაინიშნა და თამარ მ. კვლავ ქალწული აღმოჩნდა... საჩივარს კი ხელს თავად ელიზა ზ-ც აწერდა, რადგან თამარის დედამთილი თაღლითობაში მასაც ადანაშაულებდა.

სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ელიზა ზ-მ კოლეგიას მოუთხრო, რომ თამარი მას ნათესავად ერგებოდა. მისივე თქმით, ის არჩილის ოჯახსაც იცნობდა. ნორმალური, წესიერი ხალხი იყო და იმის მიუხედავად, რომ არჩილს ორი ცოლი ჰყავდა გამოცვლილი, მაინც ჩაერია და თამარისა და არჩილის დაოჯახებას ხელი შეუწყო. ელიზა ზ-ს. თქმითვე, მას ჭორად ჰქონდა გაგონილი, რომ არჩილს ბავშვობაში გონებრივი ჩამორჩენის თუ მსგავსი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც, მას მკურნალობდნენ კიდეც. სწორედ ამიტომ არჩილი სკოლაშიც ორი წლით დაგვიანებით შეიყვანეს. მისივე თქმით, ხალხი ამბობდა, ყოფილ ცოლებსაც იმიტომ გაეყარა, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდაო. თუმცა, ელიზა ზ. დარწმუნებულია, რომ არჩილი ძალიან კარგია ადამიანია, მთავარია, დედამისმა თავი დაანებოსო. თუმცა, ის თავს მაინც დამნაშავედ მიიჩნევდა თამარს არჩილის ცოლების შესახებ რომ არ უთხრა. ვენერამ ის დაარწმუნა, რომ მისი ყოფილი რძლები უშვილოები და ავები იყვნენ და შვილს მათი სახლიდან წასვლაში სწორედ ამიტომ დაეხმარა.

ვინაიდან ოჯახის დანგრევის ინიციატორი მხოლოდ თამარის დედამთილი – ვენერა იყო, მიუხედავად იმისა, რომ თამარის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს ხელს არჩილი აწერდა, სასამართლომ პასუხისმგებლომა მხოლოდ ვენერას შ-ს დააკისრა. განაჩენი ასეთი იყო: სამწლიანი პირობითი სასჯელი და 3 ათასი ლარის გადახდა რძლის პატივისა და ღირსების შელახვისთვის. გადაუხდის თუ არა, დედამთილი რძალს მორალურ ზარალს, ძნელი სათქმელია. ჩივილის მიუხედავად, თამარი ქმართან დარჩა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დედამთილმა ცოცხალი თავით არ გაამჟღავნა, ვინ მიაწოდა ინფორმაცია რძლის პირველი ქორწინებაზე.

скачать dle 11.3