კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

გახდი ხუთოსანი

 

ქალების პრობლემები ხშირად იმით არის გამოწვეული, რომ საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა აქვთ – ისე არ აფასებენ, როგორც საჭიროა. მერე კი წუწუნებენ, არავის მოვწონვართო. ვის მოეწონები, როცა საკუთარი თავი თავადვე არ მოგწონს?!

იცით თუ არა, რომ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა პროგრესირებადია, მით უმეტეს, თუ ჩვენ ძალიან მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ საკუთარ პერსონას. ყველაზე ცუდია, როცა არ იცი, რა შეგიძლია და სად გადის შენი შესაძლებლობების ზღვარი. შეეცადეთ, მყარად დადგეთ მიწაზე. სრულყოფილი არავინ არის და ყველას იმდენი ჭკუა მისცა ღმერთმა, რამდენის გამოყენების რესურსიც აქვს. ისე ნუ იზამთ, არასრულფასოვნების კომპლექსი აიკიდოთ, თორემ, „ხუთოსნობიდან“ „ოროსნობამდე“ ჩამოქვეითდებით.

თვითკრიტიკა ნამდვილად საჭიროა, თუმცა, გააჩნია მასშტაბებს. ზომიერების ფარგლებში თვითკრიტიკა სარგებლის მომტანია, მაგრამ, გადაჭარბებული... შეცდომებზე მუშაობა ისე უნდა მოახერხოთ, რომ საკუთარ თავს ყური არ აუწიოთ, მით უმეტეს, არ დააყენოთ კუთხეში. წახალისების შემდეგ უკეთესად მუშაობენ. ამიტომ, თუ ხვდებით, რომ რაღაც კარგად გამოგივიდათ, ნუ დაელოდებით ქებას სხვისგან, წაახალისეთ საკუთარი თავი, აღმოაჩინეთ თქვენში ძლიერი მხარეები და გათავისუფლდით კომპლექსებისგან. პატივი ეცით საკუთარ თავს და მაშინ სხვებიც დაგაფასებენ...

 

ეჭვიანის გვერდით

 

ბედმა ეჭვიანი პარტნიორი გარგუნათ? ასეთი შეგიყვარდათ და ახლა პრობლემები გაქვთ?! – ეჭვიანი ადამიანის გვერდით ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ არის. სიმშვიდის შენარჩუნება, როცა ერთ ჭერქვეშ ხართ, დიდ ძალისხმევას და მოთმინებას მოითხოვს, ძირითადად კი რამდენიმე მიმართულებით მოგიწევთ „ბრძოლა:“

1. ხშირად უნდა უთხრათ, რომ ძალიან აფასებთ; გიხარიათ, რომ ერთად ხართ, მაგრამ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ და უკიდურესობაში არ გადავარდეთ. მით უმეტეს, თუ ადრე გრძნობებს ძუნწად იჩენდით.

2. დროდადრო საკუთარ თავთან აღიარეთ, რომ თავადაც არაერთხელ გიეჭვიანიათ, მაგრამ, თუ „აფეთქებები“ არ გქონიათ, მხოლოდ  იმიტომ, რომ გეშინიათ მისი დაკარგვის. როცა ამ ყველაფერს კარგად, გააზრებულად ჩამოაყალიბებთ, უთხარით ეს თქვენს მეორე ნახევარს, ოღონდ მშვიდად და ღიმილით.

3. არასდროს გააკეთოთ ხმამაღალი განცხადებები საკუთარი მაღალი მორალური სტანდარტების შესახებ. აპელირება იმაზე, რაც პარტნიორისთვის ძალიან გამაღიზიანებელია, საერთოდ არ არის საჭირო.

გასაგებია, რომ ოჯახი თქვენთვის მთავარი ფასეულობაა – ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის ასეა, მაგრამ, ხმამაღლა მაინც ნუ იყვირებთ. ერთგულები არიან სიყვარულის გავლენით და არა – პრინციპების.

4. როცა ეჭვიანის გვერდით ცხოვრობთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ეჭვის პროვოცირება, ხუმრობითაც კი, კატეგორიულად არ შეიძლება!

 

მეტი ეგოიზმი?!

 

აქსიომაა ის, რომ, თუ არ იზრუნებ საკუთარ თავზე, შენზე ზრუნვით თავს არავინ მოიკლავს. გაიხსენეთ, როდის იყავით კაფეში დაქალთან ერთად ფინჯან ყავაზე, მშვიდ გარემოში, უბრალოდ, საჭორაოდ... ან, როდის გაისეირნეთ პარკში ან ესტუმრეთ სალონს? ხშირად ისეც ხდება, რომ თავდაუზოგავად შრომობ საყვარელი შვილის მომავლისთვის, მაგრამ საერთოდ ვერ ხედავ მის აწმყოს. ეს ძალიან ცუდია. იდეალურ დიასახლისობაზე პრეტენზია ნუ გექნებათ – ეს არაფერში გჭირდებათ, თანაც, უპირველესად, თავადვე შეგიქმნით დისკომფორტს. ეს ქმარს და შვილს კი არა, ჯერ თქვენ უნდა გინდოდეთ. თუ თქვენი პიროვნების რეალიზებას სამზარეულოში შეძლებთ, მაშინ ამზადეთ კერძები და ხეხეთ ტაფები; ხოლო, თუ რაღაც მეტის გაკეთება გინდოდათ, გქონდათ საინტერესო პროექტები და მათზე ოჯახის გამო თქვით უარი, ეს ამბავი აუცილებლად ცუდად შეგახსენებთ თავს. დაფიქრდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი გაკეთება გინდათ და მერე თამამად შეუდექით საქმეს. დრო ოჯახისთვისაც დაგრჩებათ და ამისთვის არავინ გაგკიცხავთ. წარმატებულ ადამიანებს მხოლოდ აქებენ და არ ასამართლებენ. გამოარჩიეთ გადაუდებელი და სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმეები ისეთი საქმეებისგან, რომლებიც ცოტა მოიცდის. გადაანაწილეთ დრო გონივრულად. ყველა საშუალებით გაიადვილეთ შრომა, შეიქმენით პირადი კომფორტი... პრობლემები გაუზიარეთ ოჯახის წევრებს და ისინიც ჩართეთ ყოველდღიურ პერიპეტიებში. თქვენ ამის უფლება გაქვთ და თქვენ ეს უნდა გააკეთოთ.

 

ყველაზე უკეთ

 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქციელითა თუ სიტყვით ცდილობენ, ყველას დაუმტკიცონ, რომ მათ ყოველთვის ყველაფერი კარგად აქვთ. პრობლემები? როგორ გეკადრებათ, ჩვენ ყოველთვის გვიმართლებს! – გეტყვიან ღიმილით და არავითარ შემთხვევაში არ დაგანახვებენ, რომ უჭირთ. „ძალიან კარგად!“ – ეს არის მათი პასუხი; ან შეკითხვაზე: „როგორ ხარ?!“  – გიპასუხებენ: „ყველაზე უკეთ!“ უცნაური ფაქტია, მაგრამ, ასეთი რამ ძირითადად სუსტი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ. მამაკაცებს – ძალიან ნაკლებად. ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ, თითქმის ყველა ქალი, რომელიც გიმტკიცებთ, ყველაზე უკეთ ვარო, იტყუება... შეიძლება, მას ძალიან უნდა, რასაც ამბობს, სიმართლე იყოს და თავადვე სჯერა საკუთარი ტყუილის, მაგრამ, რეალობა სხვაა. რატომ ხდება ისე, რომ ლამაზ და ჭკვიან ქალებს ყოველთვის ერთნაირად არ უმართლებთ?! ზოგიერთს სილამაზე და ჭკუა პრობლემებს უქმნის, ზოგიერთისთვის კი სიბრიყვე ბედნიერების ოქროს გასაღებად გადაიქცევა. ალბათ, მეტისმეტად ოპტიმისტი ან სრულიად უიმედო უნდა იყო, რომ იძახო, კარგად ვარ, კარგად ვარო. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი თავის მოტყუებას სიკეთე არ მოაქვს. ადრე თუ გვიან, ის სხვა მიხვდება, რომ ატყუებ და, ალბათ, შეგიცოდებს. ისე ნუ გაიგებთ, რომ წუწუნი უკეთესია, მაგრამ, არც ძალიან გაზვიადებული ოპტიმიზმი ვარგა!

скачать dle 11.3