კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში ეკლიფსი”, 1998 წლის, 2.0 ძრავით, მართვის ავტომატური კოლოფით. დაახლოებით 1 200 ბრუნის ფარგლებში ძრავა არასტაბილურად მუშაობს, გაზს თითქოს თვითონ აძლევს და აკლდება, ხოლო 1 300 ბრუნის შემდეგ ბრუნვები სტაბილურდება. მაღალი სიჩქარის დროს, დაახლოებით 2 800 ბრუნიდან, გაზი თავისით იმატებს და გადადის 4 000 ბრუნზე, რჩება ამ ბრუნვებზე და, რაც მთავარია, სიჩქარე დაბალზე აღარ გადმოაქვს. ამ დროს ძრავა „ჩეკს“ ანთებს. როდესაც ძრავას გავთიშავ და ხელახლა დავქოქავ, იწყებს ჩვეულებრივ მუშაობას, არასტაბილური 1 200-იანი ბრუნით, მაგრამ, სიჩქარეებს ცვლის 2 800-მდე და ამის შემდეგ ისევ იგივე იწყება – თავისით ადის 4 000-ზე. ასევე, „ჩეკი“ ქრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკუმულატორის „კლემას“ ჩავხსნი და ისევ ჩავრთავ. „სვეჩები” და ჰაერის ფილტრი გამოცვლილია. იქნებ, ამიხსნათ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

პასუხი: ამ გაუმართაობის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, თუმცა, პრობლემის პოვნა გაცილებით რთული იქნებოდა, და მთელი ავტომობილი დასაშლელი გახდებოდა, ძრავა „ჩეკს” რომ არ ანთებდეს. რადგან „ჩეკი“ ინთება, ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერი ავტომობილის გაუმართავი მუშაობის მიზეზს ხვდება და მისი დიაგნოსტიკით პრობლემას იოლად აღმოფხვრით. კომპიუტერზე შეერთების შემდეგ ის თავად დაგიწერთ, რა ხდება, კონკრეტულად რომელი სენსორის მუშაობა არ მოსწონს მას. მთავარი სწორედ მიზეზის პოვნაა და მერე მისი შეკეთება უკვე აღარ გაგიჭირდებათ.  

კითხვა: ამ ბოლო დროს, რამდენჯერმე გზაზე არსებული ორმოს გამო, ავტომობილის ძირით მიწას მოვედე. ძალიან მეშინია, „კარტერი” არ იყოს დაზიანებული. შეიძლება, ის ისე დაზიანდეს, რომ ვერ გავიგო?

პასუხი: კარტერის დაზიანება არ არის კატასტროფა. თუ ის გატყდა, როდესაც ავტომობილი ზეთს დაღვრის და ძრავა საფრთხის წინაშე დადგება, ხელსაწყოების დაფაზე აინთება წითელი ნათურა, რაზეც ეხატება ფიგურა სარწყავის ფორმით, რაც ნიშნავს, რომ ძრავა უნდა ჩავაქროთ და მისი ამუშავება ამ მდგომარეობაში აღარ შეიძლება. ამ შემთხვევაში, სხვა არაფერი დაგრჩენიათ, გარდა იმისა, რომ ავტომობილი ბუქსირების გზით ან ევაკუატორით გადაიყვანოთ ხელოსანთან. მაგრამ, არსებობს მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მარტივი ხერხი: ყოველთვის უნდა შეეცადოთ გზის ამოზნექილი ზედაპირი არ მოხვდეს ავტომობილის შუაში. თუ ამის საშუალება არსებობს, უმჯობესია, ავტომობილის რომელიმე ერთი მხარე გავიმეტოთ, რადგან, საბურავები და დისკები გაცილებით ადვილი შესაკეთებელია, ვიდრე „კარტერი”. იგივე პრინციპი მოქმედებს, როდესაც ორმოს ორივე საბურავი ემიზნება, ანუ, ავტომობილი ორმოში მთლიანად ვარდება, რაც მის სერიოზულ დაზიანებას იწვევს. ამიტომ, ჯობია, ერთ-ერთი მხარე დავუმიზნოთ და მეორე გადავარჩინოთ. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა ცეერვე”, რომელსაც, როგორც ვიცი, აქვს ოთხი ღვედი. მითხრეს, რომ მას გაუფუჭდა საკისარი, ეგრეთ წოდებული „პაჩემნიკი”. ხელოსანმა მითხრა, რომ ერთ-ერთ პროფილაქტიკაში არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სამედიცინო ფონედოსკოპს ჰგავს და რომლითაც იოლად იგებენ, კონკრეტულად რომელი „პაჩემნიკია” დაზიანებული. იქნებ, მითხრათ, რომელ პროფილაქტიკაში აქვთ ეს ხელსაწყო?

პასუხი: ეს ხელსაწყო აქვთ „თეგეტა მოტორსის” სერვის-ცენტრებში. შეგიძლიათ, მიხვიდეთ, აუხსნათ თქვენი პრობლემა. კვალიფიცირებული ხელოსნები ან ამ ხელსაწყოთი, ან მის გარეშე, დაადგენენ გაუმართაობის მიზეზს და მოგიგვარებენ პრობლემას.

კითხვა: მყავს „მიცუბიში პაჯერო”, 3.5 ძრავით, 1999 წლის. გამიფუჭდა კატალიზატორის ტემპერატურის სენსორი და ავტომობილმა მოუმატა ბენზინის წვას. სად ვიშოვო ეს ნაწილი და როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ ნაწილის შოვნა სამ ადგილას შეიძლება: ქუთაისის ქუჩაზე მაღაზიებში, სადაც გამართლებაზეა, რომ კარგი ხარისხის ნაწილი იყიდოთ; მეორე – „მიცუბიშის” ცენტრში, სადაც კარგი ხარისხისას იყიდით, მაგრამ, შედარებით ძვირი დაგიჯდებათ და, მესამე – „დაშლილებში,“ სადაც, ასევე, გამართლებაზეა, იქნება თუ არა საერთოდ ეს ნაწილი და, თუ იქნება, ივარგებს თუ არა. სენსორის გამოცვლა მარტივია და მისი შეცვლა ბევრ ხელოსანს შეუძლია, მაგრამ, უმჯობესია, ისეთ ადგილას შეცვალოთ, სადაც ახლოსვე იქნება კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომ შემდეგ მისი მუშაობა გადაამოწმოთ.  

კითხვა: მაინტერესებს „ნისან X ტრიალი”, 2.2 დიზელის ძრავით. როგორი ზოგადი მონაცემები აქვს ამ ავტომობილს, რას მეტყვით ძრავასთან დაკავშირებით და, ზოგადად, როგორია ის ჩვენს პირობებში?

პასუხი: „ნისანის” ეს მოდელი საკმაოდ მორგებულია ჩვენს პირობებს, არ საჭიროებს ხშირ სერვისს და, თავისი კლასის სხვა მოდელებთან შედარებით კარგი მანევრი აქვს. რაც შეეხება ძრავას, ამ ტიპის ძრავით აღჭურვილი ეს მოდელები ძალიან პოპულარულია და ყველაზე კარგად იყიდება ინგლისში, სადაც მომხმარებელი ჩვენზე გაცილებით მომთხოვნია და მანქანის მიმართ მეტი პრეტენზია აქვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული „გამომდგარი” ძრავაა. 

კითხვა: მყავს „აუდი”, 2003 წლის, 3.0 ძრავით, მექანიკა, კვადრო. შეიძლება თუ არა ამ ავტომობილზე კომპრესორის დამონტაჟება, მომიმატებს თუ არა ეს ავტომობილზე წვას და რა დაჯდება ამის გაკეთება?

პასუხი: შეუძლებელი არაფერია, მაგრამ, კომპრესორის დამონტაჟება საკმაოდ რთული თემაა კონკრეტულ მოდელზე, საქართველოში. გარდა იმისა, რომ ბევრი წვრილმანი დეტალი სჭირდება (სამაგრები, გადამყვანები და სხვა), შემდგომში ის უკვე კომპიუტერულ ჩარევას საჭიროებს. ამისთვის საჭიროა ან სპეციალური კომპიუტერი, რომლითაც თქვენს კომპიუტერს ჩაანაცვლებთ, ან, მინიმუმ, ჩიპი, რომელიც წინასწარ არის მომზადებული ამ ტიპის ინსტალაციისთვის. ეს რომ იყოს რომელიმე ისეთი მოდელი, რომელიც კომპრესორით ქარხნულად არის აღჭურვილი და დაშლილებში იოლად მოიძებნება, პირდაპირ აიღებდით ყველა საჭირო დეტალს, კომპიუტერის ჩათვლით და დაამონტაჟებდით. „აუდის” შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა. პირველი – გაგიჭირდებათ ისეთი ხელოსნის პოვნა, ვინც ამ საქმეს მოჰკიდებს ხელს და, თუკი აიღო მისი შესრულება საკუთარ თავზე, დროშიც ძალიან გაიწელება და ძალიან ძვირიც დაჯდება. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რა თქმა უნდა, გაიზრდება საწვავის ხარჯი და ამას მარტივი ახსნა აქვს: დამატებითი ჰაერი, რომელიც კომპრესორმა ჩატუმბა, საჭიროებს დამატებით საწვავს ფეთქებად მასად მისი გადაქცევისთვის. ეს იმდენად ძვირი დაგიჯდებათ, რომ, უმჯობესია, ავტომობილი შეცვალოთ და ის მოდელი შეიძინოთ, რომელსაც თქვენთვის სასურველი სიმძლავრე აქვს.  

скачать dle 11.3