კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

უგრეხელიძე

გვარის ფუძეა უგრეხი, რაც პარკოსანი მცენარის სახელია. 

რუსეთის მთავრობამ უგრეხელიძეები აზნაურებად დაამტკიცა და 1850 წელს სათვისტომო „ხავერდოვან წიგნში” შეიტანა.

საქართველოში 2 151 უგრეხელიძე ცხოვრობს: თბილისში – 479, ქუთაისში – 328, წყალტუბოში – 234. არიან სხვაგანაც. 

იმედაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი იმედა.

ამავე ძირისაა გვარები იმედიშვილი, იმედიძე, იმედაძე.

„კოდელმა ივანე იმედაშვილმა 1826 წელს ამავე სოფლის წმიდა გიორგის ეკლესიაში მონათლა ქალიშვილი – თინათინი. მიმრქმელი იყო თანასოფლელი ლაზარეშვილი.”

1860 წელს, თავად ლუარსაბ ორბელიანის ყმად მოიხსენიება სოსია იმედაშვილი.

საქართველოში 1 177 იმედაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 380, ახმეტაში – 165, გურჯაანში – 124. არიან სხვაგანაც.

ვარდიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვარდია. ეს სახელი ერქვა როგორც ქალს, ასევე მამაკაცს. ქართულში ამ სახელის რამდენიმე ფორმა გვხვდება: ვარდო, ვარდიკო, ვარდენი, ვარდიგულა, ვარდენია.

გრიგოლა ვარდიაშვილი მოიხსენიება 1509 წელს, სუმბაძეების მიერ მარკოზ დედაბრიშვილის სახელზე გაცემულ ნასყიდობის წიგნში.

ნინია სოლოღოვის გლეხად, 1823 წელს, სოფელ ბორბალოში მოიხსენიება ვანო ვარდიაშვილი.

ქართველების მიერ გრიგორიანული სარწმუნოების მიღების შემდეგ ამ გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხად ჩაწერეს და სახელი ვარდუა ვართანად გადააკეთეს, ხოლო ამ ძირიდან ნაწარმოები გვარი ვართანაშვილად შეცვალეს.

ამავე ძირისაა გვარები: ვარდანისძე, ვარდიძე, ვარდოშვილი, ვარდანაშვილი, ვარდუაშვილი.

საქართველოში 1 475 ვარდიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 552, სიღნაღში – 208, რუსთავში – 165. არიან სხვაგანაც.

დიხამინჯია

დიხა მეგრულად მიწას ნიშნავს, მინჯ-ე კი – პატრონს; დიხამინჯია – მიწის მეპატრონე, ანუ, კაცი, რომელიც მიწას ფლობს. სავარაუდოდ, მაღალი სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელ გვართან უნდა გვქონდეს საქმე. თუმცა, წყაროებში მოძიებული ინფორმაციით, ისინი გლეხებად არიან მოხსენიებულნი.

„დიხამინჯია თამაზა, ხობს მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ევალებოდა ხუთი ლოღარიკი სანთელი“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).

1888 წლის მონაცემებით, დიხამინჯიების რამდენიმე ოჯახი სამეგრელოდან სოჭში გადასულა. ვიქტორ დიხამინჯიას და სხვათა ინიციატივით, 1921-1922 წლებში, სოჭში გაიხსნა ქართული სკოლა.

საქართველოში 711 დიხამინჯია ცხოვრობს: თბილისში – 171, მარტვილში – 146, სენაკში – 90. არიან სხვაგანაც.

უძილაური

უძილაური სათემო გვარია ფშავში, მომდინარეობს მამაკაცის სახელიდან – უძილაი.

ფშავში თერთმეტი თემი არსებულა, გვარი კი შედარებით მეტი იყო. „ფშავში გვქონდა გოგოჭურთ, გაბიდაურთ, გოგოლაურთ, ქისტაურთ, ჭოჩოელთ, გოდერძაულთ, მათურელთ (ზურაბაულთ), წოწკოლაურთ, უძილაურთ, წითელაურთ და უკანა-ფშაველთ თემები“.

საქართველოში 506 უძილაური ცხოვრობს: ახმეტაში – 234, დედოფლისწყაროში – 84, დუშეთში – 45. არიან სხვაგანაც.

გასიტაშვილი-ვარძიელაშვილი

გვარი მომდინარეობს და სათავეს იღებს ვარძიელაშვილების გვარიდან. ისტორიული დოკუმენტები ასეთ სანდო და საინტერესო მასალას გვაწვდის: „ვარ ვარძიელასშვილი, იგივე გასიტასშვილი გიორგი, მყავს მამა გასიტა, ძმები ზაქარია, ხოსიტა“ (1690 წელი).

„დათუნა ვარძიელასშვილმა მიჰყიდა შოშიტა მიქელასშვილს ნაახოები მიწა გოჩა იჩითიძის, ბერიკა იაველასშვილის და სავარძელოსშვილის მიწებამდე“ (1690 წელი).

საქართველოში 497 ვარძიელაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 226, თბილისში – 157, გორში – 77. არიან სხვაგანაც.

455 გასიტაშვილი: თბილისში – 121, გორში – 112, ქარელში – 72. არიან სხვაგანაც.

ჩადუნაშვილი

ჩადუნაშვილისა და ჩადუნელის გვართან დაკავშირებით მკვლევარი მაისურაძე წერდა: „სავარაუდოა, მომდინარეობდეს დასახლებული პუნქტის სახელიდან და სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან იყოს გვარად ქცეული. სადუნა მცენარეა, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა, თუმცა, ამას ეწინააღმდეგება ჩადუნაშვილის ეტიმოლოგიის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ჩადუნა საკუთარი სახელი უნდა იყოს.”

1823 წელს, კაპიტან გიორგი ბარათოვის გლეხებად დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ბეჟანა და გიგა ჩადუნაშვილები.

1873 წლის აღწერაში მოიხსენიებიან იაკობ და ივანე ჩადუნაშვილები.

საქართველოში 56 ჩადუნაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 15, თბილისში – 7.

3 578 ჩადუნელი: ბორჯომში – 898, ხაშურში – 767, თბილისში – 672. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

скачать dle 11.3