როგორ მოვხიბლოთ და დავიყოლიოთ ამა თუ იმ სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები
სხვადასხვა სტიქიის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები განსხვავებულად კამათობენ. თუ გეცოდინებათ თქვენი საყვარელი ადამიანის ტაქტიკა, მაშინ მასთან კონფლიქტის მართვასაც შეძლებთ. ასე რომ, დაადგინეთ მისი დაბადების სტიქია და შემდეგ შეარჩიეთ მასთან საუბრის ტონი.
მიწის სტიქია: ამ სტიქიას განეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ კუროს, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ. მათთან ურთიერთობაში გაითვალისწინეთ, რომ უყვართ პირდაპირობა, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, სტაბილურობა და საიმედოობა. უნდა მოუყვეთ ყველაფერი გულწრფელად და ბოლომდე. არ უყვართ სიურპრიზები. იყავით რაც შეიძლება ბუნებრივი, რომ მათი გულის მონადირება ადვილად შეძლოთ. ნუ იქნებით მათ წინაშე ყალბი.
ჰაერის სტიქია: ამ სტიქიის ქვეშ დაიბადნენ ის ადამიანები, რომელთა ზოდიაქოებია: სასწორი, ტყუპები და მერწყული. ისინი მუდამ მოქმედების პროცესში არიან, უყვართ ცვლილებები და ექსპერიმენტები. ადვილად ეწყობიან გარშემო მყოფებს. მათთან ურთიერთობის წამოწყება ადვილია, მაგრამ, ამ ურთიერთობის შენარჩუნებაა რთული. მოთმინების დიდი უნარი უნდა გქონდეთ, თუკი მათ გვერდით აპირებთ ყოფნას. არ უყვართ, როცა მაღალი ტონით ესაუბრებით – ასე, მხოლოდ ურთიერთობას გაიფუჭებთ. ამას ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან არ გირჩევთ, რადგან, შემდეგ მათი გულის მოლბობა და შემორიგება ძალიან გაგიჭირდებათ.
წყლის სტიქია: თევზების, მორიელისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულები წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. გამოირჩევიან ოცნებებისა და ფანტაზიის სიყვარულით. გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენი სიტყვა მათი ოცნების საკვებად გამოიყენება, ფანტაზიების კი მტკიცედ სჯერათ. მათი გახარება და გაბედნიერება ადვილია ლამაზი და თბილი სიტყვებით. მათთვის არარეალური დაპირებებიც კი საკმარისია ნდობის მოსაპოვებლად. თუმცა, მათი გაღიზიანება ნამდვილად არ ღირს! იშვიათად კამათობენ და გამოდიან წყობიდან, მაგრამ, ნამდვილად არ გირჩევთ ამ იშვიათობის მომსწრე გახდეთ.
ცეცხლის სტიქია: ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებიან. ისინი ბუნებით ლიდერები არიან და მუდამ საკუთარი თავის წარმოჩენისკენ ისწრაფვიან. ამასთან, მუდამ სურთ მხარდაჭერა. არ შეეკამათოთ, რადგან, ძალიან ჯიუტები არიან და ვერ ხედავენ საკუთარ შეცდომებს. უთხარით ის, რისი მოსმენაც მათ სურთ – სხვაგვარად მათი დაყოლიება გაგიჭირდებათ. მთავარია, მიეცით თქვენს რჩეულს დრო, მიხვდეს, თუ რამდენად ღირებული ადამიანი ხართ მისთვის და რომ თქვენთან კამათი მას კარგს არაფერს მოუტანს. მთავარია, მას არ აჰყვეთ და აცადოთ, ყოველი თავისი სიტყვა და მოქმედება გაიაზროს.