კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1996 წლის 1 ივლისს, საღამოს 4-დან 5 საათამდე. მაინტერესებს, სასურველია თუ არა მისთვის საინჟინრო და ენერგეტიკის დარგის პროფესიები და კიდევ რომელი პროფესიაა ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის მისაღები. 

პასუხი: მისთვის კარგია საინჟინრო საქმიანობა, ენერგეტიკის დარგის პროფესიები – საშუალოა. ამას გარდა, მისაღები და წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი; პოლიტიკა, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი; საათების ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი; იურისპრუდენცია, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, კვების მრეწველობის ინდუსტრია. 

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 23 ნოემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ სფეროში მელის მეტი წარმატება?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება საუკეთესო თვისებების გამოვლენას: აუცილებლად უნდა იყოთ აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული; შეძლოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. უნდა დაეყრდნოთ ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას; გამოიჩინეთ მიზანსწრაფულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა; ისწავლეთ ფულის ყაირათიანი ხარჯვა-გადანაწილება. იყავით ფრთხილი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. მაქსიმალურად მოაწესრიგეთ ურთიერთობები როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. თქვენთვის წარმატებების მომტან პროფესიებს კი განეკუთვნება: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ხელოვნების ფართო სპექტრი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობის ფართო სპექტრი, სოციოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, საკონსტრუქტორო, საგამომცემლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ვიდეო, მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა და ქორეოგრაფია. 

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 29 აპრილს, დილის საათებში. რომელ პროფესიებში მელის წარმატებები?

პასუხი: გირჩევთ, ნუ გექნებათ ცხოვრებაში სხვისი იმედი, საკუთარი შრომით უნდა შეძლოთ სახელის დამკვიდრება და წარმატებების მიღწევა კარიერაში. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა; მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართლებრივი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსები ნამდვილად გაქვთ.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 14 თებერვალს, დილის 5 საათსა და 30 წუთზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ სამშობლოს პატრიოტი, დაიცვათ ადათ-წესები და პატივი სცეთ ტრადიციებს. ასევე, თქვენს კოსმიურ მისიაში შედის სტაბილური საოჯახო და სანათესაო კავშირების ჩამოყალიბება. დაეყრდენით ინტუიციას. დაიცავით საიდუმლო. ამ თვისებებთან ერთად, რაც უფრო მეტად გამოიმუშავებთ რწმენას საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, მით უკეთ შეძლებთ ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას; იყავით უშიშარი და მებრძოლი სულისკვეთების, ასევე, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი და მომთმენი, – ასეთ შემთხვევაში, მეტად წარმატებით შეასრულებთ თქვენს კარმულ-კოსმიურ მისიას დედამიწაზე.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 2 ოქტომბერს, ღამის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა (კერძოდ, საბერძნეთში). რას მირჩევთ, ღირს ჩემი იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა? თქვენ რომელ ქვეყანას მირჩევთ?

პასუხი: უცხოეთი თქვენი გამარჯვების ფაქტორია. ამიტომ, სამშობლოდან გამგზავრება თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანიც კია. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – აღმოსავლეთი მხარე, ინგლისის დასავლეთი, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ჩრდილოეთის ქვეყნები. საბერძნეთი თქვენთვის დიდი წარმატებების მომტანი ქვეყანა არ არის, თუმცა, არც ცუდია და, ამიტომ, ძალების მოსინჯვა ღირს.

скачать dle 11.3