კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უშვებდნენ სარფის საბაჟოზე სტუდია „გვირილას“ ბავშვებს, რომლებმაც ბულგარეთში გრანპრი აიღეს

წლევანდელ ზაფხულს საბავშვო სტუდია „გვირილამ” მონაწილეობა მიიღო  საერთაშორისო არტ-ფესტივალში „ნესტია 2013”, ბულგარეთში სანი ბიჩზე. „გვირილამ”  სპეციალურად ფესტივალისთვის მოამზადა ბისერ კიროვის ცნობილი ბულგარული ჰიტი, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად და რომელმაც მთელი ბულგარელი მაყურებელი აამღერა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 12 ქვეყანა, მათ შორის: სერბია, მაკედონია, პოლონეთი, უკრაინა, იტალია, რუსეთი და სხვა.

ნინო ჩიხლაძე (სტუდიის არტ-მენეჯერი): ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვირილებმა ფესტივალზე უმაღლესი შეფასება მიიღეს – „გვირილა” საერთაშორისო ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. ჩვენი სტუდიის ბავშვები – მონაწილეთა შორის ყველაზე პატარები იყვნენ, მათ ყველა ეფერებოდა, გულშემატკივრები კი  სამახსოვრო სურათებს იღებდნენ გვირილებთან ერთად.

ერნა წიფურია (სტუდია „გვირილას“ ხელმძღვანელი): ფესტივალზე იყო უამრავი ნომინაცია. მეამაყება, რომ საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც ამდენი ქვეყანა მონაწილეობდა, მთავარი პრიზი – გრანპრი – სტუდია „გვირილას” გადასცეს. გარდა ამისა, ჩვენმა ბავშვებმა გაიმარჯვეს ფესტივალის ნომინაციებში: „საუკეთესო დუეტი“ – ანი ჩაგუნავა და გიორგი ღოღობერიძე; „საუკეთესო ტრიო“ – ელენე ფარფალია, ანი ტოგონიძე და ანი გოდუაძე; „მაყურებლის სიმპათია“ – მარი მელიქიძე; „საუკეთესო არტისტიზმი“ – მარი ყვენწაშვილი; „საუკეთესო რეტრო სიმღერის შესრულება“ – თიკა ზურაბიშვილი; „საუკეთესო კოსტიუმი“ – სალომე ჭიკაძე; „მსოფლიო ჰიტის საუკეთესო შერულება“ – ნანუკა მელუა; „საუკეთესო დეფილირება“ – ინა ბაგდასაროვა; „სახასიათო სიმღერის საუკეთესო შესრულება“ – ნიკა გურასპაშვილი. 

როგორც გამარჯვებულები და გრანპრის მფლობელები, სტუდია „გვირილა“ ქალაქ სვატოი ვლასის მერმა მიიწვია თეატრში, გალა კონცერტზე, სადაც ღონისძიებას 3 000 მაყურებელი დაეწრო.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობისას გადაგვხვდა ბევრი კურიოზი და რამდენიმე მათგანს მოგიყვებით: ჩამოსვლისთანავე საბაჟოზე უამრავი ხალხი დაგვხვდა. ჩვენი ჯგუფის  წარმომადგენელი მივიდა საბაჟოს წარმომადგენელთან და აუხსნა, რომ ბულგარეთიდან ჩამოსულია ფესტივალის გამარჯვებული, გრანპრის მფლობელი საბავშვო ანსამბლი „გვირილა”. საბაჟოს წარმომადგენლები შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში, მაგრამ, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და აღარ გვიშვებდნენ საზღვარზე. მერე გაირკვა, რომ თურმე, მათ ჩვენი უსიმღეროდ გაშვება არ სდომებიათ და, ასე, ჩვენი ბავშვების სიმღერ-სიმღერით გადავლახეთ საბაჟო.

ბულგარეთში ერთ-ერთ ღონისძიებაზე უგემრიელესი ნამცხვრებითა და ტკბილეულით გაგვიმასპინძლდნენ. ჩვენმა პატარებმა დამატებითი ულუფა მოინდომეს, მაგრამ, მასპინძლისგან ცივი უარი მიიღეს. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ უარის „საიდუმლო“ თავის ქნევაში ყოფილა: თავის დაქნევა ჩვენთან თანხმობას ნიშნავს, მათთან კი – უარს და პირიქით. ამიტომ, მასპინძლის ღიმილმა და თავის გაქნევამ პატარები შეცდომაში შეიყვანა. მოკლედ, იმ დღეს ტკბილეული და ნამცხვარი არ მოგკვლებია.

სტუდია „გვირილამ” ფესტივალზე შეიძინა უამრავი მეგობარი და მიიღო ბევრი საინტერესო შემოთავაზება, მათ შორის – ესპანეთში.

არტ-ფესტივალის პრეზიდენტი და დამფუძვნებელი ვანა პაშკოვა: კჭêèå èçóìèòåëüíûå ჰåòè èç დðóçèè, ასე იხსენიებდა ჩვენს პატარებს ქ-ნი ვანა, რომელმაც საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე, გალა კონცერტზე, როგორც გამარჯვებულებს, ყველაზე მეტი საკონცერტო დრო ჩვენს პატარებს დაუთმო.

 ფესტივალზე გამარჯვების პარალელურად, „გვირილამ” გადაიღო რამდენიმე საინტერესო კლიპი, რომელთა პრეზენტაცია სულ მალე – სექტემბერში, თბილისში გაიმართება. 

ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ბავშვები სტუდიის 20 წლის იუბილეზე კარგი საჩუქრით დაბრუნდნენ ბულგარეთიდან. ვულოცავ სტუდია „გვირილას” გრანპრის მოპოვებას საერთაშორისო ფესტივალზე! ისინი გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და მათთან შემოქმედებითი ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. 

რაც შეეხება მომავლის გეგმებს სტუდია „გვირილა” უკვე ემზადება მონაწილეობის მისაღებად ხობის საერთაშორისო ფესტივალში „სიმღერა სამეგრელოზე”, რომელიც სექტემბერში ჩატარდება.

скачать dle 11.3