კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქეთი ორჯონიკიძისა და თათა მეტივიშვილის “ფოტოგრამმეტრია„

15 ოქტომბერს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, ხელოვნების სასახლეში გაიმართა ქეთი ორჯონიკიძისა და თათა მეტივიშვილის ნამუშევრების ფოტოგამოფენა, სახელწოდებით – „ფოტოგრამმეტრია“, მომღერალი სულ სხვა ამპლუაში წარსდგა ხალხის წინაშე: მან თათასთან ერთად ორი თვის განმავლობაში გამოფენისთვის შექმნა ფოტოსურათები და თაბაშირის ქანდაკებები. მნახველმა ორი ნიჭიერი მეგობრის სულ ოცამდე ნამუშევარი იხილა, რომლებიც ოთხ თემად იყო დაყოფილი: 1. სპორტი და ხელოვნება; 2. საგნები დროსა და სივრცეში; 3. სხეულის ნაწილები და 4. აბსტრაქცია. გამოფენას ცნობილი სტუმრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ქეთისა და თათას ტანდემმა ყველა მნახველი მოხიბლა. ორი ნიჭიერი ადამიანი არ აპირებს ამაზე გაჩერებას და კიდევ ბევრ სიურპრიზს გვპირდება. ხოლო მათ, ვისაც სურთ ქეთისა და თათას „ფოტოგრამმეტრიის“ ნახვა, შეუძლიათ, მიბრძანდნენ ხელოვნების სასახლეში, სადაც ნამუშევრები კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი.

скачать dle 11.3