კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ატამი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ქლიავი კი კუჭ-ნაწლავის უებარი წამალია

ატმის ნაყოფს სასწაულმოქმედი თვისებები აქვს. ეს წვნიანი, არომატული და გემრიელი ხილი აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას; აჩერებს  უჯრედებში სითხეს, რითაც ხელს უშლის მათ დაბერებას; ასევე, ანელებს მავნე მიკროორგანიზმების აქტიურობას.

ატამი შეიცავს A და B ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს: ნიაცინს, მაგნიუმს, სელენსა და თუთიას, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე, ხსნის ნევროზსა და შიშის შეგრძნებას, არეგულირებს ძილს, კანს კი არაჩვეულებრივ ელფერს აძლევს.

ქლიავი გემრიელი და ძალიან სასარგებლო ხილია. მისი მთავარი ღირებულება რბილობში შემავალი პექტინია. ის ნაწლავში აბრკოლებს ლპობის პროცესს, ასევე, უვნებელყოფს სამრეწველო საწარმოების გამონაბოლქვების გზით ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ სიცოცხლისთვის საშიშ ლითონებს: ვერცხლისწყალს, ტყვიას, სტრონციუმს. ასე რომ, დიდ ქალაქებში მცხოვრებმა ადამიანებმა, ანუ, მათ, ვინც გამონაბოლქვს ისუნთქავს, ქლიავი ხშირად უნდა ჭამონ.

ქლიავის ნაყოფის უჯრედისი ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს. ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნაკლებად მოძრავი და მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს. ამ შემთხვევაში მათ ყველაზე უკეთ შავქლიავა ეხმარება. ის აღიარებულია არა მხოლოდ ხალხური, არამედ, კლასიკური მედიცინის მიერაც.

კუჭ-ნაწლავის მუშაობის უწამლოდ აღსადგენად, სრულიად საკმარისია დღეში დაახლოვებით 15-20 ცალი ტკბილი ქლიავის ჭამა.

 

რა იწვევს წონაში სწრაფ მომატებას

უამრავი მოდური დიეტა არსებობს, ეფექტური და გამართლებული კი მხოლოდ სამკურნალო, სპეციალისტის მიერ ზუსტად შერჩეული და სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული დიეტებია. მოდურ დიეტებთან კი, რომლებითაც მაქსიმუმ ოთხ კვირაში უნდა შეძლოთ სხეულის სრული კორექცია, სიფრთხილე გმართებთ. ასეთი დიეტების მთავარი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ პრაქტიკულ შედეგს არ იძლევა, უპირველესად, იმის გამო, რომ ის აგებულია გარკვეული პროდუქტების მკაცრ შეზღუდვაზე.

ბევრს მიაჩნია, რომ ყველაზე ეფექტურია მკაცრი დიეტის დაცვა. ისეთი დიეტა, რომელიც ნახშირწყლებს გამორიცხავს, მხოლოდ წყალს გამოდევნის ორგანიზმიდან. ადამიანი, რომელიც ამ დიეტას იცავს, წონას სწრაფად კარგავს. მას უხარია, რადგან, ფიქრობს, რომ ცხიმებისგან თავისუფლდება. ცხიმები ძალიან ძნელად იწვება, მაგრამ, ძალიან სწრაფად აღიდგენს თავს – დიეტის შეწყვეტისთანავე. ასეთი მკაცრი დიეტის დასრულების შემდეგ წონას არათუ იბრუნებენ, უფრო მეტადაც კი სუქდებიან, ეს კი იმის გამო ხდება, რომ, თუ ყოველდღიურად 1 300 კალორიაზე მეტი არ მივიღეთ, ორგანიზმი თავისით გადაეწყობა კვების მკაცრ რეჟიმზე. ნივთიერებათა ცვლის პროცესი 10-30 პროცენტით ნელდება, ანუ, კალორიები ნელა იწვება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა დიეტა მთავრდება, ადამიანი ისევ ჩვეულ კვების რეჟიმს უბრუნდება, ორგანიზმს კი ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაწყობა უჭირს და კალორიებს ისევ ნელა წვავს, რაც წონაში სწრაფი მატების მიზეზი ხდება.

არასწორი დიეტის დასრულების შემდეგ გასუქებას ისიც იწვევს, რომ ორგანიზმი შეზღუდულია კვების რეჟიმში, წვავს კალორიების მხოლოდ ნახევარს, დანარჩენს კი მარაგად ინახავს და, რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებს, მით უფრო ეკონომიურად ხარჯავს მას. როგორც კი ადამიანი შიმშილს შეწყვეტს და ჭამას დაიწყებს, ჭარბად მიღებულ კალორიებს ორგანიზმის მიერ მომარაგებულიც დაემატება და, ეს, თავისთავად, ორმაგი წონის საწინდარია.

გახდომისთვის საუკეთესო გამოსავალია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ბევრი მოძრაობა. მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული და აქტიურად ივარჯიშეთ.

 

საუზმეზე აუცილებლად მიირთვით ფაფები და რძის პროდუქტი

ადამიანების უმრავლესობა დილას ჭიქა ყავით იწყებს. ამას იმით ამართლებენ, რომ ფხიზლდებიან და ენერგიაზე მოდიან. არადა, თუ დილით მაგარ ყავას დასჯერდებით, სისხლში ქოლესტერინის დონე მკვეთრად აიწევს, გლუკოზა კი შემცირდება, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა.

გამოკვლევების მიხედვით, ისინი, ვინც დილაობით რეგულარულად საუზმობენ, მთელი დღის განმავლობაში კარგად გრძნობენ თავს, არც სტრესი ემუქრებათ და არც დეპრესია, ასევე, სწრაფად ითვისებენ ახალ ინფორმაციას და შრომის უნარიც ემატებათ.

გირჩევთ, საუზმეზე მიირთვით ფაფები და პური. ეს პროდუქტები მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, რძის პროდუქტი კი – კალციუმით.

ასე რომ, დილით ფინჯანი ყავის ნაცვლად, უმჯობესია, უპირატესობა ფაფეულსა და რძის პროდუქტებს მიანიჭოთ.

 

რევმატიული ადამიანისთვის ფუტკრის კბენა წამალია

ფუტკრის ნესტარი რთული აგებულების დაცვითი აპარატია, რომელიც წარმოადგენს შხამის რეზერვუარს. კანში ჩარჭობილ ნესტარს, მახვილწვერიანი პატარა კბილანების გამო, ორგანიზმიდან გარეთ გამოსვლა არ შეუძლია. დაზარალებულს ნაკბენი ადგილი უწითლდება, უსივდება, ექავება და სტკივა; ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებს კი ტემპერატურის მომატება და მწვავე ალერგიული რეაქცია ეწყებათ. სასიკვდილო ფაზაა ერთდროულად დაახლოებით 500-1 000 ფუტკრის ნაკბენი.

მრავალწლიანმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ფუტკრის შხამი რევმატიზმს კურნავს. ასევე, დადგინდა, რომ შხამი სისხლში ქოლესტერინის დონეზეც ახდენს გავლენას. ზოგიერთი დაავადების დროს მას ზევით სწევს, სხვა შემთხვევაში კი – პირიქით.

ფუტკრის შხამი, ანუ აპიტოქსინი, ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების რთული კომპლექსია. მისი შემადგენლობა სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, მაგრამ, დადგენილია, რომ ის დაახლოებით ათ ცილოვან ნივთიერებას შეიცავს, კერძოდ: სხვადასხვა პეპტიდს, 20 სახის ამინომჟავას, ჰისტამინს, ცხიმოვან ნივთიერებებს, სტარონებსა და ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის წყალბადი, ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია, გოგირდი, მანგანუმი, იოდი და ქლორი.

პეპტიდი ადოჰანი ფუტკრის შხამის მრავალრიცხოვანი კომპონენტებიდან ერთადერთია, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება აქვს. ის სისხლში ერითროციტების შეწებებას აბრკოლებს და, შესაბამისად, სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ფუტკრის შხამი უძლიერესი იმუნოსტიმულატორი და იმუნომოდულატორია. მისი მინიმალური კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს. ფარმაცევტული ფირმები ფუტკრის შხამისგან ბევრ გამწმენდ პრეპარატს ამზადებენ ინიექციის, დასაზელი მალამოს, საინჰალაციო საშუალებების სახით, მაგრამ, ცნობილია, რომ საუკეთესო სამკურნალო ეფექტს მხოლოდ ახლად გამოღებული შხამი იძლევა.

იმის გამო, რომ აპიტოქსინს უკუჩვენება აქვს სისხლის, ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, დიაბეტის, სიმსივნის დროს, ფუტკრის შხამით თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია.

 

უძილობასა და გულის დაავადებებს თაფლი შველის

გულის ნებისმიერი დაავადების დროს, როდესაც კუნთები საგრძნობლად დასუსტებულია, შესამჩნევ შედეგს იძლევა ერთი ან ორი თვის განმავლობაში დღე-ღამეში 50 გრამი თაფლის მიღება. ასეთი მკურნალობით უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა, გულ-სისხლძარღვთა ტონუსი და ჰემოგლობინის ბალანსი.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს თაფლი გამოიყენება სხვა კომპონენტებთან ერთადაც და ამ შემთხვევაში მკურნალობის ეფექტი ერთიორად იზრდება. 2 ჩაის ჭიქა ასკილის ნახარშს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. კურსის ხანგრძლივობა ხუთი-ექვსი დღეა. შემდეგ რამდენიმე დღე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

გულის, ჰიპერტონიული დაავადებისა და უძილობის დროს, 1 ჩაის ჭიქა „ბორჯომში“ გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და მიიღეთ დილას უზმოზე და საღამოს – ძილის წინ.

კარგ შედეგს იძლევა ჰიპერტონიული დაავადების დროს შემდეგი ნარევიც:

1 ჩაის ჭიქა წითელი ჭარხლის წვენს, 1 ჭიქა სტაფილოს წვენს, 1 ჭიქა წყალს და 1 ცალ ლიმონის წვენს დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა თაფლი, კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.

 

სანელებლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია

სამკურნალო მიზნით სანელებლებს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ, კერძოდ:

ვანილი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აქვს მასტიმულირებელი თვისებები. მას ინტენსიურად იყენებენ ჰომეოპათიაში.

ანისული აძლიერებს მადას, კარგია გინეკოლოგიური დაავადებებისა და გაციების დროს.

მიხაკი ძლიერი ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა ინფექციური დაავადებების დროს.

დარიჩინი გამოიყენება გაციების დროს, ინჰალაციისთვის; ასევე, კარგია კუჭის დაავადებების შემთხვევაშიც.

ილი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, კვებავს სისხლის პლაზმას, ძვლის ტვინს, ნერვულ უჯრედებს. აუმჯობესებს მადას.

ქინძი ამაგრებს გულს, ორგანიზმს ჰმატებს ენერგიას.

კოჭა აძლიერებს მადას, ათბობს სისხლსა და კუჭს. ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს მეხსიერებას.

დაფნა ამაღლებს იმუნიტეტს. მისი ნაყენი აუმჯობესებს სუნთქვას და ხსნის დაღლილობას.

წიწაკას აქვს გამაჯანსაღებელი თვისება, წმენდს სისხლს, აუმჯობესებს მის მიმოქცევას, აჩერებს შიდა სისხლდენას.

კვლიავი ამშვიდებს ნერვებს, ააქტიურებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს დაქვეითებულ მეხსიერებას.

ასე რომ, სისტემატურად გამოიყენეთ სანელებლები კერძებში და იცხოვრეთ ჯანმრთელად.

скачать dle 11.3