კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ფეხბურთელში გადაიხადა მადრიდის „რეალმა” 100 მილიონი ევრო და ვინ შეიძინა ლონდონის „არსენალმა” თავისთვის სარეკორდო თანხად

2013 წლის 1 სექტემბერს ოფიციალურად დასრულდა სატრანსფერო ფანჯარა მსოფლიო ფეხბურთის წამყვან ლიგებში და მისი მსვლელობის დროს არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, რომელთა შესახებ ამ ნომერში მოგახსენებთ.

ინგლისის პრემიერლიგა

ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი: მესუთ ოზილი „რეალიდან” – „არსენალში” (50 მილიონი ევრო)

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის მთავარი მოულოდნელობა და ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი ლონდონის „არსენალის” ისტორიაში. ზაფხულის დასაწყისში „არსენალის” გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი ირწმუნებოდა, რომ გუნდი აუცილებლად გაძლიერდებოდა და ამაზე რამდენიმე ათეული მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა, ზაფხული ისე მიიწურა, რომ „არსენალმა” ვერც ერთი ღირებული შენაძენი ვერ გააკეთა. ლუის სუარესის, გონსალო იგუაინისა და უეინ რუნის ტრანსფერები არ შედგა და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ „მეთოფეები” არავის შეიძენდნენ, რაც ქომაგებში სამართლიან აღშფოთებას იწვევდა; მაგრამ, ბოლო დღეს არსენ ვენგერმა „გაისროლა” და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, გერმანელი მესუთ ოზილი, „რეალისგან” იყიდა.

ყველაზე სარფიანი გარიგება: რომელუ ლუკაკუ „ჩელსიდან” – „ევერტონში” (1 წლით განათხოვრება)

სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” წარმატებული სეზონის შემდეგ, ბელგიელი რომელუ ლუკაკუ ფეხს მოიკიდებდა ლონდონურ „ჩელსიში”, თუმცა, მას შემდეგ, რაც რომან აბრამოვიჩმა მახაჩკალის „ანჟიდან” კამერუნელი სამუელ ეტოო გადაიბირა, „არისტოკრატებში” ლუკაკუს ადგილი აღარ დარჩა, მაგრამ „ევერტონმა” გამოიყენა სატრანსფერო ფანჯარა და უმაღლესი დონის თავდამსხმელი ერთი წლით უფასოდ ჩაიგდო ხელში.

უცუდესი შენაძენი: ვიქტორ ანიჩებე „ევერტონიდან” – „ვეს ბრომვიჩში” (5,9 მილიონი ევრო) 

ხშირმა ტრავმებმა ვიქტორ ანიჩებეს კარიერა, ფაქტობრივად, გაანადგურა. ნიგერიელმა რვა წელი გაატარა „ევერტონში” და მხოლოდ რამდენიმე მატჩში მოახერხა თავისი პოტენციალის სრული გამოვლენა. მასში გადახდილი 5,9 მილიონი ევრო დღემდე ყველაზე უცნაურ ტრანსფერად ითვლება პრემიერლიგაში.

ესპანეთის „პრიმერადივიზიონი“

ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი: გარეთ ბეილი „ტოტენჰემიდან” – „რეალში” (100 მილიონი ევრო)

უელსელი ვინგერის ყიდვა მადრიდის „რეალის” მიერ უკვე დასახელდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ ტრანსფერად. აქამდე სამნიშნა ციფრი არც ერთ ფეხბურთელში არ გადახდილა. სკეპტიკოსების თქმით, ბეილის ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი და ფეხბურთელი ამდენი არ ღირს; იმავეს იმეორებენ მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელებიც. უცნობია, გაამართლებს თუ არა ბეილი მადრიდელი ქომაგების იმედებს – ამას მომავალი სეზონი გვაჩვენებს.

ყველაზე სარფიანი გარიგება: ნეიმარი „სანტოსიდან” – „ბარსელონაში” (57 მილიონი ევრო)

გარეთ ბეილის ტრანსფერმა ერთგვარად დაჩრდილა სუპერტალანტად წოდებული ბრაზილიელი ნეიმარის გადასვლა „ბარსელონაში”. სეზონის პირველმა მატჩებმა დაგვანახვა, რომ ლიონელ მესის შესანიშნავი მეწყვილე გამოუჩნდა და კატალონიელების შეტევა კიდევ უფრო მძაფრი და დაუნდობელი გახდა. ნეიმარის ყიდვით „ბარსამ” კარგი დაბანდება გააკეთა, რადგან შესაძლოა, სწორედ ის გახდეს ახალი სატრანსფერო რეკორდის მფლობელი მომავალში.

უცუდესი შენაძენი: ასიერ ილიარამენდი „რეალ სოსიედადიდან” – „რეალ მადრიდში” (39 მილიონი ევრო)

ბეილის ტრანსფერის პარალელურად, ფლორენტინო პერესმა 39 მილიონი ევრო გადაიხადა უცნობ, არცთუ ახალგაზრდა ფეხბურთელში, რომლის ტრანსფერს არავინ ელოდა მადრიდში. ილიარამენდი წინა სეზონის აღმოჩენად ითვლება, თუმცა, კონკურენციის გაწევა ისეთი ფეხბურთელებისთვის, როგორებიც არიან ჩაბი ალონსო, სამი ხედირა, ლუკა მოდრიჩი და სხვები, მას ნამდვილად გაუჭირდება.

იტალიის სერია A

ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი: გონსალო იგუაინი „რეალიდან” – „ნაპოლიში” (37 მილიონი ევრო)

„ნაპოლის” პრეზიდენტმა აუერლიო დე ლაურენტისმა 64 მილიონ ევროდ გაყიდა „პარი სენ-ჟერმენში” ურუგვაელი ედინსონ კავანი და ამ თანხით რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი შეიძინა, მათ შორის – ხოსე კალიეხონი, რაულ ალბიოლი და გონსალო იგუაინი, რომლის ტრანსფერი ამ ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია იტალიაში. არგენტინელი შემტევი მალე იქცა ნეაპოლელი ქომაგების საყვარელ ფეხბურთელად, რადგან იქ ტკბილად ახსენდებათ ყველაზე ცნობილი არგენტინელის – დიეგო მარადონას გატარებული წლები „ნაპოლიში”.

ყველაზე სარფიანი გარიგება: კარლოს ტევესი „მანჩესტერ სიტიდან” – „იუვენტუსში” (9 მილიონი ევრო)

არგენტინელი კარლოს ტევესი კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, როდესაც მას ტურინული გრანდი დაუკავშირდა. მანამდე „იუვენტუსი” უშედეგოდ ცდილობდა რობინ ვან პერსის გადაბირებას, თუმცა, ტრანსფერი არ შედგა და საბოლოოდ მათ 9 მილიონად იყიდეს ტევესი, რომელმაც „ბებერი სენიორას” ისედაც ძლიერი შეტევის ხაზი კიდევ უფრო მძლავირ გახადა.

უცუდესი შენაძენი: ისკახ ბელფოდილი „პარმადან” – „ინტერში” (7,5 მილიონი ევრო)

ისკახ ბელფოდილში „ინტერმა” ანტონიო კასანო და 7,5 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა გაუგებარია რაში დასჭირდა მილანურ კლუბს ეს ფეხბურთელი, რომელიც მკაცრად იცავს მუსლიმანურ წესებს, ინახავს მარხვას და ამის გამო სეზონისწინა პერიოდი, პრაქტიკულად, გააცდინა.

საფრანგეთის ლიგა 1

ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი: ედინსონ კავანი „ნაპოლიდან” „პსჟში” (64,5 მილიონი ევრო)

კავანის გადასვლით ვარაუდობდნენ, რომ პარიზელების კიდევ ერთი ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ახალი კლუბის მოძებნაზე დაფიქრდებოდა, თუმცა, ზლატანი დარჩა და ამჟამად „პარი სენ-ჟერმენს” ყველაზე სოლიდური თავდასხმის ხაზი ჰყავს საფრანგეთის ჩემპიონატში.

ყველაზე სარფიანი გარიგება: ჟოაო მოუტინიო „პორტუდან” – „მონაკოში” (25 მილიონი ევრო)

ევროპის რამდენიმე სუპერგრანდს სურდა პორტუგალიელი ნახევარმცველის შეძენა, მაგრამ, ყველას დაასწრო რუსმა ოლიგარქმა დმიტრი რიბოლოვლიევმა, რომელმაც „მონაკოსგან” სუპერკლუბის შექმნა გადაწყვიტა. მოუტინიოში გადახდილი 25 მილიონი ევრო კარგად დაბანდებული კაპიტალია.

უცუდესი შენაძენი: მარკინიოსი „რომადან” – „პსჟში” (35 მილიონი ევრო)

ბრაზილიელი მარკინიოსი ნამდვილად არ ღირს 35 მილიონი ევრო და, უცნობია, თუ რის გამო გადაიხადეს პარიზული კლუბის არაბმა მეპატრონეებმა ამხელა თანხა ფეხბურთელში, რომელიც, შესაძლოა, ტიაგო სილვას ჩრდილიდან ვერადროს გამოვიდეს.

გერმანიის ბუნდესლიგა

ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი: პიერ-ემერიკ ობამეიანგი და გენრიხ მხითარიანი „სენტ ეტიენიდან” და „შახტარიდან” – დორტმუნდის „ბორუსიაში” (40,4 მილიონი ევრო)

დორტმუნდის მწვრთნელს, იურგენ კლოპს, ბევრი დასცინოდა იმის გამო, რომ მან დიდძალი თანხა გადაიხადა უცნობ ფეხბურთელებში, თუმცა, ორივემ გაუმართლა იმედები და, ამჟამინდელი ფორმაციით, დორტმუნდის ნამდვილი ლიდერები გახდნენ.

ყველაზე სარფიანი გარიგება: კევინ პრინც ბოატენგი „მილანიდან” „შალკეში” (12 მილიონი ევრო)

„შალკეს” ესაჭიროებოდა ქარიზმატული ლიდერი და ასეთი გამოდგა განელი ბოატენგი, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადავიდა ბუნდესლიგაში. პრინცს სულ რაღაც ორი ვარჯიშის ჩატარება დასჭირდა კლუბში, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გამხდარიყო.

უცუდესი შენაძენი: მარიო გიოტცე „დორტმუნდიდან” – „ბაიერნში” (37 მილიონი ევრო)

გერმანიაში სკეპტიკურად უყურებენ მარიო გიოტცეს ტრანსფერს მიუნჰენურ კლუბში. გიოტცეს ძალზე გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ ის ნამდვილად ღირდა იმ საფასურად, რაც მასში გადაიხადეს. სულ სამი თვეა, რაც მარიო „ბაიერნშია” და მან უკვე ხუთჯერ მოასწრო ტრავმის მიღება.

скачать dle 11.3