კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

უსაინ ბოლტი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

მძლეოსნობის ცოცხალი ლეგენდა, მსოფლიოსა და ოლიმპიური მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი, იამაიკელი მორბენალი  უსაინ ბოლტი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ, შესაძლოა, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მის კარიერაში უკანასკნელი შეჯიბრება აღმოჩნდეს. „იმედი მაქვს, გავიმარჯვებ რიოში და ამის შემდეგ უკვე მშვიდად დავფიქრდები კარიერის დასრულებაზე,” – განაცხადა ბოლტმა და დაამატა, რომ, სურს, ისტორიაში შევიდეს როგორც დიადი სპორტსმენი, მაგალითად კი მან მუჰამედ ალი და პელე მოიყვანა.

 

რონალდო პოკერს მიეძალა

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო „პოკერსტარსის” ახალი ბრენდ-ამბასადორი გახდა. რონალდომ ბარსელონაში მიმდინარე პოკერის ტურნირში მიიღო მონაწილეობა „პოკერსტარსპროს” გუნდის შემადგენლობაში, მისი პროფესიული დებიუტი კი აპრილში შედგა, ლათინოამერიკული პოკერის ტურნირის ბრაზილიურ ეტაპზე. „პოკერსტარსში” რონალდოსთან ერთად რამდენიმე ცნობილი სპორტსმენია ჩართული, მათ შორის – ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ოლიმპიური ჩემპიონი ბალახის ჰოკეიში ფატიმა მორეირო და მოთხილამურე მარკუს ჰელნერი. 

 

კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ღალატის ქრონიკა

27 წლის ბრაზილიელმა მოდელმა ანდრესა ურიკამ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავთან, კრიშტიანუ რონალდუსთან ღამე გაატარა. „ის დიდებული საყვარელია, მაგრამ, მე ძალიან ცუდად მომექცა, რადგან, ვფიქრობ, რომ, უბრალოდ, გამომიყენეს. არადა, მთელი ღამე ჩემს უკანალზე მესაუბრებოდა და მატყუებდა, რომ ვუყვარვარ,” – განაცხადა ჟურნალისტებთან ურიკამ, რომელმაც 2013 წელს ბრაზილიაში „მის ბუმბუბმის” კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. აღნიშნული კონკურსის მიზანი ბრაზილიის ულამაზესი უკანალის მფლობელის დადგენაა.

 

მოურინიო - მულტსერიალის გმირი

კომპანია „სპორტს სტარ მედიამ” გადაიღო ანიმაციური მულტსერიალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ლონდონის „ჩელსის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. ანიმაციური ფილმი „პოკემონებისა” და „კაპიტან ცუბასას” სტილშია გადაღებული და მისი სახელწოდებაა – „მოურინიო და განსაკუთრებულები”. ფილმის პრემიერა ერთ-ერთ პორტუგალიურ არხზე შედგა და, სცენარის თანახმად, მწვრთნელი ჟოზე ქუჩის ბავშვებს ეხმარება, გახდნენ ფეხბურთის ვარსკვლავები.

 

შეიხები ინგლისურ კლუბებს ყიდულობენ

ინგლისური საფეხბურთო კლუბი „შეფილდ იუნაიტედი” ამიერიდან სანახევროდ ეკუთვნის საუდელ პრინცს – აბდულა ბინ მოსაად ბინ აბდულაზიზ ალ საუდს. ინგლისური პრესის თანახმად, კლუბის მეპატრონემ,  კევინ მაკკეიბმა, კლუბის წილის 50 პროცენტი საუდის არაბეთის სახელწმიფოს დამაარსებლის შვილიშვილს, 47 წლის პრინცს მიჰყიდა. „ახლო მომავალში კლუბში მნიშვნელოვანი ინვეტსიციების განხორციელებას ვაპირებ. ვიცი, რომ „შეფილდ იუნაიტედი” ინგლისის ერთ-ერთი უძველესი კლუბია და მალე კლუბის დაარსების 125 წლის იუბილე უნდა აღინიშნოს. პირობას ვდებ, რომ ფული გონივრულად იქნება დახარჯული და მხოლოდ კლუბის კეთილდღეობას მოხმარდება,” – განაცხადა „შეფილდის” ახალმა მეპატრონემ ჟურნალისტებთან. 

 

უეინ რუნის საზარელი ტრავმა

ინგლისელმა ვარსკვლავმა უეინ რუნიმ თავის ტრავმა მიიღო და ამის გამო ხანგრძლივი ვადით გამოეთიშა კლუბსა და ინგლისის ნაკრებს. „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარჯიშზე, „ლივერპულთან” მატჩის დაწყებამდე, რუნის მისმა თანაგუნდელმა, ფილ ჯონსმა, შემთხვევით თავში მიაყენა დარტყმა, რასაც თავის გატეხა მოჰყვა. ინტერნეტში მალევე გავრცელდა თავგატეხილი რუნის ფოტო, რამაც ინგლისელები შოკში ჩაყარა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი კვირის გამოტოვება მოუწევს რუნის, თუმცა, „მანჩესტერისა” და ინგლისის ნაკრების მოახლოებულ მატჩებში რომ ვერ დაეხმარება გუნდს, ფაქტია.

 

არშავინის ოჯახის დამანგრეველი

ექს „მის ინგლისმა“ და რუსი ფეხბურთელის, ანდრეი არშავინის  ამჟამინდელმა გერლფრენდმა, ლეილანი დაუდინგმა, ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ლამაზმანი გულახდილი საცურაო კოსტიუმების სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო – მან კალიფორნიული ბრენდისთვის –  „სვიმსვეარ მალიბუსთვის” გაიხადა. ლეილანი 1998 წელს გახდა „მის ინგლისი“ და მას შემდეგ სამშობლოში „საბედისწერო ქალი“ შეარქვეს, რადგან, ჯერჯერობით რამდენიმე ოჯახი დაანგრია. მისი ბოლო მსხვერპლი რუსი ანდრეი არშავინი აღმოჩნდა, რომელიც ლონდონის „არსენალში” თამაშის დროს გაიცნო და მალევე გააბა რომანი. არშავინი ლეილანის გამო მეუღლეს დაშორდა, ხოლო მისი კარიერა ლონდონში არ აეწყო და ამჟამად იგი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის” ღირსებას იცავს.

скачать dle 11.3