კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა, მართალი, ნეტარი მატრონა მოსკოველის სასწაულები

ანა ფილიპეს ასული ვიბორნოვა, რომლის დედაც სებინოში იყო გათხოვილი, ყვებოდა: „დედაჩემი წარმოშობით სოფელ უსტიედან იყო, მისი ძმაც იქ ცხოვრობდა. ერთ დღესაც, ბიძაჩემმა გაიღვიძა და ნახა, რომ აღარც ხელები ემორჩილებოდა, აღარც ფეხები. მას მატრონას სასწაულმოქმედების უნარის არ სჯეროდა, მაგრამ, მისი ქალიშვილი მაინც ჩამოვიდა სებინოში და დედაჩემს უთხრა: ჩქარა, წამოდი, მამაჩემი ძალიან ცუდადაა, გამოყეყეჩდა, ხელ-ფეხი აღარ ემორჩილება, მხედველობა დაკარგა და ენასაც ძლივს აბრუნებსო. ჩემმა მშობლებმა მაშინვე ცხენი შეკაზმეს და უსტიეში წავიდნენ. დედაჩემის დანახვაზე ავადმყოფმა ძლივს ამოილუღლუღა: „დაო!“ დედამ ჩასთვლისთანავე გაამზადა ბიძაჩემი და ჩვენთან – სებინოში წამოიყვანა. ავადმყოფი შინ დატოვა, თვითონ კი მატრონასთან წავიდა და ჰკითხა, შეძლებდა თუ არა დახმარებას. მატრონამ უთხრა: „რაო? როგორ ამბობდა შენი ძმა ჩემზე, არაფერი შეუძლიაო?! ხომ ექცა ხელები მათრახებად... მომიყვანე, მომიყვანე და ვუშველი!“

ავადმყოფი მიიყვანეს. მატრონამ ლოცვა წაუკითხა და ნაკურთხი წყალი ასხურა. ამის შემდეგ ბიძაჩემს ღრმად ჩაეძინა, დილით კი სავსებით განკურნებული ადგა. „შენს დას უმადლოდე, მისმა რწმენამ განგკურნა“, – უთხრა მატრონამ“.

მატრონა სასწაულებრივად კურნავდა, მაგრამ, მის მოქმედებას არაფერი ჰქონდა საერთო მკითხაობასთან, ჯადოქრობასთან, ეგრეთ წოდებულ ხალხურ მკურნალობასთან, ექსტრასენსობასთან და გრძნეულ მოქმედებებთან, რომელთა შესრულების დროსაც „მკურნალი“ კავშირში შედის უწმიდურ ძალებთან. მატრონას მოქმედება მხოლოდ ქრისტიანული იყო, ამიტომაც სძულდათ ეს წმიდანი ჯადოქრებსა და ოკულტისტებს. ამის შესახებ გვიყვებიან ადამიანები, რომლებიც ახლოს იცნობდნენ მას.

1925 წელს მატრონა საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. ის ხშირ-ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, რადგან, ჩაუწერლად ცხოვრობდა მოსკოვში. მას მილიცია დაეძებდა, მაგრამ, მატრონა სულით გრძნობდა მილიციის მიახლოებას და დროულად უჩინარდებოდა.

ანა ფილიპეს ასული ვიბორნოვა იხსენებს ასეთ შემთხვევას: „ერთხელ, როგორც იქნა, მიაგნო მილიციელმა მატრონას და წაყვანა დაუპირა, წმიდანმა კი უთხრა: „წადი, წადი ჩქარა, შენს სახლში დიდი უბედურებაა! უსინათლო ვერსად წაგივალ. აი, ვზივარ საწოლზე და არსად მივდივარ“. მილიციელმა დაუჯერა მატრონას და შინ წავიდა, სადაც ცეცხლმოდებული მეუღლე დახვდა. ქმარმა მოახერხა ცეცხლის ჩაქრობა და ქალი საავადმყოფოში წაიყვანა. მეორე დღეს, როცა სამსახურში ჰკითხეს: „აბა, რა ქენი, მოიყვანე უსინათლო“? – მილიციელმა უპასუხა: „მას არასოდეს დავაპატიმრებ, რადგან ცოლი გადამირჩინა!“

скачать dle 11.3