კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუ სახლში ინახება საეკლესიო ინვენტარი, მაგალითად, ბარძიმი, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თუ არა ეკლესიას?

პასუხი: საეკლესიო სიწმიდის, მით უმეტეს ბარძიმის, სახლში გაჩერება არ შეიძლება. ის განკუთვნილია საღმრთო მსახურებისთვის და მისი შეხების უფლება ყველა საეკლესიო პირსაც კი არ აქვს, არათუ საეროს. მხოლოდ მღვდელმსახურს აქვს ნება, გამოიყენოს ის საღმრთო საიდუმლოს შესასრულებლად – მორწმუნე მრევლის საზიარებლად. ასე რომ, საეკლესიო სიწმიდე დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს ეკლესიას, რათა იქ მან თავისი წმიდა დანიშნულება შეასრულოს.

კითხვა: აქვს თუ არა ქალს უფლება, იქადაგოს ეკლესიაში?

პასუხი: ქალს არ აქვს ეკლესიაში ქადაგების უფლება. პავლე მოციქულის განმარტებით, ეკლესიაში ქალები არ ლაპარაკობენ. სამაგიეროდ, ქალს შეუძლია, ქრისტიანობის ქადაგება ეკლესიის გარეთ. ქალს საკურთხეველში შესვლაც ეკრძალება, მაგრამ არსებობს გამონაკლისი, როდესაც ქალი მონასტრის მსახურია – იმისთვის, რათა მონასტერში არ იყოს გარეშე მამაკაცი, მღვდლის დამხმარედ საკურთხეველში შეუძლია შესვლა ხნიერ ქალწულ მონაზონს.

კითხვა: კეთილი საქმეა თუ არა დონორობა?

პასუხი: არსებობს სხვადასხვა სექტა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სისხლის გადასხმას. სინამდვილეში კი დონორობა კეთილი საქმეა, როდესაც ამას მოყვასის სიყვარულით ვაკეთებთ.

კითხვა: ცნობილია, რომ ჯვარცმასთან მხოლოდ მიცვალებულებისთვის ანთებენ სანთელს. ეს რამდენად გამართლებულია?

პასუხი: ჯვარცმის წინაშე ნებისმიერ დროს შეიძლება სანთლის დანთება. რატომღაც მიაჩნიათ, რომ ჯვარცმა მხოლოდ მიცვალებულის ხსოვნას ეკუთვნის. ეს არასწორია, რადგან ჯვარცმით არა მხოლოდ მიცვალებულთა სულები იქნენ დახსნილი ჯოჯოხეთიდან, არამედ ცოცხლებიც სასოებენ ხსნას უფლისგან.

скачать dle 11.3