კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა გოგი ხოშტარიამ და საიდან მოტანილ სისხლიან ფეხსაცმელებს ინახავდა ის სახლში

„ვწერ ანალიტიკური ხასიათის ნაშრომს ფიროსმანაშვილზე. მინდა, კიდევ ორი-სამი ნაშრომი მოვასწრო. არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩენია ამქვეყანაზე. არადა, ცხოვრება არ გასვენებს... აგერ, 45 წელია, ვასწავლი, სულ მაქვს კონტაქტი ახალგაზრდებთან. საერთოდ, მიყვარს ჩემი საქმე, როდესაც დიდი  დაძაბულობის, შრომის შედეგად, ახალგაზრდაში უცებ დაინახავ, რომ თვალებში რაღაც აენთო, რაღაც ინტერესი გაუჩნდა”. 

ხელოვნებათმცოდნე, საგარეო საქმეთა მინისტრს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პერიოდში – გოგი ხოშტარიას დიდი წარდგენა არ სჭირდება ქართული საზოგადოების წინაშე. ბატონ გოგის და მისი თაობის განათლებულ და ინტელექტუალურ ადამიანებს, რომლებმაც უაღრესად საინტერესო, შინაარსიანი ცხოვრება გამოიარეს და ბევრი რამ შემოინახეს მეხსიერებაში, ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე ყოველთვის საპატიო ადგილი უკავიათ. დღეს სწორედ ბატონი გოგის დღიურებს შემოგთავაზებთ, საიდანაც ბევრ რამეს გაიგებთ და დარწმუნებული ვარ, მერე თქვენს ახლობლებს, ბავშვებსაც სიამოვნებით უამბობთ მასზე და დანარჩენ ცნობილ პიროვნებებზეც.      

   

სოლიკო ვირსალაძის სამყარო 

მამა – მეთოდე ხოშტარია საგზაო ინჟინერი იყო.  ძირითადად, გაგრასა და სოხუმში მუშაობდა, სამთავრობო გზების გაყვანაზე. 1938 წლის 26 მაისს 27 წლის ასაკში დახვრიტეს. ამ  დროს, დედა  ჩემზე იყო ფეხმძიმედ. დედა, თინათინ ვირსალაძე ხელოვნებათმცოდნე, მსოფლიო დონის მეცნიერ-მკვლევარი გახლდათ – ჩუბინაშვილის მოსწავლე, შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაზე მუშაობდა. როდესაც გარდაიცვალა, ამერიკულ პრესაში მასზე ყველგან დიაწერა. დედაჩემის ძმა, სოლიკო ვირსალაძე ასევე, სახელგანთქმული სცენოგრაფი გახლდათ. არ არსებობდა მსოფლიოს დიდი საოპერო საბალეტო სცენები, წამყვანი ოპერები, სადაც მას დადგმები არ განეხორიცელებინა. როგორც დედა და ბებია ამბობდნენ: შეიძლებოდა, სახლში პური არ ყოფილიყო, მაგრამ წიგნები, ჟურნალ-გაზეთები აუცილებლად იყო. სწორედ, ოჯახმა გაუკვლია გზა ხელოვნებისკენ ბიძაჩემს, რომელმაც ძალიან  ადრეეულ ასაკში დაიწყო ხატვა. როდესაც პირველად სულ პატარა ოპერას სტუმრებია, ჩაფიქრებულს უთქვამს: „მე აქ დავრჩებიო” და მართლაც, მთელი ცხოვრება ამ ლამაზ სამყაროში გაატარა. ძალიან საღი ტვინის პატრონი იყო ცხოვრებაში. არ უყვარდა ოდნავი სიყალბეც. ზედმეტი პათოსი, გადამეტებული სადღეგრძელოები ძალიან აღიზიანებდა. როგორც ყველა ქართველს, ენის ზედმეტად ტარტარი მიყვარდა, ერთხელ შემომხედა და მითხრა: რამე რეალურად შეგიძლია გააკეთო? თუ რამის გაკეთების თავი გაქვს, გააკეთე, თუ არა და ნუ „პაკაზუხობო”. რამდენადაც სცენის დიდოსტატი იყო, ცხოვრებაში სცენას ვერ იტანდა. ძალიან კარგი ენის პატრონი იყო, ძალიან კარგი მოყოლა იცოდა, სევდიანი და მოწყენილი არასოდეს ყოფილა. ეს ჩვენი ოჯახისთვის უცხო იყო. ფანატიკურად პატრიოტი სულის პატრონი გახლდათ. თბილისის „დინამო“ თუ აგებდა, უმჯობესი იყო, არ გაკარებოდი, გაგიჟებული იყო ხოლმე. ულტრაპროფესიონალი და უკეთილესი ადამიანი იყო, ცოლად ბაგრატიონის ქალი ჰყავდა. უცხოეთში დიდი ჰონორარი ჰქონდა და ყველას შეძლებისდაგვარად, გვინაწილებდა. ლონდონში, პარიზში, ტოკიოში და კიდევ მრავალ ქვეყანაში უწევდა მოღვაწეობა. არაჩვეულებრივი რეცენზიები ჩამოჰქონდა უცხოეთიდან, მაგრამ არავის აძლევდა უფლებას, გამოექვეყნებინა. მისთვის იყო მხოლოდ მისი საქმე და არაჩვეულებრივად მომთხოვნი გახლდათ. მის სახელოსნოში იატაკზე ადგილს ვერ ნახავდით, სულ მისი ესკიზები ეფინა და ყველა ესკიზი ერთმანეთთან იყო შეხამებული. მაღალი გემოვნების ადამიანი იყო სოლიკო. მისი ყველა ნაბიჯი აისახა მის პროფესიაზე. პეტერბურგის თეატრში სოლიკომ 25 წელი გაატარა. დიდი პენსია დაენიშნა იმ დღიდანვე, რაც საპენსიო ასაკი შეუსრულდა. თვალებში შესცქეროდნენ და ეკითხებოდნენ, რა გინდაო?! მისი პასუხი მხოლოდ ერთი იყო – მე ჩემს სამშობლოში, საქართველოში მინდაო…

„უგვირგვინო მეფე”

რაც შეეხება ისევ ხოშტარიებს, იმ დროს ძალიან ცნობილები იყვნენ მთელ საქართველოში და არამხოლოდ.  ბაბუაჩემის ძმა – აკაკი ხოშტარია ცნობილი მილიონერი იყო. დიდ ბაბუას, გიორგი ხოშტარიას პეტერბურგში ჰქონდა მიღებული განათლება და შვილსაც რუსეთში ასწავლა. აკაკი ხოშტარია საკმაოდ ხელგაშლილი ადამიანი გახლდათ, თუმცა ახლობლებს ფულით არ ეხმარებოდა, მათ უკეთებდა  უამრავ საჩუქარს. მაგალითად, მამაჩემის ძმა გერმანიაში გაუშვა სასწავლებლად. სხვა მხრივ, ბაბუა თვითონ ინახავდა თავის ოჯახს. გიმნაზიის მასწავლებლობა მაშინ დაფასებული იყო. სამასი მანეთი ანაზღაურება ჰქონდა ოქროთი. მოახლეც ჰყავდა და მზარეულიც. აკაკი ხოშტარიას ირანში დიდი გავლენა ჰქონდა. ირანის პრემიერ-მინისტრმა დიდი, ულამაზესი ხალიჩა აჩუქა. ბაბუა ამბობდა – ამ ხალიჩაში ორსართულიან სახლს მაძლევდნენო. მერე გაყიდა და იმ ფულით ორი წელიწადი ვცხოვრობდით. ალბათ, მკითხველი დაინტერსდება, თუ საიდან ჰქონდა აკაკი ხოშტარიას დიდი ფული. მამამისი, ჩემი დიდი ბაბუა – მეთოდე ხოშტარია სამეგრელოს თავადაზნაურთა ფენის წარმომადგენელი გახლდათ – სამეგრელოს საეკლესიო მიწების მოურავი. ამდენად, ეკონომიურად ძლიერი ოჯახი ჰქონდა. შვილს რუსეთში, ოდესაში დაამთვარებინა უმაღლესი სასწავლებელი მებაღე-დეკორატორის სპეციალობით. დამთავრების შემდეგ, აკაკი კარგა ხანს მსახურობდა ოდენბურგის პრინცთან, რომელსაც არნახული ბაღი გაუშენა. ამით მან პირველი კაპიტალი დააგროვა. მისი პირველი ფინანსური ოპერაცია იყო, როცა ნავთობი წაიღო ფოთიდან სტამბულში. მერე ძირითადად ირანთან ჰქონდა კავშირები და მაშინ შეარქვეს – „ირანის უგვირგვინო მეფე”. უკვე ემიგრაციაში მყოფი, მაინც ეხმარებოდა საქართველოს, საბჭოთა კავშირს – პური შემოჰქონდა, რომელსაც „ხოშტარიას პურს” ეძახდნენ. სტალინთანაც იყო მიღებაზე. 1914 წელს დავით სარაჯიშვილი გარდაიცვალა. ამ დროს აკაკი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, ქალაქ ეზელში. სარაჯიშვილის ცოლისძმამ გვარად ფორაქიშვილმა აკაკის მისწერა – სოლოლაკში ყველაზე კარგი სახლია, არ გვინდა, სომხებს ჩაუვარდეთ ხელში (იმ პერიოდში სოლოლაკში უმეტესად სომხები ცხოვრობდნენ) და ხომ არ იყიდდითო. აკაკი ხოშტარიამ მოსწერა: რაც უნდა ღირდეს აუცილებლად ვიყიდიო.  მოგვიანებით, მან სტალინის ნებართვით დაწერა ანდერძი: „მინდა, ჩემი სახელით, ეს სახლი ქართველ ხელოვან ხალხს გადავცე!” თვითონ ამ სახლში, რაღაც პერიოდი ცხოვრობდა. დიზაინერობის ნიჭი ჰქონდა და ყველაფერი თავისი ხელით მოაწყო. შემდგომ ამ სახლში მწერალთა კავშირმა დაიდო ბინა. აკაკიმ პირველ მსოფლიო ომამდე ბაქოში მსხვილი სამრეწველო კომპანია ჩამოაყალიბა და სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა სამხრეთ კავკასიასა და ირანში.  მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა ფირმა „რუპენტოს”, ყველაზე დიდსა და ფინანსურად ძლიერ ორგანიზაციას, რაც კი ოდესმე შეექმნათ ქართველებს. აღსანიშნავია, რომ ფირმა „რუპენტო” და თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი” მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან აწარმოებდნენ ფინანსურ კომბინაციებს.  თბილისში აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა მექანიკური ქარხანა, საპნის ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა და სხვა. ის აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, თბილისში ახლადშექმნილ „საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას” ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა. 1920 წელს მანვე უცხოეთში შეიძინა 4 სამხედრო გემი და საქართველოს გადასცა საჩუქრად. მისი ხარჯით უცხოეთში განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი, შემდგომში ცნობილი მეცნიერი გახდა. მან საკუთარი სახსრებით დააფინანსა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი რიგი ღონისძიებები. აკაკი ხოშტარიას საკუთარი შვილი არ ჰყავდა, მან ქალიშვილი აიყვანა და გაზარდა, რომელიც მერე ბაგრატიონზე გათხოვდა.  მისი შთამომავლები ახლა პარიზში ცხოვრობენ. ქონების დიდი ნაწილი სწორედ მათ დარჩათ. აკაკის მეუღლე იყო მინადორა თურქია, რომელიც გარდაიცვალა. შემდეგ ცოლად ირანის პრემიერ-მინისტრის დისშვილი მოიყვანა. აქ უკვე ეტყობოდა, რომ ანგარების მომენტი იყო

თავდასხმა ლენინზე

პირველი პროკლამაციები მე და ჩემმა მეგობრებმა 1956 წელს გავაკარით კონგრესის ამბებთან დაკავშირებით. 1957 წელს კი, რუსთაველის თეატრის წინა ფასადზე ლენინის გამოსახულება ჩავამტვრიეთ. ღამის ორი საათი იყო, დაგვიჭირეს. მილიციის უფროსი, გვარად თიკანაძე, გურამ თიკანაძის ბიძა აღმოჩნდა. ძალიან გულისხმიერად მოგვექცა. მახსოვს, როგორ უყვიროდა მორიგე თანამშრომელს: რას აკეთებ, შენი დედა... ქართველ სტუდენტებს ციხეში უშვებო. ჩვენი ჩვენება დახია და თვითონ დაწერა, რომ  ვითომ ნასვამები ვიყავით, მეგობრები წავკინკლავდით და ლენინის გამოსახულებაზე ხელი შემთხვევით მოგვიხვდა. ასე გადაგვარჩინა,  მაგრამ ორკვირიანი პატიმრობა მაინც გავატარეთ წინასწარი დაკავების საკანში.

***

საგარეო საქმეთა მინისტრი შემთხვევით არ გახლდით. მე ვიყავი მერაბისა და ზვიადის მეგობარი. ჩვენ, სტუდენტობის პერიოდიდან მოვდიოდით ერთად. მე ისტორიულზე ვსწავლობდი ზვიადი – უცხო ენებზე. მანამადე ჩვენი ოჯახები – ბაბუაჩემი და კოწია გამსახურდია მეგობრობდნენ. ზვიადი დაბადების დღეებზე ყველგან იხსენებდა – გოგის გაბრაზება რომ გვინდოდა, „კრასნი ჟორას” ვეძახდით, წითელი ფერი არ უყვარდაო. მინისტრის თანამდებობაზე სულ რამდენიმე თვე ვიყავი. მერე კონფლიქტი მომივიდა მანანასთან. ჩემი ბოლო სიტყვები ზვიადისთან იყო: გამაგებინე, ჩემი პრეზიდენტი შენ ხარ თუ შენი ცოლი-მეთქი. არ დატოვა ზვიადის საახლობლოდან კაცი, რომელზეც დარტყმა არ განეხორციელებინა.  მთელი გუნდი დაუშალა. ერთხელ ვუთხარი კიდეც ზვიადს: ზვიად, ჩემო ძმაო, იცოდე, მარტო დარჩები-მეთქი. ამ ქალმა ძალიან დიდი  უარყოფითი  როლი ითამაშა ზვიადის ცხოვრებაში.  ერთხელ ზვიადთან რაღაცაზე წაპაექრება მომივიდა. არა, ეს ჭორიაო, – მითხრა.  მე ვუთხარი: ჩემ თვალწინ ათ წუთში გადაათქმევინა მანანამ კაცს მინისტრობა-მეთქი. მკითხა: კულტურის მინისტრად რომელი კანდიდატურა შეიძლება, დასახელდესო.  გოგი ოჩიაური-მეთქი და ამაზე ატეხა ამბები. არ მოსწონდა ეს კაცი. საქმეები გამირჩია. მე ვუთხარი: რა უნდა გელაპარაკო, შენ საერთოდ რა გაგეგება საგარეო საქმეების, რას ვაკეთბდი რას – არა. მე მუდმივი კავშირი მქონდა ამერიკის სამხედრო დაზვერვასთან, პენტაგონთან. ვიზიტები იყო დაგეგმილი საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში... ყველა ვიზიტი ჩაშალა.

სისხლიანი ფეხსაცმელი                                                            

9 აპრილს, როცა რუსთაველის გამზირზე რუსის ჯარი ფარებითა და ხელკეტებით გამოჩნდა, ვფიქრობდი  – ოდესღაც, ალბათ, ჩემი წინაპრებიც ასე უდრეკად იდგნენ მტრის წინაშე-მეთქი. უკან არც ერთი ნაბიჯით არ დაგვიხევია. მე, მერე ფეხსაცმელები წამოვიღე სახლში, სისხლის შხეფები ჰქონდა ზედ. ცოტა დახეული იყო და მოახლეს გადაეყარა. ამის გამო კინაღამ მოვკალი.   

скачать dle 11.3