კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დადის გვანცა დარასელია „ტვინის გასანიავებლად“ და რატომ არ არის ის „რქებით მიმწოლი“

გვანცა დარასელია ბათუმიდან დაბრუნდა და „სხვა შუადღის“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება – ამბობს, რომ გადაცემაში სიახლეები იგეგმება და მაყურებლისთვის „რუსთავი 2-ის“ ახალი, „მეგრული შუადღე“ უფრო საინტერესო იქნება.

 

– გვანცა, ძალიან ლამაზად გამოიყურები, გარუჯვაც მოგისწრია ბათუმში – როგორც ჩანს, ამინდში გაგიმართლა. რას შვრები, როგორ ხარ, როგორ ემზადები ახალი სეზონისთვის?

– წელს ძალიან სტანდარტული დასვენება გამომივიდა – ბათუმში ვიყავი მეუღლესთან და ერეკლესთან ერთად, ერთი თვით. კარგი ამინდი იყო, თან, მონატრებული მქონდა ზღვა – შარშანწინ ორსულად ვიყავი, შარშან კი ბავშვი პატარა იყო და ვერ მოვახერხე წასვლა. წელს გული ვიჯერე ცურვით. შორს გავდივარ ხოლმე და ჩემი ქმარი სულ ნერვიულობს ამის გამო, ნაპირზე დგას და მიყურებს. თვითონ ძალიან სპორტულია, მორაგბეა, მაგრამ, მაინცდამაინც არ უყვარს წყალი, მე კი ბავშვობიდან ვგიჟდები. ცურვა ბიძაჩემმა მასწავლა და სულ შორს გავდიოდი. ერთხელ კინაღამ ცუდადაც დამთავრდა ეს ამბავი – დიდმა ტალღამ დამარტყა და სერიოზულად დავზარალდი. ერეკლესაც ძალიან მოეწონა ზღვა, მაგრამ, შეეშინდა და წყალში არ შევიდა. რომ ჩამოვიდა, ყვებოდა – „დიდი ტაღა იყოო“ (იცინის). კარგად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ, ჩვენ გვაგებინებს. გარუჯვას რაც შეეხება, დიდად არ ვგიჟდები, არც მჭირდება. სოლარიუმში არასდროს წავსულვარ. ცოტა არ იყოს, გავზარმაცდი და ამოვვარდი ფორმიდან. ძალიან გამიჭირდება ისევ სამსახურის რეჟიმზე გადაწყობა – რომ ვისვენებ, საერთოდ არაფერზე ვფიქრობ, მეილსაც კი არ ვამოწმებ ხოლმე. გადაცემა ახალი სეზონიდან კიდევ უფრო საინტერესო იქნება, დაემატება ახალი რაღაცეები, მაგრამ, წამყვანები არ შეიცვლებიან. თან, ძალიან მიხარია, „იმედზე“ რომ იწყება შუადღის გადაცემა – ცოტა მოგვბეზრდა უკონკურენტო რეჟიმში მუშაობა (იცინის), მაინც აზარტულია უფრო.

– „მეგრული შუადღე“ გაქვთ, მოკლედ.

– (იცინის) ეგრეა და... დიმა ობოლაძე სულ მაგაზე ღადაობს ხოლმე – დასხდებიან ეს მეგრელი ქალები, დაიწყებენ ქაქანს და რა გაუძლებს მაგათო... ძალიან მიყვარს თიკაც და ნინოც, ძალიან სასიამოვნოა მათთან მუშაობა. სამივე ძალიან განსხვავებულები ვართ და ერთნაირი კითხვები თითქმის არ გვიჩნდება ხოლმე. მანამდეც ვიცნობდი თიკას და ნინოს, კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. დიმა ზის და გვისმენს, ჩვენ რომ სტრიებზე და ეგეთ თემებზე ვლაპარაკობთ ხოლმე.

– განათლებით ჟურნალისტი ხარ. არ გიფიქრია პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში მუშაობაზე?

– პრინციპში, არა. თან, ალბათ, ცოტა დაგვიანებულიც არის ჩემთვის, გამიჭირდება გადაცემის წამყვანის ამპლუიდან იქით გადაწყობა. მყავს მეგობრები, რომლებიც გიჟდებიან ამ საქმეზე, მაგრამ, პოლიტიკური ჟურნალისტიკა უფრო მეტ შრომასა და დროს მოითხოვს, თანაც, არა მგონია, ჩემს ქმარს ეგ მოეწონოს – ნამდვილად არ დათანხმდება, ურჩევნია, ცოლი თბილად იჯდეს სტუდიაში, არ სციოდეს, არ შიოდეს...  თუმცა, ცვლილებებს, სიახლეებს ძნელად ვეგუები, ჩემი მეუღლე ძალიან სპონტანურია, მე – არა. მაგრამ, ავღანეთში რომ მომიხდეს წასვლა, ნამდვილად არ ვიტყვი უარს – დავთანხმდები.

– მეგრული ხასიათი გაქვს, ფეთქებადი?

– არა, არ მაქვს მეგრული ხასიათი, საკმაოდ მშვიდი და რბილი ვარ, არ შემიძლია მაინცდამაინც გამომჟღავნება და გამოხატვა. რამე რომ მეწყინება ვინმესგან და მინდა, ვუთხრა, ორი-სამი დღე ტექსტებს ვალაგებ – ასე ვეტყვი, ისე ვეტყვი-მეთქი. მაგრამ, რომ მივდივარ, მაინც ვერ ვეუბნები ისე მკაცრად, არ ვარ „რქებით მიმწოლი“ და, რა ვქნა. არადა, რასაც ვხედავ, ჩემ ირგვლივ სულ მებრძოლი და გამტანი ადამიანები არიან და, ვფიქრობ, რომ ძნელია, როცა  რბილი ხასიათი გაქვს, თუმცა, თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობ. ნამდვილად არ შემიძლია, სხვას ცუდი გავუკეთო, სხვისი ჩარჩოების ხარჯზე მივაღწიო რამეს. სხვათა შორის, შეყვარებულიც ძალიან ვთოკავდი თავს; ვცდილობდი, ბევრი მეფიქრა. საერთოდ, მიყვარს ბევრი ფიქრი და გადაწყვეტილებებს რთულად ვიღებ, თამამი ნაბიჯების ცოტა მეშინია... თუმცა, მერე, რომ შემიყვარდა, ვეღარ შევიკავე თავი (იცინის). 

– იცი მეგრული?

– არა, არ ვიცი, მაგრამ, ძალიან მიყვარს სამეგრელო და ვგიჟდები მეგრულ სამზარეულოზე. მიმაჩნია, რომ მსოფლიოს სამზარეულოებში ჩემპიონია. საჭმლის მომზადება დიდად არ მიყვარს, სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს ჭამა. სამზარეულოში ტრიალი კი მომწონს, მაგრამ დიდხანს ვუნდები და მეზარება – მირჩევნია, ის დრო ოჯახს დავუთმო.

– რას ამბობ? ვერ წარმომიდგენია, რომ შენ ბევრს მიირთმევ...

– ვგიჟდები ჭამაზე და, რა ვქნა. განსაკუთრებით – საღამოს და ღამით! არადა, არ მერგება თუ, რა ხდება, არ ვიცი. მინდა, ერთი 3-4 კილო მოვიმატო. ეკრანზე უფრო სრული ვჩანვარ და მიხარია. ჩემი ქმარი სულ ამბობს, ჩემზე მეტს ჭამს და მე ასი კილო ვარ, ეს კი – ორმოცდაათიო. ჩემი ქმრის წონის ზუსტად ნახევარი ვარ.

– ესე იგი, რბილი ხასიათი გაქვს და გჭირდება ბიძგები...

– კი, ასეა. დედაჩემი ძალიან აქტიური ქალია. წყნარი არც მე ვარ, მაგრამ, ზედმეტი ამბიციებიც არ მაწუხებს. დედა სულ მეუბნება, შენს ასაკში შენნაირი მონაცემები რომ მქონოდა, უფრო მეტს მივაღწევდიო. მე კი კმაყოფილი ვარ იმით, რაც 24 წლის ასაკში მაქვს.

– ჰო, მაგრამ, ახლაც ძალიან ლამაზი ხარ და ალბათ, ბავშვობაშიც ასეთი იყავი,  არ გქონდა გამორჩეულობის გამძაფრებული შეგრძნება?

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი... მორცხვი და ჩუმი ბავშვი არ ვყოფილვარ, მაგრამ, ზედმეტი ყურადღების მიპყრობაც არ მიყვარს. ისედაც ყურადღების ცენტრში ვარ ყველგან და, აღარ მინდა. არც გამომწვევად ჩაცმა მიყვარს – არაა ჩემი სტილი. უფრო სპორტულად ვიცვამ, ამიტომ, ჩემს ქმარსაც არაფერი აქვს ასაკრძალი და სათქმელი.

– ანუ, არც გარეგნობა დაგხმარებია ცხოვრებაში და არც პროტექცია?

– თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ნინო შუბლაძე ჩემი ლექტორი იყო და მითხრა, „რუსთავი 2-ში“ ქასთინგზე მოდიო. პროტექცია არასდროს დამჭირვებია. რა თქმა უნდა, გარეგნობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ, არა გადამწყვეტი. „მის საქართველოდან“ ერთ-ერთ კომპანიაში სტაჟირებაზე გამგზავნეს სამი თვით და იქ ყველას სახეზე ეწერა, რასაც ჩემზე ფიქრობდნენ: მოვიდა აქ სილამაზის კონკურსიდან და, რა იცის, რა უნდა გააკეთოსო. არადა, „მის ინტელექტის“ ტიტული მივიღე. არ არის ეგრე, არაფერი შეგეძლოს და კონკურსზე მარტო ლამაზი ფეხების გამოსაჩენად მიხვიდე.

– ექსტრემალი რომ ხარ, ვიცი...

– საშინელი. ყველაფერს მივდევ, რაც დაფრინავს და დაცურავს... სულ მინდა პარაშუტით გადმოხტომა, მაგრამ, ჩემი ქმარი მეხვეწება, არ ქნაო და აქამდე ვერ მოვახერხე. ზღვაზე, ჩვენ თვალწინ ერთ გოგოს ტროსები გაუწყდა და მას მერე ეშინია. არადა, მაინც ვაპირებ ოდესმე... სკუტერზეც მიყვარს ჯდომა. ავსტრიაში ვიჯექი მაგარ ატრაქციონზე – მეგობართან ერთად წავედი ვენაში ატრაქციონების პარკში. მე ყველაფერზე დავჯექი, ის – საერთოდ არა! იჯდა და მიყურებდა. ბოლოს ერთ ატრაქციონზე ვიჯექი – შურდულის პრინციპითაა, გჭიმავს მაქსიმალურად და 250 მეტრზე გისვრის 130 კილომეტრი სიჩქარით! შოკია! ქვევით იდგნენ და მიყურებდნენ, როგორ ვწიოდი და ვკიოდი. რომ ჩამოვედი, ფეხები მიკანკალებდა. თან, ქვევით კამერაა დამონტაჟებული და გიღებს. რომ ჩამოვედი, ჩემი ქმარი მეუბნება, გიჟი ხარო. ძალიან მინდა, გავიმეორო. რომ მომენატრება, ჩანაწერს ვრთავ და ვუყურებ ხოლმე – მოგვცეს ის დისკი. უცხოეთში წასვლა ძალიან მიყვარს, „ტვინის განიავებას“ ვეძახი.

– შენზე ბევრი ჭორი გსმენია?

– ამას წინათ უთქვამთ, რომ ქმარს დავშორდი. ჩემს დაქალს უმტკიცებდა ვიღაც ქალი თავგამოდებით ერთი სალონში – გინდა თუ არა, დაშორდნენო. იმასაც ამბობენ, რომ ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული... არ ვნერვიულობ ეგეთ რაღაცეებზე.

– ერეკლე ვის ჰგავს?

– სულ მგონია, იმისთვის დავიბადე, რომ ერეკლე მყოლოდა. ფერებით მამას ჰგავს, თუმცა, ამბობენ, რომ თანდათან მე მემსგავსება, ძალიან საყვარელია. დავიწყო და ვაქო ახლა საკუთარი შვილი?! ( იცინის) სიარულის მანერითაც მამას ჰგავს, ლაპარაკობს ცოტ-ცოტას. კიდევ, არ არსებობს, რამის გაკეთება აიძულო. ჩუმია, არაა გიჟი ბავშვი. მარტო მაშინ ხდება ნადირი, როცა თვითონ უნდა და ტირის, როცა თვითონ აწყობს!

скачать dle 11.3