კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო გაარტყა ხელი მცირეწლოვან ბავშვს რუმინეთის პრეზიდენტმა და როდის ჩააბარა მან საგზაო პოლიციაში ტესტი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობის დასადგენად

რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი აზრით, კოსოვოს აღიარებით, დასავლეთმა გზა გაუხსნა რუსეთს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” აღიარებისკენ, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკა სირიის კონფლიქტში ჩაერევა, რუსეთი „დნესტრისპირეთს” აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ბესესკუს ეს ვარაუდი, რომელიც ნამდვილად არ გახლავთ რეალობას მოკლებული, ექსპერტებს შორის უკვე იქცა განსჯის საგნად. ტრაიან ბესესკუ რუსეთში ნაკლებად უყვართ, ის მოლდავეთის მეგობრად ითვლება და, თავისთავად, რუსეთისთვის მიუღებელი პოლიტიკოსია.

 

* ტრაიან ბესესკუ დაიბადა 1951 წელს რუმინეთში, ყოფილ სოფელ მურფატლარში, ამაჟამად ქალაქ ბასარაბიაში. 1976 წელს ბესესკუმ  დაამთავრა  „მირჩა ჩელ ბატრას” საზღვაო ინსტიტუტის ნავიგაციის ფაკულტეტი და, სწავლის დასრულებისთანავე, 1976-1981 წლებში, იგი მესამე, მეორე და პირველი რანგის საზღვაო ოფიცრის თანამდებობებზე კონსტანცაში, სავაჭრო ფლოტის კოპანია „ნავრომში” მსახურობდა. 1981-1989 წლებში ბესესკუ გემების – „არჯესის”, „კრიშანასა” და „ბირუინტას” კაპიტანი იყო. ცნობისთვის, „ბირუინტა” რუმინული ფლოტის ყველაზე მსხვილი სანავთობო ტანკერია. საზღვაო კარიერის პერიოდში წამოწეული იყო საკითხი ბესესკუს კავშირზე რუმინელი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმის უშიშროების სამსახურებთან. თვითონ ბესესკუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა კავშირები უშიშროების ოფიცრებთან, თუმცა, ეს მხოლოდ იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც იგი კომპანია „ნავრომის” ბელგიის ბიუროში მუშაობდა. 

* რუმინულმა გამოცემა „გარდიანულმა” გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ მცირეწლოვან ბავშვს ხელს ურტყამდა. რგოლი 2004 წლით თარიღდება, იმ პერიოდით, როდესაც ბესესკუ რუმინეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა. ვიდეოჩანაწერზე მკაფიოდ ჩანს ტრაიან ბესესკუ, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდება მოსახლეობას, საუბრობს ქალბატონებთან, რომლებიც მას ქაღალდის შეკვრას აწვდიან, შემდეგ კი ხელს ართმევს. ამ დროს ერთ-ერთ ქალბატონთან მდგარი პატარა ბავშვი რაღაცას ეუბნება ბესესკუს, რაზეც პრეზდენტობის კანდიდატი ბავშვს სახეში გარტყმით პასუხობს, რის შემდეგაც ბავშვი იცინის. რგოლის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებმა მოძებნეს ის ბავშვი, იმ დროს 10 წლის ბოგდანი იხსენებდა, რომ მან შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა ბესესკუს, რომელმაც მას სახეზე ხელი წაუთათუნა. თვითონ ბესესკუმ კი განაცხადა, რომ მას ცხოვრებაში არ გაურტყამს ბავშვისთვის და რგოლის გამოქვეყნება კარგად დადგმულ პროვოკაციად შეაფასა.

* რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ ავტოსაგზაო ავარიის მიზეზი გახდა. ინციდენტი 2008 წლის მარტში ბუქარესტში, საპრეზიდენტო რეზიდენციასთან მოხდა, როდესაც „ფოლკსვაგენ-გოლფი”, რომელსაც ტრაიან ბესესკუ მართავდა, მსუბუქ ავტომობილ „დაჩიას” უკანა მხრიდან შეეჯახა. არც ერთი მძღოლი არ დაშავებულა, ტრაიან ბესესკუ კი, პირად დაცვასთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და ჩააბარა ტესტი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობის დასადგენად, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა; ასევე, მას დაეკისრა 40 დოლარის ეკვივალენტის საჯარიმო სანქცია. აღსანიშნავია, რომ ტრაიან ბესესკუმ აღიარა თავისი ბრალეულობა ავარიაში, იმის მიუხედავად, რომ „დაჩიას” მძღოლი კატეგორიულ უარს აცხადებდა რაიმე სახის ჩივილზე.

* რუმინელი ჟურნალისტების ცნობით, პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ თვეში 100 ევროზე ცხოვრობს; ამასთან, პრეზიდენტი არის ერთადერთი დასაქმებული პირი ოჯახში – მისი მეუღლე და ორი სრულწლოვანი ქალიშვილი, დეკლარაციის თანამხად არასად არ მუშაობენ და, ამიტომ, ბესესკუს ოჯახი ეკონომიურად ცხოვრობს, ხოლო მათ საკუთრებაში შედის: 2003 წლის გამოშვების ავტომობილი „დეუ მატიზი”, 20 ათასი დოლარის ძვირფასეულობა, 35 ათასი დოლარის ღირებულების კედლის საათი, 7 ათას დოლარად შეფასებული მხატვრული ტილო; გარდა ამისა, სხვადასხვა ბანკში ტრაიან ბესესკუს 100 ათასი დოლარი და 170 ათასი რუმინული ლეი ერიცხება. 

* 2006 წელს ბუქარესტის საფეხბურთო კლუბი „სტიაუა” „უეფას“ თასის ნახევარფინალში გავიდა და ამ მოვლენის აღსანიშნავად რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ „სტიაუს” მთლიანი შემადგენლობა რესტორანში დაპატიჟა. შუა ქეიფის დროს, რესტორანში ფოტოგრაფებმა პრეზიდენტი ღვინით სავსე ჭიქით დააფიქსირეს, რომლითაც იგი „სტიაუას” პრეზიდენტს ჯიჯი ბეკალს ადღეგრძელებდა, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ კი, პრეზიდენტი თვითონ მიუჯდა თავისი ავტომობილის საჭეს და სახლში წავიდა. რუმინულმა პრესამ პრეზიდენტი რუმინული კანონების უგულებელყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რაც დაუშვებელია. ტრაიან ბესესკუს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამ საკითხთან დაკავშირებით.

* რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბესესკუს, თავისი ყოფილი ამერიკელი კოლეგის, ჯორჯ ბუშის მსგავსად, ხშირად ერევა ერთმანეთში ქალაქების სახელწოდებები. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მას მოლდოვური ქალაქი კაგული ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აერია. ბესესკუ კაგულს რუმინული საკონსულოს გახსნის მიზნით ესტუმრა და სწორედ მაშინ დაუშვა ეს შეცდომა.

* რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ თავისი მკურნალი ექიმი შემდეგნაირად დაახასიათა: „ის არის ყველაზე კომპეტენტური სომეხი, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია”. პრეზიდენტის ამ ფრაზამ რუმინეთის ფინანსთა მინისტრის, ეთნიკური სომეხის, ვარუჟან ვოსგანიანის უკმაყოფილება გამოიწვია და მან ბესესკუ სომხების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.  

* რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ ბოდიში მოუხადა ტელეჟურნალისტს, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე მობილური ტელეფონი წაართვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი 2007 წლის მაისში მოხდა. ტრაიან ბესესკუ და მისი მეუღლე ბუქარესტის ერთ-ერთ სუპერმარკეტში იყვნენ შესულები, სადაც ისინი ტელეარხ „ანტენა-1-ის“ ჟურნალისტმა ანდრეა პანემ დაინახა და გადაწვიტა, მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით დაეფიქსირებინა ეს ფაქტი, რამაც ბესესკუს აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი მიეჭრა ჟურნალისტს, ხელიდან წაართვა ტელეფონი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით მობილური ტელეფონი პანეს ბესესკუს დაცვის თანამშრომელმა დაუბრუნა, ხოლო მეორე დღეს პრეზიდენტმა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში.

* რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ უხერხულად მოიხმარა ყურის საწმენდად განკუთვნილი ბამბიანი ჩხირი და იძულებული გახდა, ოტოლარინგოლოგისთვის მიეკითხა. საავამდყოფოში მისულ პრეზიდენტს რამდენიმე ათეული ჟურნალისტი მიჰყვა თან. პრეზიდენტის ოპონენტების ვარაუდით, ბესესკუ საავადმყოფოში გადაღლილობამ მიიყვანა, თუმცა, მოგვიანებით, ტრაიან ბესესკუმ თვითონ გააკეთა განცხადება: „დილით, შხაპის მიღების შემდეგ, გადავწყვიტე, ყურები გამეწმინდა, მაგრამ, ბამბის ჩხირი არასწორად მოვიხმარე და ყური დავიზიანე, რამაც ჩემი სავაადმყოფოში მისვლა გამოიწვია”.

* 2011 წლის ივნისში რუმინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი მოხდა. ოპერაცია „ბარბაროსას” დაწყებიდან 70 წლის იუბილეზე, ბესესკუმ რუმინეთის ფაშისტური ლიდერის, იონ ანტონესკუს მხარი დაიჭირა და განაცხადა, რომ ანალოგიურად მოიქცეოდა. საუბარია 1941 წლის 22 ივნისს ანტონესკუს მიერ გაცემულ ბრძანებაზე, რომლის თანახმად რუმინეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარმა მდინარე პრუტზე გადმოიწია.

 

скачать dle 11.3