კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პაჩკა-პაჩკა დოლარების“ ცვენა

ანუ, ხელფასი წყვეტს ყველაფერს?

მართალია, მარეგულირებელი ორგანოების ნაკლებობას არ ვუჩივით, იმ ორგანოში კი – მაღალ-მაღალ ხელფასებს, თუმცა, მთლად იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ცხოვრება საათივით დარეგულირებულია.

როგორც უნდა იყოს, რაკი სემეკის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, მასზე დასანიშნი კანდიდატურებიც აქტიურად განიხილება. წინასწარი ინფორმაციით, ამ საპატიო პოსტზე ირინა მილორავას ამზადებენ (აქამომდე ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენდირექტორს). ეს კონკრეტული კანდიდატურა ამ პოსტზე ენერგეტიკის სამინისტროს წამოუყენებია და, როგორც გვაუწყეს, ზეპირი მსჯელობისა და კონსულტაციების შედეგად შეირჩა (წერილობით ემსჯელათ, ვინ დაუშალა?!).

ვინაიდან ადგილი ცარიელი არასდროს რჩება, ბუნებრივია, ადრე თუ გვიან, ქ-ნი მილორავა თუ ვინმე სხვა, სემეკის თავმჯდომარის სკამს მაინც დაიკავებს, თუმცა, კვლავაც ბუნდოვანია, გადაისინჯება თუ არა სემეკის თავკაცთა ხელფასები (რომელთა წლიური სახელფასო შემოსავალი მეოთხედ მილიონ ლარს უკაკუნებს), თუ, ეს ორგანო ამ ღარიბებით დასახლებულ ქვეყანაში კვლავაც „შავი დედლებივით გასაკეთებელთა“ და „პაჩკა-პაჩკა დოლარების“ ცვენის ადგილად დარჩება?!   

скачать dle 11.3