კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უჰალსტუხოდ

პრეზიდენტი – ავტობუსში

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ირანის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ისე უმტკივნეულოდ წავიდა პოსტიდან (ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ორი ვადა ამოწურა, რასაც ირანის კონსტიტუცია ითვალისწინებდა), რომ გულჩვილ ადამიანს თვალზე ცრემლიც კი მოადგებოდა (განსაკუთრებით, თუ ჩვენებურების სკამებზე მიცემენტების ტრადიციას გავიხსენებთ). თუმცა, მისი პოსტსაპრეზიდენტო ცხოვრება გაცილებით გულისამაჩუყებელია (რომ არ ვთქვა, შესაშური-მეთქი).

როგორც გაირკვა, თავის დროზე ვაშინტონის რისხვა ამჟამად მასწავლებლად მუშაობს და, არც მეტი, არც ნაკლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება;  უფრო მეტიც, ირანის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროსაც მასწავლებლის ხელფასზე ცხოვრობდა და ირანის ბიუჯეტიდან ერთი რიალიც არ აუღია. რაც მთავარია, ჩააგდო კანონი, რის მიხედვითაც, ირანის ექსპრეზიდენტებს მაღალი პენსია უნდა დანიშვნოდათ.

ბუნებრივია, ეს ვერ ამართლებს თუნდაც იმას, რომ იქ, ირანში, ჰალსტუხის გამო სიკვდილით სჯიან, მაგრამ, ისიცაა, იქნებ საქართველოს მოქალაქეც შელეოდა ჰალსტუხს, ყოფილი პრეზიდენტი ამ ჩვენს ყვითელ ავტობუსში მოჩიქჩიქე რომ ენახა?! 

скачать dle 11.3