კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უგებდნენ ქართველები ჩინელებს ფეხბურთში ცხვარსა და ოცლიტრიანს

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, ვარ ძველებურად. 

დედა, ამ ბოლო დროს ფეხბურთმა გამიტაცა ძალიან. საღამოობით ვიკრიბებით და ვთამაშობთ ბიჭები. კობა იტყვის ხოლმე: დავაი, წვრილთვალებიანები მრგვალთვალებიანებზეო და ვიწყებთ. როცა ნიძლავის გარეშე ვთამაშობთ, ჩვენ ვიგებთ ხოლმე, მაგრამ, თუ ცხვარზე და ოციანზე, ეს ქართველები ვეფხვებად გადაიქცევიან ხოლმე და ყოველთვის გვიგებენ, „ცხვარი და ოციანი“ ქართული ტერმინია და ერთ ცოცხალ ცხვარს და ოც ლიტრ ღვინოს ნიშნავს. ცხვარს გამარჯვებულები  კლავენ და ჭამენ, ღვინოს კი სვამენ და უგონოდ თვრებიან სპორტსმენები.  

დედა, მე საქართველოს ნაკრების კულშემატკივარი ვარ, მაგრამ, ძალიან ბევრი წელია, არავისთვის მოუგიათ, ფარერების ნაკრებს თუ არ ჩავთვლით – მათ ყოველთვის უგებენ, ალბათ, იმიტომ, რომ ფარერების ნაკრებში არც ერთი ფეხბურთელი არ არის, უბრალოდ, იმ დროს ქვეყანაში ვისაც სცალია, ისინი თამაშობენ ხოლმე.

ამას წინათ სტადიონზე ვიყავი. მართალია, ლამზირა მთელი ღამე მწყევლიდა ბილეთში 5 ლარის გადახდის გამო, მაგრამ, მე ძალიან მინდოდა წასვლა. რა თქმა უნდა, წავაგეთ ის თამაში, მაგრამ კიდევ ახალი რაღაცეები შევიტყვე ქართველებზე.  სტადიონზე გულშემატკივრობა ქართველებისთვის ნამდვილი სამოთხეა; ისეთი ტექნიკით, მონდომებით და ხმამაღლა იგინებიან, ხანდახან მოგეწონება კიდეც. აქ ბევრ ისეთ ცუდ სიტყვას გაიგებ, თვითონაც რომ არ გაუგიათ მანამდე. თუ რომელიმე ძლიერი ნაკრები ჩამოდის, სტადიონი ბოლომდე ივსება და ქართველი ფეხბურთელებიც ათმაგი ჟინით თამაშობენ, თუმცა, რომ იცოდნენ, რომ ამ მაყურებლის ნახევარზე მეტი უცხოელი ფეხბურთელების სანახავად მიდის ხოლმე, ალბათ, გულები დაუსკდებათ საწყლებს. 

ქართული ფეხბურთი უკვე სასაცილო თემადაა ქცეული. წინათ მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყოლიათ ქართველებს და მსოფლიოს გრანდები იწვევდნენ თურმე თავიანთ კლუბებში სათამაშოდ, ახლა კი, როცა აზერბაიჯანულ კლუბში მიდის სათამაშოდ რომელიმე, ტალანტს ეძახიან. გამოთქმაც არსებობს ასეთი: ფეხბურთი ინგლისში დაიბადა, ბრაზილიაში გაიზარდა და საქართველოში მოკვდაო.

 ჩვენი ნაკრების მწვრთნელად ვინ აღარ დანიშნეს, მათ შორის, მსოფლიო დონის რამდენიმე მწვრთნელიც კი იყო, მაგრამ, ერთ-ერთი ისე გააგიჟეს, ხელფასსაც არ დალოდებია, ისე გაემგზავრა პირველივე რეისით სამშობლოში. თურმე, თამაშის დღეს სამ ფეხბურთელს უთქვამს, მაგარ „პახმელიაზე“ ვართო. კიდევ ბევრს მოგწერდი, დედა, ქართულ ფეხბურთზე, მაგრამ, ბიჭები მელოდებიან და სათამაშოდ მივდივართ. დღეს ჩინელები ვაპირებთ, ძაღლზე და ბრინჯის არაყზე შევთავაზოთ თამაში. ვნახოთ, მოვიგებთ თუ ვერა. 

ძალიან მენატრებით ყველა. 

 

გკოცნით

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3