კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კულისებში შესული „ცეკას“ პირველი მდივანი და ტაშით დანგრეული დარბაზი

ძნელი მოსაძებნია საქართველოში კაცი, ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“ რომ არ უყვარდეს. „რუსთავი“ და „სუხიშვილები“ ხომ ჩვენი, ქართველების წყალშეუვლად სავიზიტო ბარათია, მაგრამ, „ერისიონი,“ თავისი სწრაფი ცეკვის მანერით, განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს და, ბატონი ჯემალ ჭკუასელიც ხომ განსხვავებული პიროვნებაა თავისი გურულობითა და დახვეწილი იუმორით.

ახლა საქმეზე გადავიდეთ.

გასული საუკუნის ბოლო წლებია.

ედუარდ შევარდნაძე ქუთაისში ხვდება ადგილობრივი „ცეკას“ კოლექტივს.

საქმიანი ღონისძიების შემდეგ, როგორც წესია, გაიმართა კონცერტი.

კონცერტში მონაწილეობას იღებს ანსამბლი „ერისიონი“, ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით.

ყველაფერი დასახული გეგმით წავიდა.

კმაყოფილია საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი; კმაყოფილი კი არა, აღფრთოვანებულია ამ უზადო ანსამბლის შემოქმედებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად მოიხიბლა, რომ, კონცერტის შემდეგ იკადრა და თვითონ შევიდა კულისებში.

„სტოიკაზე“ დადგა მთელი ანსამბლი, „სტოიკაზე“ დგას თავად ჯემალ ჭკუასელი. ხუმრობა ხომ არაა – „ცეკას“ პირველი მდივანი თავისით შევიდა ანსამბლის „სამზარეულოში“.

დაძაბული სიტუაციაა.

შევარდნაძემ ჯემალს ხელი ჩამოართვა:

– მიხარია, მიხარია, ჩემო ჯემალ, რომ ქართველებს ასეთი უბადლო და შესანიშნავი ანსამბლი გვყავს.

– დიდი მადლობა, ბატონო ედუარდ! დიდი მადლობა ესოდენი დაფასებისთვის... – და, გამოვიდნენ სცენაზე ერთად.

დაანგრია ტაშმა და აპლოდისმენტებმა დარბაზი.

ედუარდი ჯემალს ღიად ელაპარაკება მაყურებლის თვალწინ:

– ბატონო ჯემალ, თქვენ გურული ბრძანდებით?

– დიახ, ბატონო ედუარდ! – გაიბადრა ჯემალი.

ტაშმა იქაურობა გააყრუა...

– კარგიაა... – ჩაიცინა „ცეკას“ მდივანმა, – კი მაგრამ, ის უნდა მეკითხა...

– რა, ბატონო ედუარდ?

– ნოდარ დუმბაძეც ხომ გურული იყო?

– რა თქმა უნდა... – პასუხობს ჯემალ ჭკუასელი.

ტაშმა იმატა. იმატა კი არა, სადაცაა კედლები ჩამოიქცევა, მაგრამ, არ ეშინიათ – „ედიკა“ აქააო.

შევარდნაძე განაგრძობს:

– ილიკო და ილარიონიც ხომ გურულები იყვნენ?

– აბა, რა, ბატონო ედუარდ! – აჰყვა სიცილში ჯემალი.

კვლავ დაინგრა  დარბაზი ტაშისკვრით.

– ხოდა, შე კაცო (ედუარდს იუმორი არ ღალატობდა), ეს ქუთაისელები რომ ტაშს უკრავენ, რა უხარიათ?!!

დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა, მალე ქუთათურებმა ახალი ძალით დასცხეს ტაში...

„ძალაა, ძამა, აღმართს რო ხნავს, აპა!!!“

скачать dle 11.3