ბრძნული აზრები
ლაბრიუიერი: სრულყოფილია ის, ვინც უანგაროა.
ლაროშფუკო: ადამიანები თავს იწონებენ, როცა ისე იქცევიან, თითქოს მათთვის უცხო იყოს ყოველგვარი თავმოწონება.
ვოლტერი: არა ფულის უკმარობა, არამედ, ადამიანთა და ნიჭიერ ადამიანთა უკმარობა ხდის სახელმწიფოს სუსტად.
ეგზიუპერი: ყოველ ბრბოში არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით გამოირჩევიან, მაგრამ, ისინი მშვენიერების მოციქულნი არიან, ოღონდ, ეს თვითონაც არ ესმით.
მანი: ადამიანი საკუთარი თავისთვის ცოცხლობს თუ სიცოცხლისთვის, ეს თვითონაც არ იცის და ზუსტად და მტკიცედ ვერც ვერავის ეცოდინება. არსებობს ეგოისტური თავგანწირვა და თავგანწირული ეგოიზმი.
მოლიერი: რაც უფრო მეტს სწავლობს ადამიანი, მით უფრო გაუწვრთნელი რჩება ბოლოს.
შექსპირი: „ზოგ ნაკლს გვძენენ ღმერთნი, რომ ადამიანს ახსოვდეს მუდამ თავის ბუნება.“
ჩესტერფილდი: ბრიყვები, იმავე დროს, უდიდესი მატყუარებიც არიან. სიმართლისმოყვარეა თუ არა ადამიანი, გამოიცნობა იმის მიხედვით, თუ რამდენად ჭკვიანია იგი.
ჩეხოვი: კეთილ ადამიანს ზოგჯერ ძაღლისაც კი რცხვენია.
ცვაიგი: ადამიანებს, რომელთა მოქმედება დამოკიდებულია მათ განწყობილებაზე, არ შეიძლება, რამე სერიოზული პასუხისმგებლობა დააკისრო.
ანაქარსისი: ბოროტი კაცი ნახშირს ჰგავს: თუ არ დაგწვავს, გაგმურავს მაინც.
ბებელი: შუა საუკუნეებში მნიშვნელობას ანიჭებდნენ შთამომავლობას; ჩვენს დროში მთავარ როლს თამაშობს ფული; მომავალში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ადამიანის, როგორც ასეთის, ღირებულებას.
ბალზაკი: სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს, კარგსაც და ცუდსაც, წვრილმანი საქციელით იკმაყოფილებენ.
ჭაბუა: ადამიანს მიაჩნია, რომ სიცოცხლის განმავლობაში რაღაცას მისდევს და, იმას კი ვერ იცნობიერებს, რომ, კი არ მისდევს, არამედ, გასაჭირს, სიკვდილს გაურბის! მერე გაუთავებელი ლტოლვა ბეზრდება, აუცილებლობას ურიგდება და საიქიოში წასვლისთვის მზადებას იწყებს. ყოველივე ეს ქვეცნობიერი პროცესებია.
უაილდერი: ან შემთხვევითია ჩვენი სიცოცხლე და სიკვდილი, ანდა, ერთსაც და მეორესაც გეგმა უდევს საფუძვლად.
აინშტაინი: ოცნებასთან ხუმრობა სახიფათოა: დამსხვრეულმა ოცნებამ, შეიძლება, კაცს ცხოვრებაში უბედურება მოუტანოს.
სენეკა: ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ყველაფერში ეძებს გამორჩენას თავისთვის, არ შეიძლება, ბედნიერი იყოს. თუ გსურს, შენთვის იცხოვრო, იცხოვრე სხვათათვის.
საბატინი: თუ ქალი სხვას ეკუთვნის, ის ხუთგზის უფრო სასურველია, ვიდრე ის, ვისი დაპყრობაც ადვილად შეგიძლია – უცნაური წესია.