მამაკაცი ქალთან პირველი შეხვედრისას ვერ ამჩნევს... მკერდს
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, საბოლოოდ გაერკვიათ, რაზე ამახვილებს ყურადღებას მამაკაცი ქალთან პირველი შეხვედრისას. კვლევებმა აჩვენა, რომ, გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, მამაკაცი სულაც არ უყურებს ქალის მკერდს.
1 000 მამაკაციდან დაახლოებით 700-ს უპირველესად თვალები „შემოეფეთება“ ხოლმე; ღიმილი მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ამ სიაში სუსტი სქესის წარმომადგენელთა მკერდმა მესამე ადგილი დაიკავა.
ანალოგიურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ქალთა შორის, გამოავლინა, რომ ორი სქესი ძალიანაც არ განსხვავდება ერთმანეთისგან: ქალიც, ასევე, უპირველესად, თვალებსა და ღიმილს აფასებს. ამის შემდეგ ისინი ყურადღებას აქცევენ სიმაღლეს და თმას; შემდეგ მოდის: ჩაცმის ცოდნა, წონა, კანი, სახის ფორმა, დუნდულები. უკანასკნელი, რასაც ქალები უყურებენ – მამაკაცის ცხვირია.
მამაკაცები, შეაფასებენ რა თვალებს, ღიმილსა და მკერდს, ყურადღებას აქცევენ თმასა და წონას; შემდეგ ყურადღება გადადის ფეხებზე და მხოლოდ ამის შემდგომ მამაკაცები აფასებენ ჩაცმის კულტურას. დუნდულებმა მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა მეცხრეზეა სიმაღლე და, უკანასკნელი, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ მამაკაცები – კანის მდგომარეობაა.
იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც შეუკვეთა ეს კვლევები, აღნიშნა: „თვალები ბევრს გვეუბნებიან ადამიანზე, ამიტომ, არ გვიკვირს, რომ თვალები – სხეულის ის ნაწილია, რაც უპირველეს ყოვლისა გვიზიდავს“...