კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ფერი მოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებსა და ვნებებზე დადებითად და მასტიმულირებლად

სახლის, ბინის თითოეულ ოთახს თავისი დანიშნულება აქვს ჩვენს ცხოვრებაში, ფერი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია ჩვენს ირგვლივ დადებითი განწყობის შექმნა. ასე რომ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორი განწყობის შექმნა გსურთ და შემდეგ შეარჩიეთ სწორი ფერი. ნუ იჩქარებთ გლობალური ცვლილებების განხორციელებას, აჯობებს, დაიწყოთ პატარა, მაგრამ, მიზანმიმართული ცვლილებებითა და სიახლეებით. თუ ახლა იწყებთ ბინის რემონტს, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, ხოლო, თუ უკვე მოწყობილ ბინაში ცხოვრობთ და  ინტერიერის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, დაიწყეთ დეკორის ელემენტებით: შეიძინეთ ახალი დეკორატიული ბალიში, ახალი ბრა ან ჭაღი და თქვენ ნელ-ნელა,  ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით მიზანს. მაგალითად:

 

მწვანე – ხის ფერია, რომელიც ასოცირდება გაზაფხულთან და ზრდა-განვითარებასთან.  ის განასახიერებს მშვიდობას, კურნავს სტრესისგან,  ამცირებს სულიერ ტკივილსა და შფოთვას. მწვანე უხდება საძინებლებს და, საერთოდ, იმ ოთახებს, სადაც ადამიანი ისვენებს. ღია მწვანე ფერი იდეალურია საბავშვო ოთახისთვის. თუ არ გსურთ მთლიანი ოთახის შეღებვა მწვანედ, მაშინ, ამ ფერის ელემენტები შეიტანეთ ინტერიერში.

წითელი – ცხოვრებისეული ენერგიის განმასახიერებელი,  მკვეთრი და გამომწვევი ფერია; განაგებს სიძლიერესა და ვნებას. წარმატებით გამოიყენება საწინააღმდეგო სქესის მოსაზიდად. ის ათბობს განწყობას და იქცევს ყურადღებას. გონებაში ეს ფერი, ასევე, ასოცირდება ცეცხლთან, სიცხესთან და სიმდიდრესთან,  თუმცა, შეიძლება, სიმორცხვეზე  ან კონფლიქტურობაზეც მეტყველებდეს.  დაუშვებელია წითელი ფერის გამოყენება საბავშვო ოთახის მოწყობისას. თუ გსურთ, გქონდეთ მხურვალე და ვნებიანი პირადი ცხოვრება, გაამრავალფეროვნეთ საძინებელი წითელი ფერით, თუმცა, მთლიანად წითლად ნუ შეღებავთ, ვინაიდან, შესაძლოა, უძილობის მსხვერპლი გახდეთ. უმჯობესი იქნება, საძინებელი ჩალისფრად შეღებოთ და დეკორის წითელი  ელემენტებით მორთოთ.  ამ ფერთან არაჰარმონიულია შავი და ცისფერი – წყლის სიმბოლოს ფერები.

ცისფერი და ლურჯი – ცისფერი  ცისა და ოკეანის,  სიმშვიდის ფერია.  მას ძლიერი დამამშვიდებელი  ზეგავლენა აქვს  და აღძრავს სამყაროს შეცნობის სურვილს. ლურჯი ამძაფრებს ინტუიციასა და ადამიანის სულიერ მისწრაფებებს.  თუ სახლში გაქვთ მედიტაციისთვის ცალკე ოთახი, მას ყველაზე მეტად ცისფერი ან ლურჯი კედლები შეეფერება.  ეს ორივე ფერი, ასევე, იდეალურია აბაზანისთვის.

ყვითელი – მზის, აყვავებისა და წარმატების სიმბოლოა და განასახიერებს პოზიტივს.  მზის ენერგია სიცოცხლის დასაბამს აძლევს ყველაფერ მშვენიერს  ჩვენს სამყაროში: მცენარეებს,  ცხოველებს, ადამიანს. ყვითელი აცოცხლებს ყველაზე უღიმღამო დაწესებულებებს, ასევე, ადამიანში აღძრავს კეთილგანწყობასა და სიცოცხლის ხალისს. ეს ფერი აქტიურად გამოიყენება წარმატების მისაღწევად. შეიტანეთ ის თქვენს ბინაში სულიერი სიმშვიდის,  სითბოს, კარგი განწყობისა და პოზიტიური აზროვნების მოსაზიდად.  ყვითელი ფერი იდეალურია სასტუმრო ოთახის  გასაფორმებლად.  შეგიძლიათ, ღია ლიმონისფრად შეღებოთ მთლიანად ოთახი ან ყვითელი ფერის ელემენტებით გაამდიდროთ ინტერიერი როგორც სასტუმრო ოთახში, ასევე, სამზარეულოში; მაგრამ, ის ნეგატიურია აბაზანისთვის. ყვითელი, ასევე, სტიმულირებას უწევს გონებრივ შესაძლებლობებს.  ამ ფერის ტანსაცმელი ან აქსესუარები რეკომენდებულია მორიდებული ადამიანებისთვის.

ოქროსფერი – პატივისცემისა და შენდობის ნიშანია. ამ ფერის სამოსს ჩინეთში მხოლოდ იმპერატორები ატარებდნენ, ასევე, მათი ნათესავები და საიმპერატორო კართან დაახლოებული პირები.  ამ ფერის თბილ ანარეკლს შეუძლია ადამიანის ცუდი განწყობის შეცვლა; მას მოაქვს ოპტიმიზმი და აძლიერებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას; აღვივებს ადამიანში ყველა დადებით თვისებას.  ოქროსფერი ფულის ფერია,  წითელთან  შეხამებაში კი ის სიმდიდრისა  და ბარაქის სიმბოლოა.  ინტერიერში ოქროსფერი ყველაზე ხშირად  სწორედ მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად გამოიყენება.

ნაცრისფერი – იდეალურია მოსაცდელი ოთახისა და შემოსასვლელისთვის.

ყავისფერი – სტაბილურობის  ფერია,  უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებას.  კარგია ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. იდეალური ფერია სასადილო ოთახის,  სამზარეულოსა და საძინებლისთვის.

ასტროლოგები იასამნისფერს ჯადოსნურს უწოდებენ. ის ძალაუფლებასა  და სიმდიდრეს განასახიერებს; მჭიდრო კავშირშია ადამიანის სულიერ მხარესთან, აღვივებს ფანტაზიის უნარს; აერთიანებს ენერგიულობასა და სიმშვიდეს. არ შეეფერება ისეთ ოთახებს, სადაც ადამიანი ისვენებს (გონებითა და სხეულით). ამიტომ, ეს ფერი ყველაზე კარგად გამოავლენს თავს სიმდიდრის ზონაში, ბარაქისა და შემოსავლის გააქტიურებისთვის. თუ ზედმეტად მეოცნებე ნატურა ხართ, მოერიდეთ ამ ფერს.

სტაფილოსფერი – წარმატებით მოიცავს წითელი ფერის სიძლიერესა და ყვითელი ფერის კეთილგანწყობას. მოაქვს წარმატება, სიკეთე და კეთილგანწყობა. საბავშვო ზონაში პოზიტიური ენერგიის შემატება სწორედ სტაფილოსფერის საშუალებით შეგიძლიათ.  მას „განსწავლულობის ფერს“ უწოდებენ, ვინაიდან, ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას,  ფანტაზიის უნარსა და წარმოსახვას. სასურველია მისი გამოყენება ოფისებში,  სასტუმრო და საკლასო ოთახებში. ის ხელს უწყობს გონებას, დიდი რაოდენობით აღიქვას და დაიმახსოვროს ინფორმაცია.

თეთრი – განასახიერებს ადამიანის წმინდა, უბიწო ზრახვებს. სახლში არ უნდა დომინირებდეს მხოლოდ თეთრი. „ფენ შუის“ მიხედვით, ის საკმაოდ ცივ ფერად არის მიჩნეული. გაამდიდრეთ თეთრი კედლები სხვა ფერების საშუალებით და გაიფერადეთ ცხოვრება.

ასე რომ, სანამ გადაწყვეტთ, რაიმე ცვლილება შეიტანოთ ბინაში, კარგად დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი ასტროლოგიური რჩევები და გაიხალისეთ ცხოვრება სასურველი ფერებით.

скачать dle 11.3