კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

ჯოლეონ ლესკოტის ტანსაცმლის ხაზი

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” მცველმა, ჯოლეონ ლესკოტმა, ტანსაცმლის ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა და მეგობართან ერთად ბრენდი „ლესკოტ-სტიუარტი” დააფუძნა, რომლის დირექტორად საკუთარი თავი დანიშნა. კომპანიის პირველი ხაზის ჩვენება მანჩესტერში გაიმართა და მოწვეულ სტუმრებს შორის „სიტის” ფეხბურთელები ჭარბობდნენ, რომელთა შორის ფოტოგრაფების წინაშე პოზირებით კოტდივუარელი იაია ტურე და არგენტინელი სერხიო აგუერო გამოირჩეოდნენ. მათი თქმით, ლესკოტის ტანსაცმელი გემოვნებიანი და მოდურია.

 

შეიკის მორიგი ფოტოსესია

ცნობილმა რუსმა მოდელმა ირინა შეიკმა ჟურნალ „ალურა რაშასთვის“ სექსუალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მადრიდის „რეალის” ვარსკვლავის 27 წლის ლამაზმანმა საცოლემ ჟურნალის სექტემბრის ნომრისთვის „ოსკარ დე ლა რენტას”, „დსქუარედისა” და „კაროლინა ერერას” წითელი ფერის გულახდილი სამოსით იპოზიორა. გადასაღებ მოედანზე შეიკის კომპანიონები იყვნენ ტყუპი ძმები – ჯორდან და ზაკ სტენმარკები – ახალი სახეები ფეშენ-ინდუსტრიაში. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფი ჯანპაოლო სგურია, რომელსაც გულახდილ სესიებში არაერთხელ ჰყავს გადაღებული ირინა შეიკი.

 

„ბარსელონა” –  „ყატარ ეირვეისის” ახალი სახე

ესპანურმა „ბარსელონამ” ყატარის ავიახაზების სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა. სარეკლამო რგოლის სცენარის მიხედვით, ჟერარ პიკემ – მებაჟის, ხავიერ მასკერანომ – ჩაძინებული მგზავრის, ნეიმარმა – ოხუნჯი ტურისტის, ანდრეს ინიესტამ და სერხიო ბუსკეტსმა – მღებავების, ლიონელ მესიმ – ცეკვის მასწავლებლის, ხოლო კარლეს პუიოლმა – უბრალო ფეხით მოსიარულის როლები შეასრულეს. „ყატარ ეირვეისი” კატალონიური კლუბის სპონსორია და მოთამაშეების მონაწილეობა ვიდეორგოლში ამით იყო განპირობებული. საინტერესოა, რომ რგოლში ტაქსის მძღოლის როლი ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა შეასრულა, რომელიც „ბარსელონას” ღირსებას 1986-1989 წლებში იცავდა.

 

ვანესა მეი 2014 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება

ცნობილი მევიოლინე ვანესა მეი 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში აპირებს მონაწილეობის მიღებას და, თავისი ისტორიული სამშობლოს, ტაილანდის სახელით, გიგანტურ სლალომში შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის მიღებასაც გეგმავს. მეი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეტაპებზე აპირებს გამოსვლას. ცნობილია, რომ სპორტის ამ სახეობით, კერძოდ, სნოუბორდით, ვანესა მეი 4 წლის ასაკიდან არის გატაცებული, თუმცა პირველ ადგილზე მისთვის მუდამ იყო მუსიკა. სწორედ ამის გამო, მან გვიან გადაწყვიტა, სპორტს გაჰყოლოდა.


რობინ ვან პერსის ახალი ბუცები

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ საკუთარი დიზაინით წარმოებული ბუცების პრეზენტაცია მოახდინა. „ადიდასის” ახალ ბუცებში ჭარბობს წითელი და ნარინჯისფერი, რაც ვან პერსის საკლუბო და სანაკრებო წარმომავლობაზე მეტყველებს. ახალი ბუცები არამარტო დიზაინით არის საინტერესო, ბუცებში ჩამონტაჟებულია ელექტრომოწყობილობები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რა სიჩქარით დარბის ფეხბურთელი და რა მანძილს ფარავს იგი ერთი მატჩის დროს. პირველად საკუთარი დიზაინის ბუცები ვან პერსიმ „ჩელსისთან” მატჩში მოირგო და, იმის მიუხედავად, რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა, „ტვიტერში” დაწერა, რომ ახალი სპორტული ფეხსაცმლით კმაყოფილია. 

 

ყველაზე ახალგაზრდა პილოტი „ფორმულა 1-ში”

რუსი ავტომრბოლელი სერგეი სიროტკინი „ფორმულა 1-ის” ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა. 17 წლის სიროტკინმა კონტრაქტი გააფორმა „ზაუბერთან” და მომავალი სეზონიდან სპორტული ბოლიდის საჭეს მიუჯდება. სიროტკინი ორი დღე იმყოფებოდა „ზაუბერის” შტაბ-ბინაში და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბოლიდის საჭეს პირველად სოჭში, სატესტო რბოლაზე მიუჯდება. ცნობისთვის, „ზაუბერის” ძირითადი პილოტები მიმდინარე სეზონში გერმანელი ნიკ ჰიულკენბერგი და მექსიკელი ესტებან გუტიერესი არიან.

 

დოპინგის მასობრივი მიღება 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

მსოფლიო ანტისადოპინგო ასოციაციამ გამოაქვეყნა ანონიმური გამოკითხვის შედეგები, რომელსაც მძლეოსნობაში 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ატარებდა. სულ გამოიკითხა 2 000-მდე სპორტსმენი და, აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მძლეოსნების 29 პროცენტს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მოხმარებული ჰქონდა აკრძალული პრეპარატები; იგივე განმეორდა 2013 წლის მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოსკოვშიც. უახლოეს მომავალში ასოციაცია გამოაქვეყნებს შედეგებს, რომლებიც, წინასწარი ცნობით, არაერთ სკანდალურ ფაქტს გაახმაურებენ.

 

პისტორიუსს სამუდამო სასჯელი ემუქრება

სამხრეთაფრიკელ მორბენალს, ოსარ პისტორიუსს, ოფიციალურად წარედგინა ბრალი მეგობარი ქალის, რევა სტენკამპის მკვლელობაში და, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაში. გამოძიების თანახმად, პისტორიუსმა ოთხჯერ გაისროლა საპირფარეშოს კარის მიმართულებით, სადაც სტენკამპი იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, პისტორიუსი აცხადებდა, რომ არ იცოდა, ვინ იმყოფებოდა საპირფარეშოში და ამის გამო გახსნა ცეცხლი. მოგვიანებით სამართალდამცველებმა სპორტსმენის სახლში 38 არადეკლარირებული ვაზნა ამოიღო. პისტორიუსს 25 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე სასჯელი ემუქრება. საქმის საბოლოო განხილვა 2014 წლის მარტში დაიწყება.

скачать dle 11.3