კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოტყუებულმა ცოლებმა ქმარზე ჯავრი ერთად იყარეს

ორი ცოლის მიერ ნაცემი ავთანდილ ს. მრავლობითი დაჟეჟილობითა და მოტეხილობებით საავადმყოფოში თითქმის ერთი თვე მკურნალობდა, მისი ორივე ცოლი კი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, თუმცა, ქალებმა არა მხოლოდ ქმარს სცემეს, დაზიანებები ერთმანეთსაც მიაყენეს, როგორც ჩანს, ეჭვიანობის ნიადაგზე.

დაუჯერებელია, მაგრამ, ავთანდილ ს., რომელსაც შვილები  ორივე ცოლთან ჰყავდა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ქალებს ერთ ჭერქვეშ  აცხოვრებდა. დაუჯერებელია ისიც, რომ ცოლებს – დოდო ს-სა და რუსი ეროვნების მარია კ-ვას ქმარმა ერთმანეთის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა: მარია მოატყუა, რომ დოდო მისი და იყო, რომელიც ქმარმა სამი შვილით მიატოვა, ხოლო დოდო დაარწმუნა, თითქოს მარია იმ პიროვნების შვილი იყო, რომელმაც რუსეთში ყოფნისას ხელი გაუმართა. ოჯახური „იდილია” მანამდე გაგრძელდა, სანამ დოდომ მარიაზე არ იეჭვიანა. ეჭვიანობას კი სიმართლის გამოაშკარავება მოჰყვა, რის შემდეგაც, ქალები ჯერ ერთმანეთს დაერივნენ, შემდეგ კი ორივე ერთად ქმარს გაუსწორდა. სკამით და ოჯახში არსებული სხვა ნივთებით, ავთანდილ ს-ს მრავლობითი დაზიანება მიაყენეს.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, დოდო ს. და მასთან სახლში „სტუმრად“ მყოფი, რუსი ეროვნების მარია კ-ვა, ეჭვიანობის ნიადაგზე, 46 წლის ავთანდილ ს-ს ფიზიკურად გაუსწორდნენ: დოდო ს-მ, რომელიც ავთანდილ ს-სთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, ქმარს სკამი ესროლა, რომელმაც ის აიცილა, მაგრამ, მას მარია კ-ვა „დაეხმარა“ და ავთანდილ ს-ს მთელი ძალით ჩაარტყა თავში იქვე დაგდებული შეშის ნაჭერი. ავთანდილ ს-ს თავიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა გონება არ დაუკარგავს და აქტიურად შეეცადა ქალების მოგერიებას. გამოძიების მასალებით, ჭრილობის მიუხედავად, ქალები ავთანდილ ს-ს ცემას განაგრძობდნენ. დოდო ს-მ მას ჩხუბის დროს კედლიდან ჩამოგდებული ხის „კარნიზი” წელის არეში ჩაარტყა, რითაც ნეკნების დაზიანება მიაყენა. სახლთან შეკრებილმა მეზობლებმა მოჩხუბრების გაშველება ვერ შეძლეს, რის გამოც საქმეში პოლიცია ჩაერთო, თუმცა, ვინაიდან სამივე პირი დაშავდა, ჩხუბის მონაწილეები, პოლიციის განყოფილების ნაცვლად, თავდაპირველად საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. 

სისხლის სამართლის საქმე ცემისა და სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით აღიძრა. გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალი სამივეს წაუყენეს, მაგრამ, ჩატარებული გამოძიების შემდეგ, საბოლოოდ, ბრალდებულებად მხოლოდ ქალები ცნეს, მეზობლებისა და სხვა თვითმხილველების დაკითხვებით დადგინდა, რომ, რეალურად, კაცს ქალები სცემდნენ, ავთანდილ ს. კი იძულებული იყო მათგან თავი დაეცვა...

ყალბი პასპორტი და რუსეთში გადახდილი გრანდიოზიული ქორწილი 

დოდოზე დაქორწინებულმა ავთანდილ ს-მ რუსეთში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პოლიციამ, ნარკოტიკების მოხმარების გამო, მასზე ნადირობა გამოაცხადა. ამ პერიოდში მას ორი შვილი ჰყავდა და დოდო მესამეზე იყო ფეხმძიმედ. მაგრამ, ვინაიდან არ მუშაობდა, თან, ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და პოლიციაც მოსვენებას არ აძლევდა, რეალურად, ოჯახმა თავიდან მოიშორა ანუ, წასვლაში ხელი არავინ შეუშალა. როგორც გამოძიებით ირკვევა, ყალბი პასპორტით ავთანდლილ ს. ჯერ სანკტ-პეტერბურგში, შემდეგ მოსკოვში, ბოლოს კი როსტოვში გადაბარგდა და სწორედ იქ გაიცნო მასზე რამდენიმე წლით უმცროსი მარია კ-ვა. მარიას არ დაუმალავს, რომ ნარკოტიკს, ოღონდ, მარიხუანას თავადაც მოიხმარდა და სწორედ ამან შეუწყო ხელი მისი და ავთოს დაახლოებას. მოგვიანებით, შეხვედრებმა ბარებიდან მარიას სახლში გადაინაცვლა. მალე კი მარიამ ის მამას თავის საქმროდ გააცნო და გამოუცხადა, რომ, ვინაიდან ავთო უყვარდა, ცოლად უნდა გაჰყოლოდა. მამა შვილს ამაოდ არწმუნებდა, რომ ავთოსთვის თავი დაენებებინა, რადგან, ქართველი იყო და მოატყუებდა, მაგრამ, მარიამ მამის რჩევა არ გაითვალისწინა... 

როგორც მარიამ უამბო გამოძიებას, მართალია, მამამისი ერთადერთი ქალიშვილის ქართველზე გათხოვებამ ძალიან დაადარდიანა, მაგრამ ამის მიუხედავად, ულამაზესი ქორწილი გადაუხადა და ავთო თავისთან, ავეჯის საამქროში ჯერ მუშად დაასაქმა, შემდეგ კი დააწინაურა კიდეც. მარიას ჩვენებითვე ირკვევა, რომ ავთოს არაფერი უთქვამს ცოლის შესახებ, თვითონ კი ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა. ქმარმა მხოლოდ ის უთხრა, რომ სახლში ჰყავდა და, რომელიც ქმარმა სამი შვილით მიატოვა და ზოგჯერ მათ ფულს უგზავნიდა. უცნობი მულისთვის დახმარებაზე კი, როგორც მარია ამბობს, არასდროს უთქვამს ქმრისთვის უარი მაგრამ, ყველაფერი ოთხ თვეში შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ავთომ ცოტაოდენი ფული იშოვა: ის ისევ ნარკოტიკებს  დაუბრუნდა და სულ ცოტა ხანში იგი სიმამრის სახლში დააკავეს, ბინიდან კი ნარკოტიკი ამოიღეს. ავთო ს-ს მინიმუმ 10-წლიანი პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ, ქალიშვილის ხათრით, სიმამრი გვერდში დაუდგა სიძეს და, იმდენი მოახერხა, რომ სასამართლომ მხოლოდ 4 წელი მიუსაჯა და, ისევ სიმამრის წყალობით, საპატიმრო მან ორ წელიწადში დატოვა. 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სიძე-სიმამრს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. მართალია, ისევ სიმამრის საამქროში მუშაობდა, მაგრამ, როგორც თავად დაზარალებული ავთანდილ ს. ამბობს ჩვენებაში, მას საქართველო მოენატრა და, მიუხედავდ იმისა, რომ ცოლი ორი თვის ფეხმძიმე იყო, სიმამრის სახლიდან გამოიპარა, ხელს კი სააქმროს იარაღები გამოაყოლა, რომლით მუშაობასაც საქართველოში აპირებდა.   

საქართველოში ჩამოსული ავთო ს., ცხადია, ოჯახში დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, მარიას ბედი აღელვებდა, მაგრამ, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რადგან, იქაური კლიმატი მისთვის გაუსაძლისი იყო. რაც შეეხება მარიას ორსულობას, ავთო ს. ირწმუნება, რომ მან ამის შესახებ, არ იცოდა, თუმცა, არ მალავს, რომ რომც სცოდნოდა, კლიმატის გამო რუსეთში მაინც ვერ გაჩერდებოდა. 

საქმის მასალებით, მარიამ ქმრის მოძებნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბავშვი გააჩინა, მაგრამ, არ იცოდა, საიდან დაეწყო, რადგან, ყალბ პასპოსრტში ავთო ს-ს სრულიად სხვა ქალაქი და სხვა საცხოვრებელი ჰქონდა მითითებული. თუმცა, მოგვიანებით მარიას გაახსენდა, რომ ის ქმართან ერთად ფოსტაში იყო, საიდანაც ავთომ დას (რეალურად – ცოლს) ფული გაუგზავნა. ამიტომ, ნაცნობების წყალობით, ძლივს მაგრამ, მაინც შეძლო იმის გაგება, რა მისამართზე გაგზავნა ავთომ თანხა. ამ ინფომრციის გაგების შემდეგ კი მარია მითითებულ მისამართზე ყველასთვის მოულოდნელად ჩავიდა. ქალი დარწმუნებული იყო, რომ ავთოს დის სახლში მიდოდა, მაგრამ, მითითებულ მისამართზე მისულს თავად ავთო დახვდა, რომელსაც მისი მისვლა იმდენად გაუკვირდა, რომ კარგა ხანს ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა. მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ მარიასგან ბიჭი შეეძინა (პირველ ცოლთან სამი გოგონა ჰყავდა), ქალი სახლში შეიყვანა, მით უმეტეს, რომ იცოდა, მარიას სხვა წასასვლელი არ ჰქონდა. თუმცა, წინასწარ გააფრთხილა, რომ, ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, მისი ოჯახისთვის ჯერჯერობით არაფერი ეთქვა მათი ცოლქმრობის შესახებ, სანაცვლოდ კი დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღეში მას თან გაჰყვებოდა. 

ავთო ს-მ ოფიციალურ ცოლს და იქვე მოპირდაპირე სახლში მცხოვრებ მის მშობლებს მარია მეგობრის შვილად გააცნო. ცოლიც და მშობლებიც დაარწმუნა, რომ მამამისმა მას ყველაფერი გაუკეთა, რაც კი შესაძლებელი იყო და, ამიტომ, ოჯახმა ქალი თბილად მიიღო. ავთოს ოფიციალური ცოლი ისე მოიხიბლა რუსი მარიათი, ყველანაირად ცდილობდა ესიამოვნებინა, მაგრამ, არ გამოსდიოდა – მან რუსული არ იცოდა, მარიამ კი – ქართული. 

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიდიოდა. სიტუაცია მაშინ შეიცვალა, როდესაც მარიამ აღმოაჩინა, რომ ავთოსა და მის „დას“ ერთ ოთახში ეძინათ. მანამადე მარიას ეს არ შეუნიშნავს, რადგან, სრულიად შეგნებულად, ავთო სახლში ძალიან გვიან ბრუნდებოდა, როდესაც მარიას უკვე ეძინა. ამ სიტუაციას დაერთო ისიც, რომ ეჭვიანობა დოდომაც დაიწყო და ქმარი გააფრთხილა, რომ რუსი სტუმარი მას „ცუდად” უყურებდა. ავთომ ცოლი დაარწმუნა, რომ რაღაცეები ეჩვენებოდა, მაგრამ „კოკა წყალზე გატყდა”. 

22 ივნისს დოდო ს. ბავშვების სანახავად თავის მშობლებთან წავიდა (ვინაიდან არდადეგები იყო, ბავშვები მშობლებთან ჰყავდა გაგზავნილი). თუმცა, გაჩერებაზე მისულმა აღმოაჩინა, რომ ფული სახლში დარჩა და უკან დაბრუნდა (ივარაუდა, რომ შემდეგ რეისს გაჰყვებოდა). სახლში მისულს კი მისთვის მოულოდნელი სცენა დახვდა: ავთო მარიას საძინებელში, მის საწოლზე იჯდა და ქალს ჰკოცნიდა... მოხდა, ის რაც მოსალოდნელი იყო: ქალები ჯერ ერთმანეთს დაერივნენ, შემდეგ კი, ორივე ერთად – ავთოს. სახლში შეკრებილი მეზობლები ოჯახის წევრების გაშველებას ამაოდ ცდილობდნენ. გამწარებული დოდო მათზეც იწევდა, რადგან, ბრაზობდა, რომ მეზობლები სეირს უყურებდნენ. სიტუაცია მხოლოდ პოლიციის მისვლამ განმუხტა. ქალებმა წინააღმდეგობა მათაც გაუწიეს, მაგრამ ხუთკაციანმა ბრიგადამ, როგორც იქნა, შეძლო ჩხუბის აღკვეთა.

კურიოზია, მაგრამ, ვინაიდან ავთანდილ ს. სასტიკად იყო ნაცემი, პოლიციამ ის დაზარალებულად, ხოლო მისი ცოლები დამნაშავეებად ცნო. ცემისა და სხეულის მძიმე დაზიანებისთვის ქალებს 5 წლამდე პატიმრობა ელოდათ, მაგრამ, სასამართლომ 2 წელი პირობითი სასჯელი შეუფარდა და ორივე გაათავისუფლა. 

скачать dle 11.3