კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებს 32 წლის ქალი მეგობარს, რომელმაც მასთან ერთად იმშობიარა მეოთხე სამშობიარო სახლში და რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან

32 წლის ნათია ნიკოლოზიშვილი ეძებს 31 წლის ნინო მაჭარაშვილს.

ისტორია: ვეძებ 31 წლის ნინო მაჭარაშვილს (თუ არ ვცდები, მეუღლის გვარი ლოთიშვილია).   მე და ნინომ ერთმანეთი ქორიძის სახელობის მეოთხე სამშობიარო სახლში გავიცანით, ორივეს ერთ დღეს მოგვიწია მშობიარობა და, ისე დავახლოვდით, რომ იქ ყოფნის დროს უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით. ნინოს შეეძინა გოგონა და სახელად მარიამი დაარქვა. მე კი ვაჟი მეყოლა – ნიკუშა. მას შემდეგ უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ბოლოს ნინო ვნახე და ძალიან მინდა მისი პოვნა. სამწუხაროდ, მისი ფოტო არ გამაჩნია და ჩემს სურათსაც ვერ გიგზავნით (რადგან, სოფელში ვარ და ინტერნეტ-კაფეს საშუალებაც არ მაქვს). ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ ჩემი მეგობარი.

– მოგვიყევი, როგორ დამეგობრდით შენ და ნინო სამშობიარო სახლში?

– რთული ორსულობა მქონდა და ექიმებმა საკეისრო დამინიშნეს. მეოთხე სამშობიარო სახლის ბლოკშივე გავიცანი გოგონა, რომელიც ძალიან მშვიდი ჩანდა (როგორც მერე აღმოჩნდა, ასეთი ხასიათი ჰქონდა), მასაც საკეისრო ჰქონდა დანიშნული და მშობიარობა ერთსა და იმავე დღეს – 2012 წლის 7 აგვისტოს მოგვიწია. ბლოკშივე ბევრი ვილაპარაკეთ და გავუგეთ ერთმანეთს, შემდგომ კი ერთსა და იმავე პალატაშიც აღმოვჩნდით და გვერდიგვერდ საწოლებზე ვიწექით. ნინოს გოგონა წონითაც და ზომითაც ჩემს ბიჭზე დიდი იყო, მას თეთრი პირისახე და ცისფერი თვალები ჰქონდა. ნინოს ჰყავს და – ნონა მაჭარაშვილი. თუ სწორად მახსოვს, ორი დედმამიშვილი ჰყავს – ერთი და და ერთი ძმა, ნინო შუათანაა. ნინოს მონაყოლით, მისი დედა საბერძნეთშია წასული სამუშაოდ; ასევე, ვიცი, რომ ნინოს ჰყავს დისშვილები (თუ არ ვცდები, ორი დისშვილი). ბავშვების გაზრდაში ნინო ჩემზე გამოცდილი იყო (რადგან ნონას შვილები მანაც გაზარდა), ამიტომ ის ბევრს მეხმარებოდა პატარა ნიკუშას მოვლაში. პირველ დღეებში ორივე ცუდად ვგრძნობდით თავს (როგორც ეს „ნაკეისრალებს“ სჩვევიათ), მაგრამ, ნინო ჩემზე ბევრად ყოჩაღად იყო. ძალიან მზრუნველი და კარგი გოგოა, ამიტომაც დავმეგობრდით. სამშობიაროდან ნინო ჩემზე ადრე გამოწერეს (მე სიცხეები მქონდა და ამიტომ ერთი კვირით დამტოვეს). გამოწერამდე სულ ვამბობდი, რომ ერთმანეთს არ დავკარგავდით და კონტაქტი გვექნებოდა, სამომავლოდ კი ჩვენი შვილებიც დამეგობრდებოდნენ (ასეთი სურვილი გვქონდა ორივეს).

– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი და რა გახდა ამის მიზეზი?

– სამშობიაროში ყოფნისას მე ტელეფონის სულ სხვა ნომერი მქონდა და ნინომაც მხოლოდ ის ნომერი იცოდა. როდესაც გამომწერეს, სულ ვურეკავდით ერთმანეთს. ბავშვები რომ წამოიჩიტებიან, ერთმანეთს შევხვდეთო, – ამბობდა. მაგრამ, შემდეგ ტელეფონის ბარათი დავკარგე, ნინოს ნომერიც სხვაგან არსად მქონდა ჩაწერილი. მე მას სოციალურ ქსელებში ვეძებდი, მაგრამ, უშედეგშოდ; ვერც მისი და მოვძებნე (რადგან ნონას ზუსტი ასაკი არ ვიცი). სამწუხაროდ, არც ნინოს მისამართი ვიცი, რადგან, ვერც ერთი ვერ ვიფიქრებდით, რომ ერთმანეთს ტელეფონის ნომრების გამო დავკარგავდით. ნინოს შესახებ კიდევ ის შემიძლია, გითხრათ, რომ მის მეუღლეს ზაზა ჰქვია. მისი შვილი, კი, – მარიამი, ძალიან ჰგავდა თავის მამიკოს. ნინოსთვისაც, ისევე, როგორც ჩემთვის, პირველი მშობიარობა იყო და ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა. ზოგს მიაჩნია, რომ ბავშვობის მეგობარს ვერავინ შეედრება, მაგრამ, ეს ასე არ არის. მე და ნინომ ერთმანეთი, შეიძლება ითქვას, კრიტიკულ სიტუაციაში გავიცანით და არც ერთი არ ვართ პატარა, მაგრამ, ძალიან დავმეგობრდით და მისი პოვნა და ურთიერთობის გაგრძელება ძალიან მინდა. დარწმუნებული ვარ, ნინოსაც ძალიან გაუხარდებოდა ჩემი ნახვა. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ვერ მოვიფიქრეთ, რომ სურათები მაინც გადაგვეღო ერთად ან, ბავშვებისთვის – საერთო ფოტო, რადგან, როგორც გითხარით, ერთმანეთის დაკარგვაზე არც ვფიქრობდით. ახლა კი მხოლოდ ამ ისტორიით თუ ვიპოვი ნინიკოს.

– აგვიწერე ნინო.

– ნინო არის საშუალო სიმაღლის, მაშინ პუტკუნა იყო (ახლა არ ვიცი); აქვს ცისფერი თვალები და წაბლისფერი თმა. ხასიათით მშვიდი, გაწონასწორებული და დინჯი ადამიანია. წესით, ის თბილისში უნდა ცხოვრობდეს, სავარაუდოდ, ისანი-სამგორის რაიონის ტერიტორიაზე (თუ არ ვცდები, ვაზისუბანში ან მერვე პოლკის დასახლებაში). მისი მეუღლეც საშუალო სიმაღლის, ცისფერთვალება კაცია. ისინი ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. სამშობიარო სახლში ყველა გვატყობდა, რომ ძალიან დავმეგობრდით და სამზარეულოშიც კი გვერდიგვერდ გვსვამდნენ. დებივით ხართო, – გვეუბნებოდნენ. იმედია, ნინო წაიკითხავს ამ სტატიას და გამოგვეხმაურება. მე მინდა, რომ ჩვენი შვილებიც იცნობდნენ ერთმანეთს. ჩემი შვილის დაბადება ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო და ასეთი დღე არც ერთ ქალს არ ავიწყდება. ძალიან მინდა ნინოს პოვნა და ჩვენი მეგობრობის გაგრძელება.

 

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3